TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 21
Previous part

Chapter: 21 


Verse: 1  Link to ntkpl   და რაჟამს მიეახლნეს იგინი იერუსალჱმდ, და მოვიდა ბეთბაგედ, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ იესუ წარავლინნა ორნი მოწაფეთა თჳსთაგანნი


Verse: 2  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: მივედით დაბასა იმას, რომელ არს პირსპირ თქუენსა, და მუნქუეს ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ.

Verse: 2V    
კიცუ C.


Verse: 3  Link to ntkpl   
და თუ გრქუას რაჲმე ვინმე. თქუენ არქუთ, ვითარმედ: უფალსა მაგისსა უჴმან ეგენი, -- და მუნქუესვე მოავლინნეს იგინი.


Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა თქუმული:

Verse: 4V    
წინაწარმეტყჳელისა C.


Verse: 5  Link to ntkpl   
არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, ესერა, მეუფჱ შენი მოვალს შენდა, მშჳდ არს და ზე ზის ვირსა და კიცუსა ვირსა.


Verse: 6  Link to ntkpl   
და წარვიდეს მოწაფენი იგი და ყვეს, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.


Verse: 7  Link to ntkpl   
და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ, და დაასხეს სამოსელი მას ზედა, და აღჯდა მას.


Verse: 8  Link to ntkpl   
და სიმრავლე იგი ერისაჲ დაჰფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაჰფენდეს გზასა ზედა.


Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო ერი იგი, რომელი წინაუძღოდა და უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდებულ არს ძჱ დავითისი! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა და დიდებულ მაღალთა შინა!


Verse: 10  Link to ntkpl   
და ვითარ შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ყოველი ქალაქი იგი და იტყოდა: ვინ არს ესე?


Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო ერმან მან ჰრქუა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაით.

Verse: 11V    
წინაწარმეტყჳელი C.


Verse: 12  Link to ntkpl   
და შევიდა იესუ ტაძრად და გამოასხა ყოველი მოფარდული და მომსყიდელები ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი თესლისმოფარდულთაჲ დაამჴუა და საჯდომელები, რომელ იყიდდეს ტრედებსა.


Verse: 13  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ თავყუანისაცემელ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.


Verse: 14  Link to ntkpl   
და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა და განკურნნა იგინი.


Verse: 15  Link to ntkpl   
იხილნეს რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა საკჳრველებანი იგი, რომელ ქმნნა, და ყმები იგი, რომელ ჴმობდა ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: დიდებაჲ ძესა დავითისსა,

Verse: 15V    
ძჱსა C.


Verse: 16  Link to ntkpl   
გული განიწყეს და ჰრქუეს მას: გესმის, რასა ესენი იტყჳან? [ხოლო] იესუ ჰრქუა მათ: არამე აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?

Verse: 16V    
ჩჩჳლთაჲ C.


Verse: 17  Link to ntkpl   
დაუტევნა იგინი და განვიდ[ა] გარეშე ქალაქ[ს]ა ბეთანია[დ] და იყო მუნ.

Verse: 17V    
ბჱთანია[დ] C.


Verse: 18  Link to ntkpl   
განთიად, ვითარ აღმოვიდოდა ქალაქად, შ[ე]ემშია.


Verse: 19  Link to ntkpl   
და ი[ხ]ილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, და ჰრქუა მას: ნუღარამცა შენგან ნაყოფი გამოვალს უკუნისამდე! და განჴმა მუნქუესვე ლეღჳ იგი.


Verse: 20  Link to ntkpl   
იხილეს რაჲ მოწაფეთა, დაუკჳრდა და თქუეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ ესე?!

Verse: 20V    
დაუკურდა C; ლეღუ C.


Verse: 21  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ამის ლეღჳსა[ჲ] ჰქმნეთ, არამედ მთასაცა თუ ამას ჰრქუათ: აღდეგ და შთავარდი ზღუასა! -- იყოს.


Verse: 22  Link to ntkpl   
და ყოველი, რაჲცა ითხოოთ თაყუანის-ცემასა სარწმუნოებით, მოგეცეს თქუენ.


Verse: 23  Link to ntkpl   
და ვითარ მოვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას სწავლასა შინა მღდელთმოძღუარნი და მოხუცებულნი ერისანი და ჰრქუეს: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მიგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?

Verse: 23V    
მღდელთმოძღჳარნი C.


Verse: 24  Link to ntkpl   
[მ]იუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუა ერთ, და მითხართ მე, და მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

Verse: 24V    
ჴელმწიფებითამას C.


Verse: 25  Link to ntkpl   
ნათლის-ცემაჲ იგი იოჰანესი ვინაჲ იყო: ზეცით იყო ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს: ვთქუათ თუ: ზეცით იყო, გურქუას: რად არა გრწმენა მისი?


Verse: 26  Link to ntkpl   
უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან იყო, გუეშინის ერისაგან, რამეთუ იოვანე ყოველთა წინაწარმეტყუელად აქუს.

Verse: 26V    
უკჳეთუ C; გჳეშინის C; წინაწარმეტყჳელად C; აქუნს C #.


Verse: 27  Link to ntkpl   
და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ჰჳქმ.

Verse: 27V    
ამას ] მას C.


Verse: 28  Link to ntkpl   
რასა ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; და მიუჴდა პირველსა მას და ჰრქუა: შვილო, მივედ დღეს, და იქმოდე საყურძენსა ჩემსა.

Verse: 28V    
ძჱ C.


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: მივიდე, უფალო; და არა მივიდა.


Verse: 30  Link to ntkpl   
და მივიდა ერთისა მის და ჰრქუა ეგრევე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მინებს. მერმეღა შეინანა და მივიდა.


Verse: 31  Link to ntkpl   
რომელმანმე ორთაგანმან ყო ნებაჲ მამისაჲ? ჰრქუეს მას: უკუანაჲსკნელმან. ჰრქუა მათ იესუ: მართლიად გეტყუ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინაგიძღჳან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.

Verse: 31V    
გეტყუ C; მეზჳერენი C.


Verse: 32  Link to ntkpl   
რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთღა, არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.

Verse: 32V    
მეზჳერეთა C; მისი ] ამისი C.


Verse: 33  Link to ntkpl   
სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო მამასახლისი, რომელმან დაასხა ვენაჴი და შეზღუდა იგი, და აღმოთხარა მას შინა ტაგარი, და ქმნა გოდოლი, და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა.

Verse: 33V    
შეზღუდა იგი + შეზღუდა იგი C.


Verse: 34  Link to ntkpl   
და რაჟამს მოეხო ჟამი ნაყოფისაჲ, მოუვლინნა მონანი თჳსნი მოქმედთა მათ მიღებად ნაყოფისა მისისა.


Verse: 35  Link to ntkpl   
და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელსამე სცეს, რომელნიმე მოკლნეს, რომელსამე ქვაჲ დაჰკრიბეს.


Verse: 36  Link to ntkpl   
მერმე მიუვლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი მათსა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

Verse: 36V    
მოონანი C.


Verse: 37  Link to ntkpl   
უკუანაჲსკნელღა მიუვლინა ძე თჳსი და თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისაგან.


Verse: 38  Link to ntkpl   
ხოლო მოქმედთა მათ ვითარ იხილეს ძჱ იგი მისი, ზრახვა-ყვეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი, მოედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი იგი მისი.

Verse: 38V    
მკუდრი C.


Verse: 39  Link to ntkpl   
და შეიპყრეს იგი და მოკლეს და განაგდეს გარეშე საყურძენსა მას.


Verse: 40  Link to ntkpl   
რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი იგი მის საყურძენისაჲ, რაჲმე უყოს მოქმედთა მათ?


Verse: 41  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას: უკეთურნი იგი უკეთურადცა წარწყმიდნეს და საყურძენი იგი მისცეს სხუათა მოქმედთა, რომელთა მისცოდიან მას ნაყოფი ჟამთა მათთა.


Verse: 42  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავს წიგნსა: ესე ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა? უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


Verse: 43  Link to ntkpl   
ამისთჳს გეტყჳ თქუენ, რამეთუ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელი იქმოდის ნაყოფთა მისთა.


Verse: 44  Link to ntkpl   
და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაბნიოს იგი.


Verse: 45  Link to ntkpl   
და ვითარ ესმა მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავები იგი მისი, გულისჴმა-ყვეს, რაჲსათჳს იტყჳს.


Verse: 46  Link to ntkpl   
და ეძიებდეს მას შეპყრობად და შეეშინა ერისა მისგან, რამეთუ, ვითარცა წინაწარმეტყუელი, შეერაცხა იგი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.