და იყო, რაჟამს დაასრულა იესუ ბრძანებაჲ ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა თჳსთა, წარიძრა მიერ სწავლად და ქადაგებად ქალაქებსა მათსა.
ხოლო იოჰანეს ესმა საპყრობილეს შინა საქმენი იგი ქრისტჱსნი, მიავლინნა * მოწაფენი მისნი
და ჰრქუა მას: შენ ხარა მომავალი იგი ანუ სხუასა მოველოდით?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოჰანეს, რომელ გესმის და ხედავთ:
ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, განბოკლებულნი განწმიდნებიან, და ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და ჭირვეულთა ეხარების.
და ნეტარ არს, რომელი არა სცთეს ჩემდა მომართ.
ხოლო ესენი რაჲ წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად იოჰანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა ქარისაგან რორინებულისა* ?
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემკულისა? აჰა, ესერა, რომელნი ჩჩჳლითა მოსილ არიან, სახლთა შინა მეუფეთასა არიან.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაჲსწარმეტყუელისა? ჰე, გეტყუ თქუენ, და უფროჲსღა წინაწარმეტყუელისა.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა, წარვავლინებ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, და განმზადოს გზაჲ შენი წინაშე პირსა შენსა.
მართლიად გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს შობილი დედათაგანი უფროჲს იოჰანესა ნათლისმცემელისა; ხოლო უმცირესი იგი სასუფეველსა მას შინა ცათასა უფროჲს მისა არს.
და დღეთა მათგან იოჰანეს ნათლისმცემელისათა მოაქამდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და მძლავრნი მიიტაცებენ მას.
რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და შჯული იოჰანჱსამდე წინაწარმეტყუელებდეს.
და თუ გნებავს შეწყნარებად, ეგე თავადი არს ელია, რომელ-იგი მოსლვად არს.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!
რასამე ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს იგი ყრმათა, მსხდომარეთა შორის უბნებსა, რომელთა მოხადიან მოყუასთა მათთა
და ჰრქჳან: გისტჳნევდით, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა ეტყებდით.
რამეთუ მოვიდა იოჰანე, არცა ჭამდა და არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.
მოვიდა ძჱ კაცისაჲ, ჭამდა და სუმიდა, და იტყჳან: აჰა, კაცი მჭამელი და ღჳნისა მსუმელი, მეზუერეთა მეგობარი და ცოდვილთაჲ! და განმართლდა სიბრძნე იგი ნაშობთაგან მისთა.
მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! ვითარმედ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
ხოლო გეტყჳ თქუენ: ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.
ხოლო შენ, კაფარნაომ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, ვითარმედ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღემდის.
რამეთუ გეტყჳ თქუენ: ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.
მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.
ჰე, მამაო, რამეთუ ესრჱთ სათნო იყო შენ წინაშე.
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არა ვინ იცის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა, გამოცხადების.
მოედით ჩემდა ყოველნი დამაშურალნი და რომელთა ტჳრთი მძიმე გეტჳრთა, და მე განგისუენო თქუენ.
აიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთა.
რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი მცირე არს.