TITUS
Pseudo-Macarius, Epistulae et Orationes
Part No. 22
Previous part

Text: 20     
Line of edition: 11  თავი 20


Line of edition: 12       *რომელსა ჰნებავს სათნო-ყოფად ღმრთისა და ჰრწმენეს თანა-მკჳდრად
Line of edition: 13    
ქრისტესა ყოფაჲ და ისწრაფდეს, რაჲთამცა მსგავს უფლისა
Line of edition: 14    
იქმნა, თანა-აც მას, რაჲთა უწინარეს ყოვლისა სულგრძელებაჲ
Line of edition: 15    
და მოთმინებაჲ მოიგოს, რაჲთა ყოველსავე ჭირსა და განსაცდელსა
Line of edition: 16    
სიხარულით მოითმენდეს: გინა თუ ჴორციელთა უძლურებათა
Line of edition: 17    
და ვნებათა, ანუ თუ ყუედრებასა და გინებასა კაცთასა, გინა
Line of edition: 18    
თუ ჭირთა უხილავთა და თითოსახეთა, რომელნი მოიწევიან სულსა
Line of edition: 19    
ზედა სულთა მათ მიერ ბოროტთა, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა
Line of edition: 20    
შესლვისაგან და მიიყვანეს იგი დაჴსნილობად და სულმოკლებად
Line of edition: 21    
და უთმინოებად. რამეთუ უფალი განგებულებით მიუშუებს
Line of edition: 22    
თითოეულსა სულსა გამოცდად თითოსახეთა ჭირთა შინა,
Line of edition: 23    
რაჲთა გამოჩნდენ სულნი იგი, რომელთა ყოვლითა გულითა უყუარს
Line of edition: 24    
ღმერთი და მოითმინნენ ყოველნივე იგი ზედამოსრულნი განსაცდელნი
Line of edition: 25    
მტერისანი ახოვნად და მარადის გამოჴსნასა მას მადლისასა
Line of edition: 26    
მოელოდიან სასოებით და მოთმინებით. ხოლო ესევითარნი იგი
Line of edition: 27    
შემძლებელ არიან განვლად განსაცდელთა მათგან და ესრეთ პოონ
Line of edition: 28    
აღთქუმაჲ იგი სულისაჲ და შევიდენ სასუფეველსა მისსა. ხოლო
Line of edition: 29    
თანა-აც სულსა, რომელი სიტყუასა უფლისასა შეუდგებოდის, რაჲთა
Line of edition: 30    
ჯუარი იგი უფლისაჲ სიხარულით აღიღოს, ვითარცა წერილ
Line of edition: 31    
არს. ესე იგი არს, რაჲთა მარადის მზა იყოს მოთმინებად ღმრთისათჳს
Line of edition: 32    
ყოვლისავე განსაცდელისა მომავალისა გინა თუ ფარულისა,
Line of edition: 33    
გინა თუ ცხადისა და კაცობრივისა. და რაჲთა უფალსა შეევედროს
Page of edition: 371   Line of edition: 1    
სასოებით მარადის, რამეთუ ჴელმწიფებასა შინა მისსა არს ყოველივე,
Line of edition: 2    
გინა თუ შეუნდოს სულსა, რაჲთამცა ეჭირვოდა, ანუ კუალად,
Line of edition: 3    
უკუეთუ ენებოს, რაჲთა გამოიყვანოს იგი ყოვლისაგანვე გულკლებისა.
Line of edition: 4    
ხოლო უკუეთუ არა განმჴნდეს და ახოვნად მოითმენდეს
Line of edition: 5    
ყოველსავე ჭირსა, არამედ მწუხარე იყოს და მოწყინე, დაუმძიმდეს
Line of edition: 6    
და სულმოკლე იქმნებოდის ღუაწლსა მას შინა და სასოებასა
Line of edition: 7    
წარიკუეთდეს, ვითარმცა ვეროდეს გამოვიდოდა განსაცდელისა მისგან.
Line of edition: 8    
ხოლო ესე ყოველი უკეთურთა ეშმაკთა სიჴელოვნჱ არს, რაჲთამცა
Line of edition: 9    
მოიყვანეს სული მოწყინებად და სასოწარკუეთილებად, რაჲთამცა
Line of edition: 10    
არა მოელოდა წყალობასა უფლისასა. ხოლო ესევითარი
Line of edition: 11    
იგი სული შვილ ცხორებისა არაოდეს იქმნების, რამეთუ არა შეუდგა
Line of edition: 12    
ყოველთავე წმიდათა და არცა ვლო მან კუალსა ზედა
Line of edition: 13    
უფლისასა.

Line of edition: 14       
გულისჴმა-ყავ და იხილე, თუ ვითარ დასაბამითგან ყოველნივე
Line of edition: 15    
წმიდანი მამათმთავარნი, წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი და მოწამენი
Line of edition: 16    
იწროსა მას და საჭირველსა გზასა ვიდოდეს განსაცდელითა
Line of edition: 17    
მრავლითა და ესრეთ შეუძლეს სათნო-ყოფად ღმრთისა, რამეთუ
Line of edition: 18    
მოითმინეს ყოველივე განსაცდელი და ჭირი ახოვნად და განსაცდელთა
Line of edition: 19    
მათ შორის ბოროტთა მხიარულ იყვნეს სასოებისა მისთჳს
Line of edition: 20    
კეთილთაჲსა, რომელსა მოელოდეს, ვითარცა წერილი იტყჳს, ვითარმედ:
Line of edition: 21    
"შვილო, უკუეთუ მოხუალ მსახურებად უფლისა, განჰმზადე
Line of edition: 22    
სული შენი მოთმინებად, დააღმრმე გული შენი და თავს-იდევ
Line of edition: 23    
ყოველივე". და მოციქული იტყჳს: "უკუეთუ შორს ხართ
Line of edition: 24    
სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნნეს ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ
Line of edition: 25    
და არა შვილნი". და2 სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: "ყოველივე
Line of edition: 26    
შენ ზედა მომავალი, ვითარცა კეთილი ესრეთ შევიწყნარე,
Line of edition: 27    
რამეთუ თჳნიერ ღმრთისა არა რაჲ იქმნების". და უფალი
Line of edition: 28    
იტყჳს: "ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ
Line of edition: 29    
და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით,
Line of edition: 30    
ჩემთჳს გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი
Line of edition: 31    
დიდი იყოს ცათა შინა". და "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს,
Line of edition: 32    
რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ". ხოლო დევნაჲ
Page of edition: 372   Line of edition: 1    
გინა თუ ცხადად კაცთა მიერ, გინა თუ ფარულად სულთა მიერ
Line of edition: 2    
უკეთურთა იგივე არს. რამეთუ წინააღუდგებიან იგინი სულსა
Line of edition: 3    
მას, რომელი ღმერთსა ეძიებნ, რაჲთამცა დააყენეს იგი სასუფეველსა
Line of edition: 4    
შესლვისაგან და რაჲთა გამოიცადოს და გამოჩნდეს, უკუეთუ
Line of edition: 5    
ჭეშმარიტებით უყუარს ღმერთი. რაჟამს-იგი მოითმინოს ყოველივე
Line of edition: 6    
ჭირი და სასოებაჲ უკუნისამდე დაიმარხოს და მოელოდის
Line of edition: 7    
გამოჴსნასა. ანუ კუალად, უკუეთუ არა მოითიმნოს, არამედ შეშინდეს
Line of edition: 8    
და უთმინო იქმნას, რაჲთა ესრეთცა გამოჩნდეს, ვითარმედ არა
Line of edition: 9    
უყუარს ღმერთი ჭეშმარიტებით. რამეთუ თითოსახენი ჭირნი და
Line of edition: 10    
განსაცდელნი გამოაჩინებენ ღირსთა და უღირსთა სულთა, რომელთა
Line of edition: 11    
აქუნდეს სარწმუნოებაჲ და სიყუარული ღმრთისაჲ და რომელთა
Line of edition: 12    
არა აქუნდეს. რაჲთა სულნი იგი ღირსნი ყოველსავე შინა გამოჩნდენ
Line of edition: 13    
გამოცდილ და ღირს და სარწმუნო, რომელთა უკუე მოითმინონ
Line of edition: 14    
და სასოებაჲ იგი სრულიად დაიმჭირონ და ესრეთ პოონ
Line of edition: 15    
გამოჴსნაჲ მადლისა მიერ და ღირს იქმნენ იგინი დამკჳდრებად სასუფეველსა
Line of edition: 16    
ცათასა. ამისთჳს უკუე თანა-აც ყოველსა სულსა, რომელსა
Line of edition: 17    
ენებოს სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უპირატეს ყოვლისა
Line of edition: 18    
მოთმინებაჲ და სასოებაჲ შეიკრძალოს ახოვნად და ესრეთ შეუძლოს
Line of edition: 19    
თანაწარსლვად ყოველსავე ჭირსა და ზედააღდგომასა უკეთურისა
Line of edition: 20    
ეშმაკისასა.

Line of edition: 21       
რამეთუ ღმერთი სულსა, რომელი მას ესვიდეს და მას დაუთმობდეს,
Line of edition: 22    
არა შეუნდობს გამოცდად ესრეთ, რაჲთამცა ვერღარა
Line of edition: 23    
შეუძლებელ იყო ტჳრთად ჭირთა და განსაცდელთა მათ, ვითარცა
Line of edition: 24    
მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან
Line of edition: 25    
არა გიტევნეს თქუენ გამოცდად უფროჲს ძალისა თქუენისა,
Line of edition: 26    
არამედ განსაცდელსა შინა ყოს აღსასრულიცა, რაჲთა შემძლებელ
Line of edition: 27    
იქმნნეთ მოთმინებად". რამეთუ არა ჴელ-ეწიფების უკეთურსა მას
Line of edition: 28    
ეშმაკსა გამოცდად სულისა, რაოდენცა ენებოს, არამედ რაოდენ
Line of edition: 29    
ღმერთმან მიუშუას. ოდენ სულსა ესე უჴმს, რაჲთა ახოვნად დაიმჭიროს
Line of edition: 30    
სასოებაჲ და სარწმუნოებით მოელოდის შეწევნასა და ჴელის-აპყრობასა
Line of edition: 31    
მისსა. და შეუძლებელ არს, თუმცა დაუტევა იგი
Line of edition: 32    
ღმერთმან, არამედ რაოდენცა ისწრაფდეს და სარწმუნოებით და
Line of edition: 33    
სასოებით მიივლტოდის ღმრთისა და მისმიერსა შეწევნასა უეჭუელად
Line of edition: 34    
მოელოდის, ეგოდენცა ადრე გამოჴსნის მას უფალი ზედამომავალისა
Line of edition: 35    
მის ჭირისაგან. რამეთუ მან უწყის, თუ რაოდენ უჴმს
Line of edition: 36    
სულსა გამოცდაჲ და განსაცდელსა შინა ყოფაჲ და ეგოდენცა მიუშუებს,
Page of edition: 373   Line of edition: 1    
ოდენ იგიმცა დაიმჭირავს მოთმინებასა და სასოებასა, ვიდრე
Line of edition: 2    
აღსასრულადმდე და არა ჰრცხუენეს მას, ვითარცა წერილ არს,
Line of edition: 3    
ვითარმედ: "ჭირი შობს მოთმინებასა, ხოლო მოთმინებაჲ გამოცდილებასა,
Line of edition: 4    
ხოლო გამოცდილებაჲ სასოებასა, ხოლო სასოებამან
Line of edition: 5    
არა არცხჳნის". და კუალად იტყჳს: "ვითარცა მონანი ღმრთისანი
Line of edition: 6    
მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და1 ურვათა და იწროებათა",
Line of edition: 7    
და შემდგომი ამისი. და უფალი იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან მოითმინოს
Line of edition: 8    
სრულიად, იგი ცხონდეს", და "მოთმინებითა თქუენითა
Line of edition: 9    
მოიპოვნეთ სულნი..." და სხუასა ადგილსა წერილ არს: "ვინ მიენდო
Line of edition: 10    
ღმერთსა და ჰრცხუენა, ანუ ვინ დაადგრა შიშსა შინა მისსა და
Line of edition: 11    
დატევებულ იქმნა, ანუ ვინ ხადოდა მას და უგულებელს-ყო იგი?"
Line of edition: 12    
და უკუეთუ კაცნი, რომელთა მცირედი გონებაჲ აქუს და შემძლებელ
Line of edition: 13    
არიან გულისჴმის-ყოფად, თითოეული პირუტყუთაგანი რაოდენსა
Line of edition: 14    
სიმძიმესა და ტჳრთსა აღიღებდეს, ვითარ კარაული, ანუ ჯორი,
Line of edition: 15    
ანუ აქლემი, და თითოეულსა ძალისა მათისაებრ აჰკიდებენ. და
Line of edition: 16    
უკუეთუ მეკეცჱ ჭურჭელსა მას კეცისასა შეჰკრებს საჴუმილსა შინა,
Line of edition: 17    
რაჲთა გამოიჴურვნენ და იქმნნენ საჴმარ კაცთა და უწყის, თუ
Line of edition: 18    
რაჲზომ უჴმს მათ გამოწუვაჲ, და არცა უფროჲს ზომისა უტეობს
Line of edition: 19    
დაწუვად, რაჲთა არა განტყდენ და განიხრწნენ და არცა უწინარეს
Line of edition: 20    
ჟამისა გამოიხუამს მათ ცეცხლისაგან, რაჲთა არა უჴმარ იყვნენ.
Line of edition: 21    
ხოლო უკუეთუ საჩინოთა მათ საქმეთა შინა კაცთა ესოდენი გულისჴმის-ყოფაჲ
Line of edition: 22    
აქუს, ვითარ არამცა უფროჲსად უწყოდა ღმერთმან,
Line of edition: 23    
რომელი-იგი არს მიუწთომელ და გამოუთქუმელ, გულისჴმის-ყოფაჲ
Line of edition: 24    
და მეცნიერებაჲ და ყოვლითურთ სიბრძნჱ, თუ რაოდენი
Line of edition: 25    
გამოცდაჲ და ჭირი განსაცდელთაჲ ძალ-უც სულთა მათ, რომელნი
Line of edition: 26    
მას ეძიებდენ და უნდეს სათნო-ყოფაჲ მისი და სუროდის დამკჳდრებად
Line of edition: 27    
სასუფეველსა ცათასა. და რაჟამს ესრეთ მოითმინონ ვიდრე
Line of edition: 28    
აღსასრულადმდე ახოვნად ყოველივე ჭირი და განსაცდელი და
Line of edition: 29    
გამოჩნდენ ღირსად ცხორებასა არა დაინაყოს ფრიად, შეუძლებელ
Line of edition: 30    
არს მისგან საბლისა წულილისა შეგრეხაჲ და რაოდენცა იგუემოს
Page of edition: 374   Line of edition: 1    
იგი ნაყოფთა, ეგოდენცა უკეთეს და უწმიდეს იქმნების, ეგრეთვე
Line of edition: 2    
სული ღმრთისმოყუარჱ, რომელი მრავალთა განსაცდელთა და ჭირთა
Line of edition: 3    
შევიდეს და მოითმინოს ახოვნად, უწმიდე და უშუენიერე იქმნების
Line of edition: 4    
საქმესა მას შინა წურილადსა სულისასა და უკუანაჲსკნელ
Line of edition: 5    
ღირს იქმნების დამკჳდრებად საშუებელსა მას სასუფეველისასა.
Line of edition: 6    
რამეთუ ვითარცა ჭურჭელი კეცისაჲ ახლად შექმნული უჴმარ არს,
Line of edition: 7    
უკუეთუ ცეცხლსა არა შევარდეს, ანუ ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი უჴმარ
Line of edition: 8    
არს საქმეთათჳს სოფლისათა და ვერცა ქალაქთა შემძლებელ
Line of edition: 9    
არს აღშენებად, ვერცა დათესვად ყანასა, ვერცა დასხმად ვენაჴსა,
Line of edition: 10    
ვერცა სხჳსა რაჲსამე საქმისა ქმნად სიჩჩოჲსა მისგან მისისა, ეგრეთვე
Line of edition: 11    
სულნი, დაღაცათუ ზიარ მადლისა იქმნენ და განსუენებულ
Line of edition: 12    
იყვნენ სიტკბოებითა მით სულისაჲთა, რამეთუ უფალი სიჩჩოჲსა
Line of edition: 13    
მათისათჳს სახიერ ექმნების, ხოლო უკუეთუ არა გამოიცადნენ
Line of edition: 14    
თითოსახითა ჭირითა უკეთურთა მათ მიერ სულთა, ჯერეთ ჩჩჳლ
Line of edition: 15    
არიან და, ესრეთ ვთქუათ, არღარა საჴმარ არიან სასუფეველსა
Line of edition: 16    
ცათასა გამოუცდელობისა მათისათჳს, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ:
Line of edition: 17    
"უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ იქმნეს
Line of edition: 18    
ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი". ამისთჳს უკუე
Line of edition: 19    
საცნაურ არს, ვითარმედ ჭირნი და განსაცდელნი უმჯობესისათჳს
Line of edition: 20    
კაცისა არიან და გამოცდილ და მტკიცე-ჰყოფენ სულსა, უკუეთუ
Line of edition: 21    
ოდენ ახოვნად მოითმინოს და გულსმოდგინედ და 2 სასოებითა უფლისაჲთა
Line of edition: 22    
და მოელოდის სარწმუნოებითა შეუორგულებელითა გამოჴსნასა
Line of edition: 23    
უფლისა მიერ და წყალობასა მისსა. და შეუძლებელ არს,
Line of edition: 24    
თუმცა არა პოვა მან აღთქუმაჲ იგი სულისაჲ და გამოჴსნაჲ ვნებათაგან,
Line of edition: 25    
ვითარცა გამოცდილი და სარწმუნოჲ, რომელმან სარწმუნოებაჲ
Line of edition: 26    
უფლისაჲ აღსრულებადმდე მოთმინებით დაიცვა.

Line of edition: 27       
რამეთუ ვითარცა წმიდათა მოწამეთა მრავალნი ღუაწლნი მოითმინნეს
Line of edition: 28    
და ვიდრე სიკუდილადმდე სასოებითა უფლისაჲთა დაადგრეს
Line of edition: 29    
კეთილსა მას აღსაარებასა შინა და ესრეთ გამოცდილ იპოვნეს
Line of edition: 30    
და ღირს იქმნნეს მიღებად გჳრგჳნთა მათ დიდებისათა. ხოლო რომელთამე
Line of edition: 31    
უმეტესნი და უფიცხლესნი სატანჯველნი დაითმინნეს და2
Line of edition: 32    
უმეტესიცა დიდებაჲ და კადნიერებაჲ მოიგეს ღმრთისა მიერ. ხოლო
Page of edition: 375   Line of edition: 1    
რომელნიცა შეშინდეს ჭირთაგან და1 სატანჯველთა და არა დაადგრეს
Line of edition: 2    
კეთილსა მას აღსაარებასა ზედა, ეგევითარნი იგი სრულიად
Line of edition: 3    
სირცხჳლეულ და კდემულ არიან აქაცა და მასცა საუკუნესა. ეგრეთვე
Line of edition: 4    
სულნი, რომელნი მიეცნენ ჭირთა მრავალთა გამოსაცდელად
Line of edition: 5    
და სულთა მათ უკეთურთაგან უხილავად იგუემებოდინ თითოსახედ,
Line of edition: 6    
გინა თუ შინაგან ფარულად ჭირითა გულისსიტყუათა ბოროტთაჲთა,
Line of edition: 7    
ანუ ცხადად ჴორციელთა ვნებათა მიერ, ხოლო უკუეთუ
Line of edition: 8    
მოითმენდენ ახოვნად და დაიმჭირონ სასოებაჲ ღმრთისაჲ და
Line of edition: 9    
სარწმუნოებით მოელოდინ მადლსა მას უფლისასა, ეგევითართავე
Line of edition: 10    
გჳრგჳნთა სიმართლისათა ღირს იქმნებიან მიღებად, რაჟამს-იგი აქაჲთვე
Line of edition: 11    
გამოჴსნასა მოელოდინ და მასვე კადნიერებასა ჰპოებენ მოწამეთასა*
Line of edition: 12    
დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ ამათცა იგივე წამებაჲ
Line of edition: 13    
ჭირთაჲ მოითმინეს, რომელი-იგი მათ კაცთა მიერ მოითმინეს, ამათ
Line of edition: 14    
კულა ეშმაკთა მიერ, რომელთა იგინი აღძრნეს ტანჯვად მათდა. და
Line of edition: 15    
რაოდენცა უმეტესი ჭირი მოითმინონ ეშმაკთა მიერ და სასოებაჲ
Line of edition: 16    
იგი მათი სრულიად დაიმარხონ, ეგოდენცა უმეტესსა დიდებასა
Line of edition: 17    
ღმრთისამიერსა მოიგებენ და აქაცა განერებიან ჭირთა მათგან მოლოდებისაებრ
Line of edition: 18    
მათისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა და მერმესა
Line of edition: 19    
მას საუკუნესა ღირს იქმნებიან დამკჳდრებად ცხორებასა მას
Line of edition: 20    
საუკუნესა.

Line of edition: 21       
ხოლო რომელნიცა შეშინდენ ჭირთა მათგან და არა მოითმინონ,
Line of edition: 22    
არამედ სულმოკლებად და სასოწარკუეთილებად მოვიდენ
Line of edition: 23    
და მართლუკუნ იქცენ გზისა მისგან სიმართლისა და წყალობასა
Line of edition: 24    
უფლისასა უკუნისამდე არა მოელოდინ, ეგევითარნი იგი სულნი გამოუცდელობისა
Line of edition: 25    
მათისათჳს სასუფეველსა ცათასა ვერ ჰპოებენ,
Line of edition: 26    
რამეთუ თანა-აც ყოველსა სულსა, რაჲთა ვიდრე სიკუდილადმდე
Line of edition: 27    
მოითმინოს ყოველივე განსაცდელი უფლისათჳს, რომელი-იგი
Line of edition: 28    
ჩუენთჳს მოკუდა და რაჲთა სასოებაჲ მისა მიმართ დაიმჭიროს
Line of edition: 29    
და ესრეთ ღირს იქმნას ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ რომელთაცა
Line of edition: 30    
ჰნებავს სრულიად განრომაჲ გეჰენიისაგან ცოდვილთათჳს
Line of edition: 31    
განმზადებულისა და პოვნაჲ სასუფეველისაჲ, ჯერ-არს მათდა,
Line of edition: 32    
რაჲთა ჭირნი იგი გეჰენიისანი აქავე თავს-ისხნენ განსაცდელთა მიერ
Line of edition: 33    
ეშმაკისათა. და უკუე აღსასრულადმდე მოითმინონ და წყალობასა
Line of edition: 34    
უფლისასა მოელოდინ სარწმუნოებით, იგინი აქაცა განსაცდელისაგან
Line of edition: 35    
და ჭირთა განერებიან და ზიარებასა მას წმიდისა სულისასა
Line of edition: 36    
აქავე ღირს იქმნებიან და გეჰენიისაგან განერებიან აქავე
Page of edition: 376   Line of edition: 1    
და სასუფეველსა ქრისტესსა დაიმკჳდრებენ. რამეთუ ღმერთმან
Line of edition: 2    
გზაჲ იგი ცხორებად მომყვანებელი ესევითარი განაგო, რაჲთა იყოს
Line of edition: 3    
იგი იწრო და ჭირვეულ, ვითარცა წერილ არს. ამისთჳსცა მცირედნი
Line of edition: 4    
არიან, რომელნი-იგი ვლენან მას შინა*. ხოლო აწ, ძმანო, ვინაჲთგან
Line of edition: 5    
ესევითარი სასოებაჲ წინა-გჳც და ეგევითარნი აღთქუმანი
Line of edition: 6    
აღთქუმულ არიან უტყუველისა მის ღმრთისა მიერ, ყოველივე ზედააღდგომაჲ
Line of edition: 7    
და ჭირი უკეთურისაჲ ახოვნად მოვითმინოთ სასოებისა
Line of edition: 8    
მისთჳს ცათა შინა მდებარისა, რამეთუ რავდენნიცა ჭირნი და
Line of edition: 9    
განსაცდელნი მოვითმინნეთ უფლისათჳს, რაჲთამცა ვიქმენით ღირსი
Line of edition: 10    
ნაცვალი, ანუ თუ საუკუნოჲსა მის აღთქუმულისა ცხორებისაჲ
Line of edition: 11    
ანუ ნუგეშისცემისა მისთჳს, რომელი აქავე მოეცემის სულისა
Line of edition: 12    
წმიდისა მიერ სულთა მათ მოთმინეთა, ანუ გამოჴსნისა მისთჳს
Line of edition: 13    
ვნებათაჲსა და ბნელისა მის ბოროტისა, ანუ თანანადებთა მათ
Line of edition: 14    
სიმრავლისა ცოდვათა ჩუენთაჲსა, ვითარცა წერილ არს: "გან-თუ-ვიკითხვით,
Line of edition: 15    
ღმრთისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა
Line of edition: 16    
თანა დავისაჯნეთ". და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "არა ღირს არიან
Line of edition: 17    
ვნებანი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად
Line of edition: 18    
არს ჩუენ ზედა".

Line of edition: 19       
** ვიქმნნეთ ჩუენ, ვითარცა მჴნენი მჴედარნი და მეუფისა ჩუენისათჳს
Line of edition: 20    
სიკუდილად მზა-ვიყვნეთ, რამეთუ რაჲსათჳს არა გუჭირდეს
Line of edition: 21    
ესე ბრძოლანი და ჭირნი, რაჟამს სოფელსა შინა ვიყვენით და
Line of edition: 22    
ზრუნვათა ქუეყანისათა? არამედ აწ ოდეს მოვედით სათნო-ყოფად
Line of edition: 23    
უფლისა, ესოდენნი ჭირნი და განსაცდელნი მტერისანი ჩუენ ზედა
Line of edition: 24    
აღდგებიან. ჰხედავთა, რამეთუ ესე ყოველი ღმრთისათჳს მოიწევის
Line of edition: 25    
ჩუენ ზედა***? რამეთუ გუეშურების ჩუენ მტერი, რაჲთამცა
Line of edition: 26    
დაჴსნილებად და უდებებად მოგჳყვანნა, რაჲთა არა სათნო-ვეყვნეთ
Line of edition: 27    
უფალსა და ვცხონდეთ. ხოლო რაოდენცა ეშმაკი ჩუენ ზედა
Line of edition: 28    
აღდგებოდის, უკუეთუ ჩუენ მოთმინებასა და სიმჴნესა შინა ვიპოვნეთ
Line of edition: 29    
და მზა-ვიყვნეთ ჩუენ ვიდრე სიკუდილადმდე მისლვად სასოებისათჳს
Line of edition: 30    
უფლისა, ყოველნივე მანქანებანი მისნი ჩუენ ზედა
Line of edition: 31    
აღდგომილნი დაიჴსნებიან. რამეთუ გუაქუს ჴელისამპყრობელი ჩუენი
Line of edition: 32    
და შემწჱ იესუ, რომელი-იგი მოგუცემს ჩუენ, ჭირვეულთა მოსავთა
Line of edition: 33    
მისთა, მოთმინებასა და მტერსა მას ჩუენსა არცხუენს, რაჟამს-იგი
Page of edition: 377   Line of edition: 1    
ჩუენ ძლევაჲ მოვიღოთ. და სასყიდელი ჭირთა ჩუენთაჲ
Line of edition: 2    
არს სასუფეველი მისი.

Line of edition: 3       
ვიქმნნეთ ჩუენ, ვითარცა გურდემლნი, რაჲთა ვიცემებოდით და
Line of edition: 4    
არა დავჰჴსნებოდით, არცა გამოვაჩინებდეთ გუემისა და ცემისა მის
Line of edition: 5    
მიერ კუალსა დაჴსნილობისასა, ანუ მოწყინებისა, ანუ სულმოკლებისასა.
Line of edition: 6    
ვიცემებოდით და ვსძლევდეთ წინააღმდგომსა მას ჩუენსა
Line of edition: 7    
მოთმინებითა, რამეთუ უფალმან ჩუენმან ესე სოფელი არა გუემითა
Line of edition: 8    
განვლოა და ჭირითა და ინერწყუა და იყუედრა და იდევნა? ხოლო
Line of edition: 9    
უკუანაჲსკნელ უპატიოჲთა მით სიკუდილითა ჯუარისაჲთა ურჩულოთა
Line of edition: 10    
მიერ დაისაჯა? და იგი ყოველი ჩუენისა ცხორებისათჳს თავს-იდვა,
Line of edition: 11    
რაჲთამცა ჩუენ დაგჳტევა სახჱ ცხორებისაჲ, რაჲთა გზაჲ
Line of edition: 12    
იგი, რომელი მან წარვლო განსაცდელითა და ჭირითა და სიკუდილითა,
Line of edition: 13    
რომელთა ჭეშმარიტებით სახელი მისი ჰრაწამს და მის "თანამკჳდრ-ყოფაჲ"
Line of edition: 14    
ჰნებავს, რაჲთა ვითარცა-იგი მან ყოვლად ივნო
Line of edition: 15    
ჩუენთჳს, ხოლო უკუანაჲსკნელ ჯუარს-ეცუა რაჲ და მოკუდა ჯუარსა
Line of edition: 16    
ზედა, სძლო და ჯუარცუმითა ჯუარს-აცუა და სიკუდილითა მოკლა
Line of edition: 17    
და დასაჯა ცოდვაჲ ჴორცითა თჳსითა და დასცნა ძალნი იგი
Line of edition: 18    
წინააღმდგომნი. ვითარცა წერილ არს: "და განძარცუნა მთავრობანი
Line of edition: 19    
იგი და ჴელმწიფებანი" ჯურასა ზედა, "თითის საჩუენებელ-ყვნა
Line of edition: 20    
და განაქიქნა იგინი თავისა თჳსისა მიერ". ეგრეთვე ჩუენ ყოყოველივე
Line of edition: 21    
ზედააღდგომაჲ და ჭირი უკეთურისაჲ უკუეთუ ახოვნად და
Line of edition: 22    
გულსმოდგინებით მოვითმინოთ, მაშინ ვსძლოთ წინააღმდგომსა
Line of edition: 23    
მას სარწმუნოებითა და მოთმინებითა და სასოებითა უფლისაჲთა და
Line of edition: 24    
ესრეთ ვიპოვნეთ გამოცდილ და ღირს ვიქმნნეთ გამოჴსნისა და მოვიღოთ
Line of edition: 25    
სიწმიდე სულისაჲ და მერმისა მის სუკუნოჲსა ცხორებისა
Line of edition: 26    
მკჳდრად გამოვჩნდეთ. რამეთუ ღუაწლსა ამას შინა სულიერსა
Line of edition: 27    
წინააღმდგომისა ძლევაჲ ვნებითა და სიკუდილითა იქმნების. რაჟამს
Line of edition: 28    
გუევნებოდის და მოვკუდებოდით უფლისათჳს გულსმოდგინედ,
Line of edition: 29    
მაშინ ვსძლევთ წინააღმდგომსა. ხოლო უკუეთუ გუნებავს, რაჲთა
Line of edition: 30    
ყოველივე ჭირი და განსაცდელნი არა ფიცხლად აღგჳჩნდენ
Line of edition: 31    
ჩუენ, არამედ ადვილად მოვითმენდეთ ყოველსავე ზედა აღდგომასა
Line of edition: 32    
უკეთურისასა და უფლისა სიკუდილი მარადის წინაშე თუალთა
Line of edition: 33    
გუაქუნდეს. და ვითარცა უფალი იტყჳს: "ყოველსა დღესა ჯუარსა
Line of edition: 34    
აღვიღებდეთ", რომელ არს სიკუდილი, და გულსმოდგინედ მას
Line of edition: 35    
შეუდგეთ და ესრეთ ადვილად მოვითმინოთ ყოველივე განსაცდელი
Line of edition: 36    
ცხადი გინა თუ ფარული. რამეთუ უკუეთუ სიკუდილსა უფლისათჳს
Line of edition: 37    
მოველოდით გულსმოდგინედ და წინაშე თუალთა ჩუენთა
Line of edition: 38    
იყოს იგი მარადის, ყოველივემცა განსაცდელი ვითარ არამცა გულსმოდგინედმცა
Line of edition: 39    
მოვითმინეთ? რამეთუ ამისთჳს მძიმე და ძნელ-გჳჩან
Line of edition: 40    
განსაცდელნი და ვერ მოვითმენთ მათ, რამეთუ სიკუდილი უფლისაჲ
Page of edition: 378   Line of edition: 1    
წინაშე თუალთა არა გუაქუს და არცა არს მას შინა მარადის
Line of edition: 2    
გონებაჲ ჩუენი, რამეთუ რომელსა გული უთქუმიდეს დამკჳდრებად
Line of edition: 3    
უფლისა თანა, ვნებათათჳსცა მისთა გული უთქუემდინ, რამეთუ ამითა
Line of edition: 4    
გამოჩნდებიან მოყუარენი უფლისანი, რაჲთა ყოველივე მათ ზედა
Line of edition: 5    
მოსრული ჭირი გულსმოდგინედ მოითმინონ სასოებისა
Line of edition: 6    
მისისათჳს.

Line of edition: 7       
*ამისთჳს უკუე ვევედრნეთ უფალსა, რაჲთა მომცეს ჩუენ
Line of edition: 8    
მეცნიერებაჲ ცნობად ნებისა მისისა და აღსრულებად მისა გულსმოდგინედ
Line of edition: 9    
მოთმინებით და სულგრძელებით, სიხარულით, რაჲთა
Line of edition: 10    
მან მოგუცეს ჩუენ ძალი სათნო-ყოფად მისა, რაჲთა ვიპოვნეთ გამოცდილ
Line of edition: 11    
და ღირს მისა და ესრეთ ცხორებასა საუკუნესა მივემთხჳნეთ
Line of edition: 12    
ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის
Line of edition: 13    
დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Pseudo-Macarius, Epistulae et Orationes.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.