TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 22
Previous part

Chapter: 22 


Verse: 1  Link to ntkpl   და მიუგო იესუ მერმე და ჰრქუა მათ იგავით:

Verse: 1V    
სასუფჱველი C.


Verse: 2  Link to ntkpl   
მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.


Verse: 3  Link to ntkpl   
და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწიდ, და არა ინებეს მოსლვად.


Verse: 4  Link to ntkpl   
მერმე მიუვლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი დამიმზადებიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დამიკლავს, და ყოველი მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.


Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელნიმე -- თჳსა აგარაკად, რომელნიმე -- ვაჭრობად,


Verse: 6  Link to ntkpl   
და სხუათა მათ შეიპყრნეს მონანი იგი და მოსრნეს.

Verse: 6V    
მოსრრნეს C.


Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო მეუფჱ იგი განრისხნა და წარავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი მათი დაწუა.

Verse: 7V    
მეუფეჱ C.


Verse: 8  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იქმნეს.

Verse: 8V    
ჩინებუნი C.


Verse: 9  Link to ntkpl   
აწ განვედით განსავალთა ზედა გზათასა და რავდენიცა ჰპოოთ, მოხადეთ ქორწილსა ამას.


Verse: 10  Link to ntkpl   
და განვიდეს მონანი იგი გზებსა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენიცა პოვეს: ბოროტნიცა და კეთილნიცა, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.


Verse: 11  Link to ntkpl   
რაჟამს შევიდა მეუფჱ იგი მოხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელი არა მოსილ იყო სამოსლითა საქორწინითა.


Verse: 12  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარმე შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი ქორწილისაჲ? ხოლო მან პირი დაიკრა.

Verse: 12V    
მოყჳასო C; შემოხჳედ C.


Verse: 13  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუა მეფემან მან მსახურთა: შეუკრენით მაგისნი ფერჴნი და ჴელნი და განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.


Verse: 14  Link to ntkpl   
რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედ არიან რჩეულნი.


Verse: 15  Link to ntkpl   
მაშინ წარვიდეს ფარისეველნი და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთამცა დაუდგეს მას მახე სიტყჳთა.

Verse: 15V    
სიტყუთა C.


Verse: 16  Link to ntkpl   
და მოუვლინნეს მას მოწაფენი იგი მათნი ჰეროდიანელთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტებით ასწავებ, და არაჲ გჭირს შენ არავისთჳს, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა.

Verse: 16V    
არაჲვისთჳს C; პირსა + მის C #.


Verse: 17  Link to ntkpl   
აწ მარქუ ჩუენ: ვითარ ჯერ-გიჩს: წეს არს ხარკისა მიცემაჲ კეისრისა ანუ არა?


Verse: 18  Link to ntkpl   
ვითარ გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ იგი მათი, ჰრქუა: რასა გამომცდით მე, მზაკუვარნო?


Verse: 19  Link to ntkpl   
მიჩუენეთღა მე დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.

Verse: 19V    
მოართჳს C.


Verse: 20  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ესე ხატი და გარემოჲსწერილი?


Verse: 21  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ: მიეცით აწ კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.


Verse: 22  Link to ntkpl   
და ვითარ ესმა ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი, და წარვიდეს.


Verse: 23  Link to ntkpl   
მას დღესა შინა მოუჴდეს სადუკეველნი, რომელთა თქჳან, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხვიდეს მას

Verse: 23V    
თქუან C.


Verse: 24  Link to ntkpl   
და ჰრქუეს: მოძღუარ, მოსე თქუა: მო-თუ ვინმე-კუდეს უშვილოჲ, ესიძენ მას ძმაჲ მისი ცოლსა მას მისსა ზედა და აღუდგინენ თესლი ძმასა მას თჳსსა.

Verse: 24V    
მოსჱ C.


Verse: 25  Link to ntkpl   
აწ იყვნეს ჩუენ თანა შჳდ ძმა. და პირველი იგი ქმარი მოკუდა და არა ესუა მას შვილ, დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა.

Verse: 25V    
ესჳა C.


Verse: 26  Link to ntkpl   
ეგრეცა მეორემან და მესამემან მიმეშჳდემდე.


Verse: 27  Link to ntkpl   
უკუანაჲსკნელღა ყოველთა მოკუდა დედაკაცი იგი.

Verse: 27V    
მოუკუდა C.


Verse: 28  Link to ntkpl   
აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა, რომლისა შჳდთა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ ყოველთა მათ ესუა იგი?


Verse: 29  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთ[ე]ბით და არა იცით წიგნი და არცაღა ძალი ღ[მრთისაჲ],


Verse: 30  Link to ntkpl   
რამეთუ აღდგომასა მა[ს] არცა ცოლს ისხმიდენ, არცა ქმრის-ვიდ[ო]დიან, არამედ, ვ[ითარცა] [ა]ნგელოზნი, იყვნენ ცათა შინა.


Verse: 31  Link to ntkpl   
მკუდართა აღდგომისათჳს არა აღმოგიკითხავს თქუმული იგი თქუენდა მომართ ღმრთისა მიერ, რომელ თქუა:


Verse: 32  Link to ntkpl   
[მ]ე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? [ა]რა არს ღმერთი ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოელთაჲ.


Verse: 33  Link to ntkpl   
და ვითარ ესმა ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.


Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო ფარისეველთა, ვითარ ესმა, რამეთუ პირი დაუყო სადუკეველთა, შეკრბეს ერთად.


Verse: 35  Link to ntkpl   
და ჰკითხა ერთმან მან მათგანმან შჯულისმდებელმან გამოცდით:


Verse: 36  Link to ntkpl   
მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უდიდე[ს] არს შჯულსა შინა?


Verse: 37  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.


Verse: 38  Link to ntkpl   
ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.


Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.


Verse: 40  Link to ntkpl   
ამათ ორთა მცნებათა შინა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოაბენ.


Verse: 41  Link to ntkpl   
კრებულ იყვნეს ყოველნი იგი ფარისეველნი. ჰკითხა მათ იესუ


Verse: 42  Link to ntkpl   
და ჰრქუა: რასა ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს? ვისი ძე არს? ჰრქუეს მას: დავითისი.


Verse: 43  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ: ვითარმე უკუე დავით სულითა უფლით ხადის და იტყჳს:


Verse: 44  Link to ntkpl   
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?


Verse: 45  Link to ntkpl   
უკუეთუ დავით უფლით ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?


Verse: 46  Link to ntkpl   
და ვერვინ შემძლებელ იყო მიგებად მისა, არცა იკადრა ვინ მიერითგან კითხვად მისა არღარა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.