TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 23
Previous part

Chapter: 23 


Verse: 1  Link to ntkpl   მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა


Verse: 2  Link to ntkpl   
და ჰრქუა: საყდართა ზედა მოსესთა დასხდომილ არიან მწიგნობარნი და ფარისეველნი.


Verse: 3  Link to ntkpl   
ყოველი, რაჲცა გრქუან თქუენ, ჰყოფდით და იმარხევდით, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.

Verse: 3V    
მათაებრ C.


Verse: 4  Link to ntkpl   
შეკრიან ტჳრთები მძიმე და ძნიად სატჳრთველი და დასდვიან ბეჭთა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა ჰნებავნ შეძრვად იგი.


Verse: 5  Link to ntkpl   
ყოველთა საქმეთა მათთა იქმედ სახილველად კაცთა: ფართო იყვნიან სამოსელნი მათნი და განიგრძვიან ფესუები მათი.


Verse: 6  Link to ntkpl   
უყუარნ მათ მჴნისთაობაჲ ტაძრობასა და ზეშთაჯდომაჲ შესაკრებელთა შინა

Verse: 6V    
მათი C.


Verse: 7  Link to ntkpl   
და მოკითხვაჲ უბნებსა ზედა და რქუმად მათდა კაცთაგან: მოძღუარ!


Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ ნუ ჰირქუამთ თავთა თქუენთა მოძღუარს, რამეთუ ერთ არს თქუენი მოძღუარი, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.


Verse: 9  Link to ntkpl   
და მამად თქუენდა ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთ არს მამაჲ თქუენი ზეცათაჲ.

Verse: 9V    
ქჳეყანასა C.


Verse: 10  Link to ntkpl   
და მოძღუარს ნუ ირქუამთ თავთა თქუენთა, რამეთუ ერთ არს მოძღუარი თქუენი ქრისტჱ.

Verse: 10V    
მოძღჳარ C.


Verse: 11  Link to ntkpl   
და რომელი დიდ იყოს თქუენ შორის, იყავნ იგი თქუენდა მსახურ.


Verse: 12  Link to ntkpl   
რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.


Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო ვაჲ თქუენდა, მწიგნობართა და თარგმანთა ორგულთა, რამეთუ დაჰჴსავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ არა შეხუალთ და არცა შემავალთა უტევებთ შესლვად.


14.


Verse: 15  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მოჰვლით ზღუასა და ჴმელსა, რაჲთამცა მოაქციეთ ვინმე ერთი; და რაჟამს მოიქცის, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიაჲს ორწილ თქუენსა.


Verse: 16  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, მწიგნობართა ბრმათა, რამეთუ სთქჳთ: რომელმან ფუცოს ტაძარსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცო[ს] ოქროსა მას, რომელ არს ტაძარსა მას შინა, ჯე[რ]-არს.


Verse: 17  Link to ntkpl   
ცოფნო და ბრმანო, რაჲ უდიდეს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი იგი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?


Verse: 18  Link to ntkpl   
და რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესა[ი]რავსა მას, რომელ არს მას ზედა, ჯერ-არს.


Verse: 19  Link to ntkpl   
ცოფნო და ბრმანო, რაჲ უფრო არს: შესაწირავი იგი, ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?


Verse: 20  Link to ntkpl   
აწ, რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცის მას და ყოველსა, რომელ არნ მას ზედა.


Verse: 21  Link to ntkpl   
და რომელმან ფუცის ტაძარსა, ფუცის მას და რომელი მყოფ არნ მას შინა.


Verse: 22  Link to ntkpl   
და რომელმან ფუცის ცასა, ფუცის საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.


Verse: 23  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მოიათევსით პიტნაკისაჲ, ცერეცოჲსაჲ და ძირაკისაჲ და დაგიტევებიეს უმჯობესი სჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე გიღირდა ყოფად, და იგი -- არადატევებად.


Verse: 24  Link to ntkpl   
წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ კურნაქსა და აქლემსა შთანსთქამთ!

Verse: 24V    
წინამძღურნო C.


Verse: 25  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმლისასა და პარაფსიტისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.


Verse: 26  Link to ntkpl   
ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმლისაჲ მის, რაჲთა იყოს გარეშეცა მისი წმიდა.

Verse: 26V    
განწმიდე C.


Verse: 27  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ სამარეთა განგლორწნილთა, რომელნი-იგი გარეშე შუენიერ ჩანან, ხოლო შინაგან სავსე არიან ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.

Verse: 27V    
ჩან C.


Verse: 28  Link to ntkpl   
ეგრეცა თქუენ გარეშე უჩთ კაცთა მმარხველ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ზაკუვითა და უშჯულოებითა.


Verse: 29  Link to ntkpl   
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ თქუენ საფლავებსა მას წინაწარმეტყუელთასა, და განაშუენებთ სამარებსა მას მართალთასა.


Verse: 30  Link to ntkpl   
და სთქუთ: ვიყვენით თუმცა ჩუენ დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ზიარ ვიყვენით მათ თანა სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.

Verse: 30V    
იყვენით C.


Verse: 31  Link to ntkpl   
აწ თქუენვე ეწამებით თავთა თქუენთა, რამეთუ ნაშობნი ხართ, რომელთა მოწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი.


Verse: 32  Link to ntkpl   
და თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.


Verse: 33  Link to ntkpl   
გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერნეთ სასჯელსა გეჰენიაჲსასა?

Verse: 33V    
გეჰჱნიაჲსასა C.


Verse: 34  Link to ntkpl   
ამისთჳს, აჰა, ესერა, მივავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი და ბრძენნი მწიგნობარნი, მათგანნი მოწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი ჰგუემნეთ შესაკრებელთა შინა თქუენთა და სდევნეთ ქალაქითი ქალაქად,

Verse: 34V    
ესრა C.


Verse: 35  Link to ntkpl   
რაჲთა მოვიდეს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული* ქუეყანასა ზედა სისხლითგან აბელის მართლისაჲთ მისისხლამდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისი, რომელი-იგი მოჰკალთ შორის ტაძრისა მის და საკურთხევლისა.

Verse: 35V    
დათხეული + დათხეული C.


Verse: 36  Link to ntkpl   
მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.

Verse: 36V    
გეტყუ C.


Verse: 37  Link to ntkpl   
იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოციქულთა შენთა, რაოდენგზის მინდა შეკრებაჲ ნაშობთა შენთაჲ, ვითარცა ქათამმან შეიკრიბნის მართუენი ქუეშე ფრთეთა, და თქუენ არა ინებეთ!

Verse: 37V    
მოსწყუდენ C; მართჳენი C.


Verse: 38  Link to ntkpl   
აჰა, ეგერა, დაგშდების თქუენ სახლი თქუენი ოჴერი.


Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: ვერღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდის არა სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

Verse: 39V    
გეტყუ C.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.