და აღჴდა ნავსა მას და წიაღმოჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.
და, აჰა, მოართუეს მას დაჴსნილი ერთი, რომელ იდვა ცხედარსა ზედა. და ვითარ იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი, ჰრქუა დაჴსნილსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შეცოდებანი შენნი!
და მუნქუეს ოდენ მწიგნობართაგანნი ვინმე იტყოდეს გულთა შიდა თჳსთა: ესე გმობს.
და ვითარ გულისჴმა-ყო იესუ ზრახვაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რად ზრახავთ ძჳრსა გულთა შინა თქუენთა?
რაჲ უადვილე არს თქუმად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, -- ანუ თქუმად: აღდეგ და ვიდოდე?
რამეთუ ჴელმწიფე არს ძჱ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა მათთა. მაშინ ჰრქუა დაჴსნილსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
და აღდგა იგი და წარვიდა სახიდ თჳსა.
იხილა რაჲ უკუე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
და წარვიდოდა იესუ მიერ, იხილა კაცი მჯდომარე საზუერესა ზედა, მატთეოს ერქუა სახელი, და ჰრქუა მას: შემომიდეგ მე. და აღდგა და მისდევდა მას.
და იყო, რაჟამს ინაჴ-ედგა მას სახლსა მას შინა, მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი მოსრულ იყვნეს და ინაჴ-ედგა იესუს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
და ვითარ იხილეს ფარისეველთა მათ, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა თანა და ცოდვილთა ჭამს მოძღუარი თქუენი?
ხოლო იესუს ვითარ ესმა, ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
მივედით და იკითხეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს, და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოსრულ ვარ ჩინებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
მაშინ მოუჴდეს მოწაფენი იოჰანესნი და ჰრქუეს მას: რად ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
და ჰრქუა მათ იესუ: ნუთუ ეგების შვილთა საქორწინისათა გლოვაჲ ვიდრე სიძე მათ თანა არს? არამედ მოვიდენ დღენი, რაჟამს წარვიდეს მათგან სიძე, და მაშინ იმარხვიდენ.
არავინ დაადგის სადგმელი ნახევისა უმურკველისაჲ სამოსელსა ზედა ძუელსა, რამეთუ გამოიღლიძის დგმულმან მან სამოსლისა მისგან, და უძჳრეს განხეთქილება იქმნის.
არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა; უკუეთუ არა, განსთქდიან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ იგი დაითხიის, და თხიერნი იგი წარწყმდიან. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
ამას რაჲ ეტყოდა მათ, აჰა, მთავარი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, რამეთუ: ასული ჩემი აწღა, ესერა, მოკუდა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მის ზედა და ცხონდეს.
და აღდგა იესუ და შეუდგა მას და მოწაფენი მისნი მის თანა.
და, აჰა, ესერა, დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ზედა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით კერძო, შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა: შე-ხოლო თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე.
ხოლო იესუ მოიქცა, იხილა იგი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და ცხონდა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
და იესუ ვითარ მივიდა სახლსა მის მთავრისასა, იხილა მუნ მგოსნები და ერი აღშფოთებული,
და ჰრქუა მათ: განეყენენით, რამეთუ არა მოკუდა ქალი ესე, არამედ სძინავს. და ეკიცხევდეს მას.
ხოლო ოდეს გარდაასხეს ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი, და აღდგა ქალი იგი.
და განჴდა ჰამბავი ესე მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
და ვითარ წარვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: მიწყალენ ჩუენ, ძეო დავითისო!
და რაჟამს შევიდა იგი სახიდ, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამს, ვითარმედ შემძლებელ ვარ ყოფად ესე? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა: მსგავსად სარწუნოებისა თქუენისა გეყავნ თქუენ!
და აღეხუნეს თუალნი მათ. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იგულეთ, ნუმცა ვინ აგრძნობს!
ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა ქუეყანასა მას.
და ვითარ იგინი გამოვიდეს, აჰა, მოართუეს მას კაცი ყრუჲ ეშმაკეული.
და ვითარ განეყენა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი, და დაკჳრვებულ იყო ერი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ვინ ესრეთ ისრაჱლსა შორის გამოჩნდა.
ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და უძლურებათა ერსა შორის.
და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი -- მცირედ.
ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.