TITUS
Pseudo-Macarius, Epistulae et Orationes
Part No. 15
Previous part

Text: 13  
Line of edition: 22  თავი 13


Line of edition: 23       კაცი ჭეშმარიტებისმოყუარჱ და ღმრთისმოყუარჱ, რომელსა
Line of edition: 24    
ენებოს მისლვაჲ ცხორებად საუკუნოდ და სარწმუნოებითა
Line of edition: 25    
თჳსითა ეხილვოს გემოჲ ჭეშმარიტებით სიტკბოებისა მის ზეცისა
Line of edition: 26    
სულისა მის ცხოველისაჲ და უხრწნელისა მის სიტკბოებისა თანამდებ
Line of edition: 27    
იქმნას და სულიერისა მის საზრდელისა გამოცდილებაჲ და
Line of edition: 28    
გულისჴმის-ყოფაჲ მიეღოს და მადლი იგი დანერგულ და შეზავებულ
Line of edition: 29    
იყოს სულსა შინა მისსა და სრულიად მიეცეს თავი მისი ნებასა
Line of edition: 30    
მას მადლისასა. ეგევითარსა მას ყოველივე იგი ამის საწუთროჲსაჲ
Line of edition: 31    
შეურაცხ-უყოფია და არარად უჩნს მას, რამეთუ უზეშთაეს
Line of edition: 32    
არს იგი ყოვლისავე სოფლისა და ყოველნივე ხილულნი საქმენი,
Page of edition: 328   Line of edition: 1    
დიდებულნი კაცთა შორის -- ოქროჲ, გინა ვეცხლი, გინა ქვანი
Line of edition: 2    
პატიოსანნი, ანუ დიდებანი და მთავრობანი, ანუ ერისკაცთა მიერ
Line of edition: 3    
პატივცემანი, ანუ სხუანი რაჲმე საქმენი ამის სოფლისანი -- საძაგელ
Line of edition: 4    
და უპატიო უჩან და ვითარცა სავსენი სიმყრალითა, ესრეთ
Line of edition: 5    
შეურაცხიან ჭეშმარიტისა მის და გამოუთქუმელისა შუენიერებისათჳს
Line of edition: 6    
სულიერისა მის ნათლისა და დიდებისა მის და სიმდიდრისა
Line of edition: 7    
კეთილთა მათ ზეცისათაჲსა, რომლისა-იგი გემოჲს-ხილვად ღირს
Line of edition: 8    
იქმნა შინაგანი იგი კაცი სულისა მიერ წმიდისა. და რამეთუ სრულიად
Line of edition: 9    
თავი თჳსი მიუცემიეს ნებასა სულისასა.

Line of edition: 10       
ხოლო ესევითარსა მას, რაჲცა შეემთხჳოს დიდებაჲ ამის სოფლისაჲ
Line of edition: 11    
-- სიმდიდრჱ, ანუ პატივი, ანუ მთავრობაჲ, ანუ თაყუანისემაჲ,
Line of edition: 12    
ანუ ქებაჲ, ანუ ნეტარებაჲ კაცთაჲ -- ვერარაჲ ამათგანი
Line of edition: 13    
შემძლებელ არს დამჭირვად და დამდაბლებად მისა, ამისთჳს რამეთუ
Line of edition: 14    
სხჳსა სიმდიდრისა ჭეშმარიტისა გამოცდილებაჲ მიუღია და
Line of edition: 15    
სხჳსა დიდებისა და პატივისა ზეცათაჲსა გემოჲ უხილავს და სული
Line of edition: 16    
მისი იშუებს საშუებელითა და სიტკბოებითა უხრწნელითა და ყოვლითავე
Line of edition: 17    
გულისჴმის-ყოფითა და გულსავსებითა ზიარებისა მიერ სულისა
Line of edition: 18    
წმიდისა.

Line of edition: 19       
და ვითარცა სიტყჳერი იგი მწყემსი უზეშთაეს არს სიტყჳერთა
Line of edition: 20    
მათ საცხოვართა ყოვლითურთ: სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა
Line of edition: 21    
და განკითხვითა* და სხჳთა ესევითარითა, ეგრეთვე ესევითარი
Line of edition: 22    
იგი უზეშთაეს არს სხუათა კაცთასა ყოვლითურთ: გარეგანითაცა
Line of edition: 23    
კაცთა მიერ ხილულითა ქცევითა და "შინაგანითა დაფარულითა
Line of edition: 24    
გონებისა განახლებითა" და სიწმიდითა და განკითხვითა.
Line of edition: 25    
რამეთუ ესევითარი იგი ყოველივე გულისჴმის-ყოფა არს, ყოველივე
Line of edition: 26    
გონება და ყოვლითურთ მეცნიერება, ყოვლითურთ სიბრძნჱ და
Line of edition: 27    
ზიარებაჲ მიუღებიეს სხჳსა გონებისა და სხჳსა სულლისა და
Line of edition: 28    
სხჳსა მეცნიერებისა ზეცაჲთასა უცხოჲსა, რომელი-იგი უზეშთაეს
Line of edition: 29    
სოფლისა არს. "რამეთუ სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მიმართ.
Line of edition: 30    
ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა ამის სოფლისათა
Line of edition: 31    
წარმავალთა მათ, არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა
Line of edition: 32    
საიფუმლოდ დაფარულსა". ხოლო ამის სულისა და ამის მეცნიერებისა,
Line of edition: 33    
რომელი-იგი არა ამის სოფლისაჲ არს, თანაზიარ იქმნებიან
Line of edition: 34    
ჭეშმარიტნი ქრისტეანენი, ამისთჳს უბრძანეს არიან ყოველთავე
Line of edition: 35    
კაცთა ბრძენთა და მეცნიერთა ამის სოფლისათა. და რამეთუ ესევითარი
Line of edition: 36    
იგი ყოველთავე კაცთა განსჯის წერილისაებრ, რამეთუ თითოეულისაჲ
Page of edition: 329   Line of edition: 1    
უწყის, თუ სადაჲთ ზრახავს, ანუ სადაჲთ მდგომარე
Line of edition: 2    
არს და თუ რომელსა საზომსა არს, ხოლო მას ვერვინ შემძლებელ
Line of edition: 3    
არს კაცთაგანი, რომელთა თანა იყოს სული ამის სოფლისაჲ, განშჯად,
Line of edition: 4    
ანუ გულისჴმის-ყოფად თჳნიერ მისა, რომელსა აქუნდა ეგევითარივე
Line of edition: 5    
ზეცისა სული ღმრთეებისაჲ. რამეთუ მან უწყის მსაგავსი
Line of edition: 6    
იგი თჳსი და იცნობს მას, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "სულიერთა
Line of edition: 7    
თანა სულიერსა განვსჯით. ხოლო მშჳნვიერი კაცი ვერ შემძლებელ
Line of edition: 8    
არს შეწყნარებად სიტყუათა სულისა ღმრთისათა, რამეთუ
Line of edition: 9    
სიცოფერ არს მისდა. და "სულიერი იგი განსჯის ყოველთავე, არამედ
Line of edition: 10    
იგი არავისგან განისჯების". ეგევითარსა მას ყოველივე სოფელი
Line of edition: 11    
და საქმენი მისნი ეძაგებიან, ვითარცა რომელი შეპყრობილ
Line of edition: 12    
არნ ფიცხლითა სიმჴურვალითა და იწუებინ და რაჲცა ვინ მიართჳს
Line of edition: 13    
მას საჭამადი გინა სასუმადი ჰამოჲ, გარე-მიაქცევს მას და არა ეჰამების,
Line of edition: 14    
რამეთუ შეპყრობილ არნ შინაგანი მისი სიმჴურვალითა, ეგრეთვე
Line of edition: 15    
რომელნი-იგი იწუებოდინ საღმრთოჲსა, სულნი მათნი განგურემულ
Line of edition: 16    
იყვნიან და იწუებოდიან ცეცხლითა მით საღმრთოჲთა, რომლისა
Line of edition: 17    
მიფენად მოვიდა უფალი. ეგევითართა მათ ყოველნივე საქმენი
Line of edition: 18    
პატიოსანნი და დიდებულნი ამის სოფლისანი საძაგელად და
Line of edition: 19    
საძულელად უჩან, რამეთუ სიყუარულისა ქრისტეს ცეცხილ სწუავს
Line of edition: 20    
გონებასა მათსა და სიყუარულისა მისგან ვერარაჲ განაშორებს მათ
Line of edition: 21    
ვერცა ცათაჲ, ვერცა ქუეყანისაჲ, ვერცა უფსკრულთაჲ*, ვითარცა
Line of edition: 22    
მოციქულმან წამა და თქუა, ვითარმედ: "ვინ განგუაშორნეს სიყუარულსა
Line of edition: 23    
ქრისტესსა", და შემდგომი ამისი.

Line of edition: 24       
ხოლო სიყუარულსა მას სულისა წმიდისასა ვერვინ ჰპოებს,
Line of edition: 25    
ვერცა მოიგებს სულსა შორის თჳსსა, უკუეთუ არა უცხო-ყოს თავი
Line of edition: 26    
თჳსი ყოვლისაგანვე სოფლისა და მისცეს ყოვლითურთ ქრისტეს
Line of edition: 27    
ძიებასა და მოიცალოს გონებამან მისმან ყოვლისაგანვე საქმისა
Line of edition: 28    
ნივთიერისა და ზრუნვისა ამის საწუთროჲსასა, რაჲთა ყოველივე
Line of edition: 29    
ზრუნვაჲ მისი იყოს ერთსა საქმესა ზედა და ყოველთა მცნებათა
Line of edition: 30    
მიერ იგი ოდენ საქმჱ წარჰმართოს, რაჲთა ყოველივე ზრუნვაჲ და
Line of edition: 31    
საურავი გონებისაჲ იყოს ძიებისათჳს და მოგებისა სიმდიდრისა
Line of edition: 32    
მის სულიერისა, ანუ თუ ვითარ შეამკოს იგი სათნოებითა და სულიერითა
Line of edition: 33    
მით სამკაულითა და სიწმიდითა მით ქრისტესითა. რამეთუ
Line of edition: 34    
ჯერ-არს, რაჲთა განიშოროს კაცმან თავი თჳსი ყოვლისაგანვე
Line of edition: 35    
ნივთისა და არარას შეეყოს გონებაჲ მისი არცა პატივსა კაცთასა, არცა
Line of edition: 36    
სიყუარულსა ჴორცთასა, არცა ზრუნვასა ქუეყანისასა, არამედ
Page of edition: 330   Line of edition: 1    
ერთი ოდენ ზრუნვაჲ აქუნდეს გონებასა მისსა, რაჲთამცა მოიგო
Line of edition: 2    
სიმდიდრჱ იგი სულიერი და მარადის მოელოდის მოსლვასა წმიდისა
Line of edition: 3    
მის სულისასა, ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: "მოთმინებითა
Line of edition: 4    
თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი" და "ეძიებდეთ სასუფეველსა
Line of edition: 5    
ცათასა და ესე ყოველი მოგეცეს თქუენ".

Line of edition: 6       
და რაჟამს კაცი ესრეთ იღუწიდეს ლოცვითა და ღაღადებითა
Line of edition: 7    
და1 მორჩილებითა და სხჳთა სათნოებითა საღმრთოჲთა და არა განეშოროს
Line of edition: 8    
გონებაჲ მისი ძიებისაგან ღმრთისა, ნეტარ თუ მაშინ ამით
Line of edition: 9    
ყოვლითა განერეს და განვლოს სიბნელჱ იგი უკეთურთა მათ ძალთაჲ
Line of edition: 10    
და მოიგოს სული თჳსი წარწყმედისა მისგან, რომელსა შინა
Line of edition: 11    
იყოფოდა და შემძლებელ იქმნას გონებისა თჳსისა მარადის იძულებით
Line of edition: 12    
და გულსმოდგინებით წარტყუენვად ღმრთისა მიმართ, რაჲთა
Line of edition: 13    
მისა მიმართ ოდენ შემშჭუალულ იყოს, ვითარცა წერილ არს,
Line of edition: 14    
ვითარმედ: "წარმოვსტყუენვიდეთ ყოველსავე გულისჴმისსაყოფელსა
Line of edition: 15    
სიტყუასა მორჩილებად ქრისტესა". რაჲთა ესევითარითა მით
Line of edition: 16    
ღუაწლითა და ძიებითა გონებისაჲთა ღირს იქმნას ერთსულ ყოფად
Line of edition: 17    
მადლსა მას და ნიჭსა ქრისტესსა, რაჟამს-იგი განისუენის სულმან
Line of edition: 18    
წმიდამან ჭურჭელსა მას შინა, რომელსაცა შევიდა პირველ
Line of edition: 19    
განმზადებულისა მის სული, რაჲთა შეამკოს იგი ყოვლითავე საქმითა
Line of edition: 20    
კეთილითა, რომელი იგი არა აგინებს სულსა ქრისტესსა ნებათა
Line of edition: 21    
შინა თჳსთა და საწუთროჲსა ამის ზრუნვათა და მას შინა განბნევითა
Line of edition: 22    
გონებისაჲთა, დიდებითა, ანუ მთავრობითა, გინა ნებისა
Line of edition: 23    
თჳსისა შედგომითა, ანუ გემოჲთა ჴორციელითა და ზიარებითა და
Line of edition: 24    
თანაშეყოფითა სულთა მათ უკეთურთაჲთა. არამედ რაჲთა ყოვლითურთ
Line of edition: 25    
ქრისტეს შეუდგეს და თავი თჳსი მას შეჰვედროს და
Line of edition: 26    
მცნებათა მისთა შინა იქცეოდის და მის ზედა მოსრულსა მას ქრისტეს
Line of edition: 27    
სულსა ღირსებით პატივ-სცეს. ამისთჳსცა ღირს იქმნების შეზავებად
Line of edition: 28    
მისა და მის თანა ერთსულ-ყოფად, ვითარცა მოციქული
Line of edition: 29    
იტყჳს, ვითარმედ: "რომელი უფალსა შეეყოს, იყოს მის თანა ერთსულ".
Line of edition: 30    
ხოლო უკუეთუ ვინმე მისცეს თავი თჳსი ზრუნვად, ანუ დიდებად,
Line of edition: 31    
ანუ პატივსა კაცთასა ეძიებდეს და განიბნიოს სული თჳსი
Line of edition: 32    
გულისსიტყუათა შინა სოფლისათა, ეგევითარი იგი სული ვერ შემძლებელ
Line of edition: 33    
არს განრომად ბნელისაგან სულთა მათ უკეთურთაჲსა,
Line of edition: 34    
რამეთუ უყუარდა მას ნებაჲ იგი ბნელისაჲ და სრულიად არა მოიძულნა
Line of edition: 35    
საქმენი იგი ბნელისანი უკეთურნი.
Page of edition: 331  

Line of edition: 1       
ამისთჳს უკუე, ძმანო, განვჰმზადნეთ თავნი ჩუენნი ღმრთისა
Line of edition: 2    
მიმართ სლვად და შეუდგეთ ქრისტესა აღსრულებითა ნებისა მისისაჲთა.
Line of edition: 3    
და რაჲთა მარადის გუაჴსოვდინ მცნებანი მათნი და ვიქმოდით
Line of edition: 4    
მათ და განვაშორნეთ ყოვლითურთ თავნი ჩუენნი სიყუარულისაგან
Line of edition: 5    
სოფლისა და გულისთქუმათაგან ბოროტთა. სულნი
Line of edition: 6    
ჩუენნი აღვმაღლნეთ და მისი ოდენ ზრუნვაჲ გუაქუნდეს გონებასა
Line of edition: 7    
შინა მარადის. დაღაცათუ ჴორცითა ვიყოფოდით უცალოებასა შინა
Line of edition: 8    
მცნებისათჳს, რაჟამს ვიყვნეთ მორჩილებასა შინა უფლისათჳს,
Line of edition: 9    
არამედ გონებაჲ ნუმცა განეშორების ძიებისაგან ღმრთისა და სიყუარულისა
Line of edition: 10    
მისისა, რაჲთა ესევითარითა მოღუაწებითა და ესევითარითა
Line of edition: 11    
გონებითა ვიდოდით გზასა მას სიმართლისასა და მარადის
Line of edition: 12    
თავთა თჳსთა ვეკრძალებოდით და ესრეთ "მივემთხჳნეთ აღთქუმასა
Line of edition: 13    
მას სულისა მისისასა" და მადლითა მისითა განვერნეთ სიბნელისაგან
Line of edition: 14    
ვნებათაჲსა, რომელთა მიერ სული იჭირვის, რაჲთა საუკუნოჲსა
Line of edition: 15    
სასუფეველისა ღირსად გამოვჩნდეთ და ქრისტეს თანა ვიშუებდეთ
Line of edition: 16    
უკუნითი უკუნისადმე, ამენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Pseudo-Macarius, Epistulae et Orationes.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.