Verse: 4მიუგო პეტრე იესუს და ჰრქუა: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: შენდა -- ერთი და მოსჱსა -- ერთი და ელიაჲსა -- ერთი.
Verse: 5და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა, ღრუბელმან ნათლისამან დააგრილა მათ, და მუნქუესვე ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო, და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მთნავს მე; ისმინეთ მაგისი!
Verse: 18და შეჰრისხნა მას იესუ. და განვიდა მისგან ეშმაკი იგი, და განიკურნა წული იგი მიერ ჟამითგან.
Verse: 19მაშინ მოუჴდეს მოწაფენი იესუს თჳსაგან და ჰრქუეს მას: ჩუენ რად ვერ უძლეთ განჴდად მისა?
Verse: 20ხოლო მან ჰრქუა მათ: მცირედმორწმუნეობისა თქუენისათჳს. რამეთუ მართლიად გეტყჳ თქუენ: გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ მდოგჳსმარცუალ ოდენ, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე ამიერ! და მუნ იცვალოს. და არა იყოს უძლურება თქუენდა.
Verse: 25და მან ჰრქუა მათ: ჰე. და ვითარ შევიდა იგი სახიდ, ასწრო მათ იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ, მეუფეთა ქუეყანისათა რომელთა გამოიღიან ხარკი ანუ თუ ზუერი: შვილთაგან ანუ უცხოთაგან?
Verse: 26ჰრქუა მას: უცხოთაგან. ჰრქუა მას იესუ: აწ უკუე აზნაურ არიან შვილნი იგი.
Verse: 27არამედ რაჲთა არა დააბრკოლნეთ იგინი, მივედ ზღუასა და შთააგდე სამჭედური და რომელ პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და აღაღე პირი მისი და ჰპოო მას შინა სასწორი, მოიღე იგი და მიეც მათ ჩემ წილ და შენ წილ.