Verse: 4და ჰრქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი.
Verse: 5და დააგდო ვეცხლი იგი ტაძარსა მას და მივიდა და შიშუდილ-იბა.
Verse: 6ხოლო მღდელთმოძღუართა მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ღირს ესე დადებად საფასეთა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.
Verse: 7ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მით აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.
Verse: 8ამისთჳს ერქუა აგარაკსა მას აგარაკ სისხლის მოდღენდელად დღემდის.
Verse: 9მაშინ აღესრულა სიტყუაჲ იგი იერემია წინაწარმეტყუელისა თქუმული: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ, რომელ-იგი სასყიდლის-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.
Verse: 19და ვითარ ჯდა იგი საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან თჳსმან და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და მაგის მართლისაჲ? რამეთუ მრავალი ჭირი შემხუედა მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს.
Verse: 20ხოლო მღდელთმოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა მოითხოონ ბარაბა და იესუ წარწყმიდონ.
Verse: 24იხილა რაჲ პილატე, რამეთუ არას არგებდა, არამედ უფროჲსი ამბოხი იქმნებოდა, მოიღო წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან ამის მართლისაჲსა, თქუენ იგულეთ.
Verse: 27მაშინ ერისა კაცთა მათ ბჭისათა წარიყვანეს იესუ ურაკპარაკად და შეკრიბეს მის ზედა ყოველი ნათესავი იგი.
Verse: 28და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას.
Verse: 29და შექმნეს გჳრგჳნი ეკლისაჲ და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მარჯუენესა ჴელსა მისსა, და მუჴლნი დაიდგნიან წინაშე მისსა და ეკიცხევედ მას და ეტყჳედ: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!
Verse: 35ხოლო ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი წილით, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაწარმეტყუელისაჲ: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა წილ-იგდეს.
Verse: 50ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და აღმოუტევა სული.
Verse: 51და, აჰა, კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო ორგან ზენაჲთგან მი-ქუენამდე, და ქუეყანაჲ შეიძრა, და ლოდნი განსთქდეს.
Verse: 52და სამარენი აეხუნეს, და მრავალნი ჴორცნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს,
Verse: 53და გამოვიდეს სამარით და შემდგომად აღდგომისა მისისა შევიდეს წმიდასა ქალაქსა და ეჩუენნეს მრავალთა.
Verse: 54ხოლო ასისთავმან მან, და რომელნი სცვიდეს მის თანა იესუს, ვითარ იხილეს ძრვაჲ იგი, და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და თქუეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.
Verse: 61და იყო მუნ მარიამ მაგდანელელი და მერმე მარიამი, სხდეს წინაშე სამარესა მას.
Verse: 62ხვალისაგან, რომელ არს პარასკევისა შემდგომად, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი პილატესა
Verse: 63და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ ჩუენ, რამეთუ მან მაცთუნებელმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგე.
Verse: 64ბრძანე აწ დაკრძალვაჲ საფლავისაჲ მის მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი ღამე და წარიპარონ იგი და ჰრქუან ერსა მას, ვითარმედ: აღდგა იგი მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.