და რაჟამს დამოვიდოდა იგი მიერ მთით, მისდევდა მას ერი მრავალი.
და, აჰა, წარდგა მის წინაშე განბოკლებული და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, გინდეს თუ, შემძლებელ ხარ განწმედად ჩემდა.
და მიყო ჴელი, შეახო მას იესუ და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენ! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან.
ჰრქუა მას იესუ: ეკრძალე, ნუ ვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე მსხუერპლი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათდა.
და რაჟამს შევიდა იგი კაფერნაომდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
და ეტყოდა: უფალო: ყრმაჲ ჩემი ძეს სახლსა შინა ჩემსა დაჴსნილი ძჳრ-ძჳრად ტანჯული.
და ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
მიუგო მან ასისთავმან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყჳთ თქუ, და განიკურნოს ყრმაჲ იგი ჩემი.
რამეთუ მეცა კაცი ვარ და საბრძანებელად ჩემდა არიან ერისა კაცნი; და ამას ვჰრქჳ: წარვედ! -- და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! -- და მოვიდის; და მონასა ჩემსა უბრძანი: ყავ ესე! -- და ყვის.
ხ̃ ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა, რომელნი-იგი შეუდგეს: მართლიად გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შოვრის ესოდენი სარწმუნოებაჲ მიპოვნიეს.
ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი მოვიდენ მზისაღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგან აბრაჰამის თანა, ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა შინა ცათასა.
ხოლო ნაშობნი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ* იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: ვიდოდე და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ! და განიკურნა ყრმაჲ იგი მისი მას დღესა შინა.
და მოვიდა იესუ სახიდ პეტრესა და იხილა სიდედრი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა.
და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი სიცხემან მან და აღდგა და ჰმსახურებდა მას.
და ვითარ დამწუხრდა, მოართუეს მას ეშმაკეულებ მრავალ, და განასხნა სულები იგი სიტყჳთ და ყოველივე იგი სნეულები განკურნა.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისა თქუმული: მან უძლურებანი ჩუენნი თავს-ისხნა და სნეულებანი იტჳრთნა.
იხილა რაჲ იესუ მრავალი ერი გარემო მისა, უბრძანა მათ წიაღმოსლვაჲ წიაღ ზღუასა.
და მოუჴდა ერთი მწიგნობარი და ჰრქუა მას: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი.
და ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩს და მფრინველთა ცისათა -- სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა.
ერთმან ვინმე მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
ჰრქუა მას იესუ: შენ შემომიდეგ მე და უტევე მკუდართა მათ დაფლვად მკუდართა თჳსთა.
და რაჟამს აღჴდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდ ზღუასა შინა ვიდრე დაფარვადმდე ნავისა მის ღელვათაგან. ხოლო მას თავადსა ეძინა.
და მიუჴდეს მას მოწაფენი თჳსნი, განაღჳძეს და ჰრქუეს მას: უფალო, განმარინენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
და ჰრქუა მათ: რად გულმედგარ ხართ, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა, შეჰრისხნა ქართა და ზღუასა, და იყო ყუდროება დიდ.
ხოლო კაცებსა მას უკჳრდა და იტყოდეს: რაჲმე ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას!
და ვითარ წიაღჴდა იგი მიერ წიაღ სოფელსა მას გადერელთასა, მოეგებვოდეს მას ორნი ეშმაკეულნი, სამარობნით გამომავალნი, საზარელნი ფრიად, ვიდრე ვერვინ შემძლებელ იყო წარსლვად მიერ გზით.
და მუნქუესვე ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? მოსრულ ხარ აქა უჟამოდ გუემად ჩუენდა.
და იყო შორს მათსა კოლტი ღორებისა მრავლისა მძოვარი.
ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და იტყოდეს: გან-თუ-გუასხამ ჩუენ, გჳბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორებისასა.
და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი მივიდეს კოლტსა მას ღორებისასა. და მუნქუესვე მიიმართა ყოველმან მან კოლტმან კლდით კერძო ზღუად და მოწყდეს წყალთა მათ შიდა.
ხოლო მეღორენი იგი ივლტოდეს ქალაქად, მიუთხრეს ყოველივე და ეშმაკეულთაჲცა მათ.
და მუნქუესვე ყოველი იგი ქალაქი გამოეგებვოდა იესუს. და ვითარ იხილეს იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთამცა წარვიდა საზღვრით მათით.