TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 24
Previous part

Chapter: 24 


Verse: 1  Link to ntkpl   და გამოვიდა იესუ ტაძრით და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსნი ჩუენებად მისა ნაქმნევისა მის ტაძრისაჲსა.

Verse: 1V    
მოწაფჱნი C.


Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ხედავთა ამას ყოელსა? მართლიად გეტყუ თქუენ: არა დაშდეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელ არა დაირღუეს.

Verse: 2V    
გეტყუ C; დაირღჳეს C.


Verse: 3  Link to ntkpl   
ჯდა რაჲ იგი მთასა მას ზედა ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მარქუ ჩუენ: ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ სასწაული იყოს შენისა მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?


Verse: 4  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: იგულეთ, ნუვინ გაცთუნნეს თქუენ,


Verse: 5  Link to ntkpl   
რამეთუ მრავალნი მოვიდენ სახელითა ჩემითა და იტყოდიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალნი აცთუნნენ.


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო გესმოდიანღა ბრძოლანი და ჴმაჲ წყობათაჲ, ეკრძალენით, ნუ აღტყდებით, რამეთუ ყოფად არს ესე ყოველი, ხოლო აღსასრული არღა იყოს.


Verse: 7  Link to ntkpl   
რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და წყუედანი და ძრვანი ადგილ-ადგიდ.

Verse: 7V    
წყუდანი C.


Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო ესე ყოველი იყოს დასაბამი სალმობათაჲ.


Verse: 9  Link to ntkpl   
მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ მოძულებულ ყოველთაგან ნათესავთა სახელისა ჩემისათჳს.

Verse: 9V    
მიგცენ C; მოგწყუდნენ C.


Verse: 10  Link to ntkpl   
და მაშინ ცთენ მრავალნი და ურთიერთას არდაბაგებდენ და იძულებდენ ურთიერთას.


Verse: 11  Link to ntkpl   
და მრავალნი ცრუწინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნნენ მრავალნი.


Verse: 12  Link to ntkpl   
და განმრავლებისათჳს უსჯულოებისაჲსა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ.


Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.


Verse: 14  Link to ntkpl   
და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა ნათესავთა, და მაშინღა იყოს აღსასრული.


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო რაჟამს იხილოთ ბილწი იგი ოჴრებისაჲ, რომელ თქუმულ არს დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაგან, მდგომარე ადგილსა მას წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ჰყოფდინ.


Verse: 16  Link to ntkpl   
მაშინ ჰურიასტანისანი ივლტოდედ მთად;


Verse: 17  Link to ntkpl   
და რომელნი ერდოებსა ზედა იყვნენ, ნუ გარდამოვლენან აღღებად რაჲსმე სახლისაგან თჳსისა;


Verse: 18  Link to ntkpl   
და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუმოიქცევინ უკუმომართ აღებად სამოსლისა თჳსისა.


Verse: 19  Link to ntkpl   
ხოლო ვაჲ მუცელქმნულთა მათ და მაწოვნებელთა მათ დღეთა შინა!


Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა, ნუცა შაფათსა.


Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელ არა ყოფილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ მოაქამდე, არცაღა იყოს.


Verse: 22  Link to ntkpl   
და არა თუმცა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი; ხოლო რჩეულთათჳს შემოკლდენ დღენი იგი.


Verse: 23  Link to ntkpl   
მაშინ თუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, ესერა, არს ქრისტე -- ანუ: ეგერა, -- ნუ გრწამნ.


Verse: 24  Link to ntkpl   
რამეთუ აღდგენ ცრუწინაწარმეტყუელნი და სცენ სასწაულებ დიდ და ნიშებ, რაჲთამცა აცთუნნეს, შე-თუმცა-უძლეს, რჩეულთაცა.


Verse: 25  Link to ntkpl   
აჰა, ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ.


Verse: 26  Link to ntkpl   
უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა, ესერა, საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ.


Verse: 27  Link to ntkpl   
რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისაღმოსავალთა და ბრწყინავნ დასავალამდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.


Verse: 28  Link to ntkpl   
რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.


Verse: 29  Link to ntkpl   
მუნქუესვე შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზჱ დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი გარდამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.


Verse: 30  Link to ntkpl   
და მაშინ გამოჩნდეს ნიში იგი ძისა კაცისაჲ ზეცას, და ეტყებდენ ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღ[რ]უბელთა ზედა ც[ი]სათა ძალითა დ[ა] დიდებითა დიდითა.


Verse: 31  Link to ntkpl   
და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი ნესტჳთა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნ[ი] თჳსნი ოთხთაგ[ან] ქართა კიდითგ[ან] ცათაჲთ კიდე[მ]დე მათა.


Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო ლეღ[ჳ]საგან ცანთ იგ[ა]ვი ესე: რამეთუ რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳიან და ფურცელი გამობუტკოინ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არნ არჱ.

Verse: 32V    
დაჩჩიან C.


Verse: 33  Link to ntkpl   
ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.


Verse: 34  Link to ntkpl   
მართლიად გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.

Verse: 34V    
გეტყუ C.


Verse: 35  Link to ntkpl   
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.


Verse: 36  Link to ntkpl   
ხოლო დღჱ იგი და ჟამი არავინ უწყის; არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, გარნა მამამან ხოლო მარტომან.


Verse: 37  Link to ntkpl   
ვითარცა-იგი დღენი ნოესნი, ეგრე იყოს მოსლვაჲ იგი ძისა კაცისაჲ.


Verse: 38  Link to ntkpl   
რამეთუ ვითარცა იყვნე[ს] დღეთა მათ რღუნისწინათა: ჭამდ[ეს] და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს მი-მუნ-დღედმდე, რომელსა შევიდა ნოვე კიდობნად.


Verse: 39  Link to ntkpl   
და არა უწყოდეს, ვიდრემდე მოიწია რღუნაჲ იგი და წარიხუნა ყოველნი. ეგრე იყოს მოსლვაჲ იგი ძისა კაცისაჲ.


Verse: 40  Link to ntkpl   
მაშინ ორნი იყვნენ აგარაკსა შინა: ერთი წარიყვანონ და ერთი დაუტეონ.

Verse: 40V    
იყუვნენ C; წარიყუანონ C.


Verse: 41  Link to ntkpl   
ორნი ფქვიდენ ფქვილთა: ერთი წარიყვანონ და ერთი დაუტეონ.


Verse: 42  Link to ntkpl   
მღჳძარე იყვენით, რამეთუ არა უწყით, რომელსა დღესა უფალი იგი თქუენი მოვიდეს.

Verse: 42V    
მღუძარე იყუვენით C.


Verse: 43  Link to ntkpl   
იგი უწყოდეთ, რამეთუ უწყოდა თუმცა მამასახლი[ს]მან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვიდოდა, არამცა უფლო დათხრად სახლისა თჳსისა.


Verse: 44  Link to ntkpl   
ამისთჳს თქუენცა მზა იყვენით, რამეთუ რომელსა არა ჰგონებდეთ ჟამსა, ძე კაცისაჲ მოვიდეს.


Verse: 45  Link to ntkpl   
[ვ]ინმე უკუე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და გონიერი, რომელ დაადგინა უფალმან ეზოსა თჳსსა ზედა მიცემად როჭიკისა მათა ჟამსა.


Verse: 46  Link to ntkpl   
ნეტარ იყოს მონაჲ იგი, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.


Verse: 47  Link to ntkpl   
მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველსა ზედა დაადგინოს იგი.

Verse: 47V    
გეტყუ C.


Verse: 48  Link to ntkpl   
უკუეთუ თქუას უკეთურმან მან მონამან გულსა შიდა თჳსსა: ყოვნოს უფალმან ჩემმან მოსლვაჲ


Verse: 49  Link to ntkpl   
და იწყოს გუემად მონა-მოყუასთა მათ თჳსთა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,


Verse: 50  Link to ntkpl   
მოვიდეს უფალი იგი მის მონისაჲ დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის,


Verse: 51  Link to ntkpl   
და განკუეთოს იგი და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

Verse: 51V    
განკჳეთოს C.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.