ნუ დასჯით, რაჲთა არა დაისაჯნეთ,
და რომლითა სასჯელითა შჯიდეთ, მითცა ისაჯნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითცა მოგეწყოს თქუენ.
რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა შიდა ძმისა შენისასა და თუალსა შიდა შენსა დჳრესა არა იხედავ?
ანუ ვითარ ეტყჳ ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი ეგე თუალით შენით, და, აჰა, ეგერა, დირე გიც თუალსა* შენსა.
ორგულო, აღმო-ღა-იღე პირველად დირჱ ეგე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუდებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, რაჲთა არა დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოგექცენ და განგხეთქდენ თქუენ.
ხ̃ ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ.
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვნ, მიიღის, და რომელი ეძიებნ, პოვის, და რომელი ირეკნ, განეღის.
ხ̃ იყოსმე ვინ თქუენთაგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძჱ თჳსი პურსა, ქვაჲ ნუ მისცესა მას?
ანუ თუ თევზსა სთხოვდეს, გუელი ნუ მისცესა მას?
უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით ნიჭისა კეთილისა მიცემაჲ შვილთა თქუენთა, რაოდენ არა უფროჲს მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს მათ კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას.
ყოველივე, რაჲცა გნებავს, რაჲმცა გიყვეს თქუენ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ეგრე არს შჯული და წინაწარმეტყუელნი.
შევიდოდეთ იწროსა მას ბჭესა, რამეთუ ფართო არს ბჭჱ და ვრცელ არს გზაჲ, რომელმან მიიყვანის წარსაწყმედელად; მრავალ არიან, რომელნი ვლენან მიერ.
რამეთუ იწრო არს ბჭჱ და წულილ გზაჲ, რომელმან მიიყვანის ცხორებად, და მცირედ არიან, რომელთა პოიან იგი.
ხ̃ ეკრძალენით ცრუწინაწარმეტყუელთა მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან არიან მგელნი მტაცებელნი.
ნაყოფისა მათისაგან იცნნეთ იგინი. მო-ნუ-ისთულიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?
ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო* ჯერკუალმან ხემან ნაყოფი ჯერკუალი გამოიღის.
ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ჯერკუალისა გამოღებად, არცა ხესა * ჯერკუალსა ნაყოფისა კეთილისა გამოღებად.
ყოველი ხჱ, არაგამომღებელი ნაყოფისა კეთილისაჲ, მოიკუეთოს და ცეცხლთა დაედვას.
აწ უკუე ნაყოფისა მათისაგან იცნნეთ იგინი.
არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ, რომელ არს ცათა შინა.
მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკთა განვასხემდით და სახელითა შენითა ძალსა მრავალსა ვიქმოდეთ?
მაშინ ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არასადა გიცოდენ თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ბრძენსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.
და გარდამოჴდა წჳმაჲ, და წარმოეცნეს მდინარენი და ანქრევდეს ქარნი და ეცნეს სახლსა მას, და ვერ დაეცა, რამეთუ დამყარებულ იყო იგი კლდესა მას ზედა.
და ყოველსა რომელსა ესმნენ სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი მქჳშასა ზედა.
და გარდამოჴდა წჳმაჲ, და აღდგეს მდინარენი, და ქრიოდეს ქარნი, და ეცნეს სახლსა მას და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
და იყო, რაჟამს წარასრულნა იესუ სიტყუანი ესე, უკჳრდა ერსა მას სწავლაჲ იგი მისი.
რამეთუ იყო სწავლად მათა ჴელმწიფე და არა ვითარ მწიგნობარნი მათნი.