TITUS Tetraevangelium (e codicibus chanmetico et Adishi)
Part No. 18
Chapter: 18
Verse: 1მას დღესა შინა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს: ვინმე უფროჲს არს სასუფეველსა ცათასა?
Verse: 2და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა მათ შორის
Verse: 3და ჰრქუა მათ: მართლიად გეტყჳ თქუენ: არა თუ იქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
Verse: 4რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, ესე არს უდიდეს სასუფეველსა ცათასა.
Verse: 5და რომელმან შეიწყნაროს ყრმაჲ ერთი ესევითარი სახელად ჩემდა, მე შემიწყნაროს.
Verse: 6ხოლო რომელმან აცთუნოს ამათ მცირეთაგანი ერთი, რომელთა ვჰრწამ მე, უმჯობე არს მისა, დამო-თუმცა-ეკიდა მას ფქჳლი ვირით საფქველი ყელსა მისსა და შთა-მცა-ვარდა უფსკრულთა ზღუათა.
Verse: 7ვაჲ ამის სოფლისა საცთურთაგან, რამეთუ მოსლვად არს საცთური; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური იგი.
Verse: 8უკუეთუ ჴელი შენი, გინა თუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე და განაგდე იგი შენგან: უმჯობე არს შენდა შესლვად ცხოვრებასა მკელობელისაჲ ანუ უჴელოჲსაჲ, ვიდრე არა ორთა ჴელთა ანუ ორთა ფერჴთა დგმასა და შთავრდომაჲ ცეცხლსა საუკუნესა.
Verse: 9[დ]ა თუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიჴადე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთთუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრეღა არა ორთა თუალთა სხმასა და შთავრდომად გეჰენიასა ცეცხლისასა.
Verse: 11რამეთუ მოვიდა ძჱ კაცისაჲ ცხოვნებად წარწყმედულისა.
Verse: 12რასა ჰგონებთ თქუენ: იყოს თუ ვინმე კაცი და ედგას ასი ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი, არამე დაუტეოს ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი მთასა ზედა და მივიდეს და ეძიებდეს შეცთომილსა მას?
Verse: 13და იყოს, თუ პოოს იგი, მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ უხარინ მას ზედა უფროჲს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდააცხრამეტთა მათ, რომელნი-იგი არა შეცთომილ იყვნენ.
Verse: 14ეგრე არა ნება არს მამისა ჩემისა ზეცათაჲსა, რაჲთამცა წარწყმიდა ერთი კნინაკთა მათგანი.
Verse: 15უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო მარტონი იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი.
Verse: 19მერმე მართლიად გეტყჳ თქუენ: ორნი თუ თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა საქმისა ამის ყოვლისათჳს, რაჲცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან, რომელ არს ცათა შინა.
Verse: 24და ვითარ იწყო სიტყუად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ქანქრისაჲ.
Verse: 25და ვითარ არარაჲ აქუნდა გარდაჴდად, ბრძანა მისი უფალმან მან მისმან განსყიდაჲ, ცოლისა მისისაჲ, შვილთაჲ და ყოველი, რაჲცა ედვა მას, და გარდაზღვად მისა.
Verse: 26დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იყავ ჩემ ზედა, და ყოველი მიგცე შენ.
Verse: 27შეეწყალა უფალსა მონაჲ იგი, და განუტევა იგი და თანანადები იგი მიუტევა მას.
Verse: 28და ვითარ გამოვიდა მონაჲ იგი, პოვა ერთი მოყუასთა მისთაგანი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც მე, რაჲცა-იგი თანაგაც.