TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 28
Previous part

Chapter: 28 


Verse: 1  Link to ntkpl   მწუხრი შაფათსა, რომელი განთენებოდა ერთშაფათად, მოვიდა მარიამ მაგდანელელი და მერმე მარიამი ხილვად საფლავისა მის.


Verse: 2  Link to ntkpl   
და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან და დაჯდა მას ზედა.


Verse: 3  Link to ntkpl   
იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ და სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი.


Verse: 4  Link to ntkpl   
და საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკუდარნი.


Verse: 5  Link to ntkpl   
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; უწყი, რამეთუ იესუს ჯუარცუმულსა ეძიებთ.

Verse: 5V    
ჯურცუმულსა C.


Verse: 6  Link to ntkpl   
არა აქა არს, არამედ აღდგა იგი, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი იგი, სადა იდვა უფალი.

Verse: 6V    
ვითარცა -- C.


Verse: 7  Link to ntkpl   
და ადრე წარვედით და არქუთ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და, აჰა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი. აჰა, ესერა, გარქუ თქუენ.

Verse: 7V    
წინაგიძღუს C.


Verse: 8  Link to ntkpl   
და წარვიდეს ადრე-ადრე მიერ სამარით შიშითა და სიხარულითა დიდითა; მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.


Verse: 9  Link to ntkpl   
და, აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მიუჴდეს და შეუპყრნეს ფერჴნი მისნი და თაყუანის-სცეს მას.

Verse: 9V    
შეემთხუა C; ჰქუა C.


Verse: 10  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, მივედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა მივიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე.


Verse: 11  Link to ntkpl   
და ვითარ იგინი წარვიდეს, მუნქუეს ოდენ დასისა მისგანნი ვინმე მოვიდეს ქალაქად და მიუთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველივე, რაჲცა-იგი იქმნა.

Verse: 11V    
იგინი ] იგი C.


Verse: 12  Link to ntkpl   
და შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი მოხუცებულებითურთ, ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ


Verse: 13  Link to ntkpl   
და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.


Verse: 14  Link to ntkpl   
და ღათუ ესმეს ესე ბჭესა მას, ჩუენ ვარწმუნოთ მას და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღენდელად დღემდის.


Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ.


Verse: 17  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილეს იგი, თაყუანის-სცეს მას; და რომელნიმე შეორგულდეს.


Verse: 18  Link to ntkpl   
და მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მოცემულ არს ჩემდა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.


Verse: 19  Link to ntkpl   
წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,


Verse: 20  Link to ntkpl   
და ასწავებდით მათ დამარხვად ყოვლისა, რაოდენი გამცენ თქუენ. და, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.