Verse: 3და განთიად სთქჳთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, ცისა სამე პირი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გისხენ გულისჴმის-ყოფად.
Verse: 17მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს შენ, არამედ მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა.
Verse: 18და მეცა გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და მაგას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
Verse: 19და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა, და რომელი გაჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.
Verse: 20მაშინ ამცნო მოწაფეთა, რაჲთა არავის უთხრან, რამეთუ იგი არს იესუ ქრისტჱ.
Verse: 21მიერითგან იწყო იესუ ჩუენებად მოწაფეთა თჳსთა, რამეთუ მისლვად იყო იერუსალჱმდ და ფრიად ვნებად იყო მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთაგან და მწიგნობართაგან, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
Verse: 27რამეთუ ძჱ კაცისაჲ მოსლვად არს დიდებითა მამისაჲთა ანგელოზთა თანა მისთა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
Verse: 28მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევასა თჳსსა.