TITUS
Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 19
Previous part

Chapter: 19 


Verse: 1  Link to ntkpl   და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, აღიძრა გალილეაჲთ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა.


Verse: 2  Link to ntkpl   
მოსდ[ევ]და მას ერი მრავალი, და განკურნა იგინი მუნ.


Verse: 3  Link to ntkpl   
და მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: ჯერ-თუ-არს ვისამე განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლითა მიზეზითა?


Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავს, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამალად და დედალად შექმნა იგინი? და თქუა:


Verse: 5  Link to ntkpl   
ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ და დედაჲ და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე ჴორცად ერთად.


Verse: 6  Link to ntkpl   
ამიერითგან არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც, აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაყენებნ.

Verse: 6V    
უკჳე C.


Verse: 7  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას: ვითარმე უკუე მოსე ამცნო მიცემად წიგნი განსატევებელი და განტევებად?

Verse: 7V    
მოსეჱ C.


Verse: 8  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა დატევებაჲ ცოლთა თქუნთაჲ, ხოლო დასაბამითგან არა ეგრე იყო.


Verse: 9  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ: ყოველმან, რომელმან დაუტეოს ცოლი თჳსი, თჳნიერად სიძვისა, და ცოლ-იყოს სხუაჲ, მან იმრუშოს; და რომელმან დატევებული ცოლ-იყოს, იგი იმრუშე[ბს].

Verse: 9V    
გეტყუ C.


Verse: 10  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესრეთ არს ბრალი კაცი[საჲ] დედაკაცისა თ[ანა], უმჯობეს არს [არა] სუმაჲ ცოლისაჲ.

Verse: 10V    
სჳმაჲ C.


Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მ[ათ]: არა ყოველთა და[ი]ტიიან სიტყუა[ჲ] ესე, არამედ რომელთა მ[ი]ცემულ არს.


Verse: 12  Link to ntkpl   
რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი დედისმუცლითგან იშვნეს ეგრეთ; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა საჭურის იქმნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტევდინ.

Verse: 12V    
საჭურის (1) C; საჭურის (2) C; საჭურის (3) C.


Verse: 13  Link to ntkpl   
მაშინ მოართუეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ და აკურთხნა იგინი. და მოწაფეთა მათ შეჰრისხნეს.

Verse: 13V    
მოართჳეს C; მოწაფენი C.


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმები ეგე და ნუ აყენებთ მოსლვად ჩემდა, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.


Verse: 15  Link to ntkpl   
და დასდვა მათ ჴელი და წარვიდა მიერ.


Verse: 16  Link to ntkpl   
და, აჰა, ერთი ვინმე მოუჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარ ქველისმოქმედ, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მას: რასა მკითხავ მე ქველისმოქმედებისათჳს? ერთ არს ქველისმოქმედ. უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვად, დაიმარხენ მცნებანი.

Verse: 17V    
უკჳეთუ C.


Verse: 18  Link to ntkpl   
ჰრქუა მას: რომელნი? ჰრქუა მან, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არცა ცილი სწამო.


Verse: 19  Link to ntkpl   
თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა, და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

Verse: 19V    
თა-უყავ C.


Verse: 20  Link to ntkpl   
ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ყოველი ესე დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან; მერმე რაჲღა მაკლს მე?


Verse: 21  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: გნებავს თუ, რაჲთამცა სრულ იყავ, მივედ და განყიდე მონაგები შენი, და მიეც გლახაკთა და მოიღო საფასე ცათა შინა, და მოედ და შემომიდეგ მე.

Verse: 21V    
გნებავს C.


Verse: 22  Link to ntkpl   
ხ̃ ესმა რაჲ უკუე ჭაბუკსა მას სიტყუაჲ ესე, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი ფასიერ ფრიად.

Verse: 22V    
უკჳე C.


Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.


Verse: 24  Link to ntkpl   
მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილესა ზომთსაბლისაჲ ჴურელსა ნემსისასა განსლვაჲ, ვიდრე მდიდრისაჲ შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.


Verse: 25  Link to ntkpl   
ვითარ ესმა ესე მოწაფეთა მისთა, დაუკჳრდა ფრიად და ეტყოდეს: ვინმე უკუე შეუძლოს ცხორებად?

Verse: 25V    
უკჳე C.


Verse: 26  Link to ntkpl   
მიხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან ესე ვერშესაძლებელ არს, ხოლო ღმრთისაგან ყოველი შესაძლებელ არს.


Verse: 27  Link to ntkpl   
მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგითქთ შენ; რაჲმე უკუე ყოფად არს ჩუენდა?

Verse: 27V    
უკჳე C.


Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა ზედა დიდებისა მისისათა, დასხდეთ თქუენცა, ათორმეტნი, საყდართა ზედა და გასჯიდეთ ათორმეტთა ნათესავთა ისრაელისათა.


Verse: 29  Link to ntkpl   
და ყოველსა, რომელსა დაეტეოს სახლი, ანუ ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკები ჩემისა სახელისათჳს, ასი წილი მოიღოს მან და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს.


Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი წინა.

Verse: 30V    
უკჳანა C; უკჳანანი C.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.