TITUS
Pseudo-Macarius, Epistulae et Orationes
Part No. 6
Previous part

Text: 4     
Line of edition: 29  თავი 4


Line of edition: 30       ქრისტეანთა სოფელი სხუაჲ არს და წესი და გონებაჲ და სიტყუაჲ
Line of edition: 31    
და საქმჱ სხუაჲ არს და კაცთა ამის სოფლისათა წესი და გონებაჲ
Line of edition: 32    
და სიტყუაჲ და საქმჱ სხუაჲ არს. სხუანი არიან ესენი და
Line of edition: 33    
სხუანი იგინი და ფრიადი განყოფილებაჲ არს ამათ შორის და მათ
Line of edition: 34    
შორის. რამეთუ მკჳდრნი ქუეყანისანი და შვილნი ამის სოფლისანი
Page of edition: 240   Line of edition: 1    
მსგავს არიან იფქლსა შთასხმულსა ცხრილსა შინა ამის სოფლისასა,
Line of edition: 2    
რომელი აღიცრებინ დაუდგრომელთა გულისსიტყუათა შინა
Line of edition: 3    
ქუეყანისათა ცრითა დაუცადებელითა და გულისთქუმითა მრავალფერითა.
Line of edition: 4    
ნივთიერთა ამათ საქმეთა ზრუნვითა იღელვებიან სულნი
Line of edition: 5    
მათნი მცრელისა მის მიერ, რომელ არს ეშმაკი, რომელი აღსცრის
Line of edition: 6    
საცრითა ამის სოფლისა საქმეთაჲთა ყოველსავე ნათესავსა ცოდვილთა
Line of edition: 7    
კაცთასა, რომელნი-იგი დაცემითგან ადამისით გარდაჰჴდეს
Line of edition: 8    
მცნებასა და დაემორჩილნეს მთავარსა მას ამის სოფლისასა,
Line of edition: 9    
რამეთუ აღიღო მან ადამის ჴელმწიფებაჲ და მიერითგან დაუცხრომელითა
Line of edition: 10    
გულისსიტყჳთა ცთომისაჲთა შეარყევს მათ და აღსძრავს
Line of edition: 11    
საცთურითა ქუეყანისაჲთა ყოველთავე შვილთა სოფლისათა.

Line of edition: 12       
რამეთუ ვითარცა სხუაჲ არს იფქლი და სხუაჲ არს ცხრილი და
Line of edition: 13    
სხუაჲ არს კაცი, რომელი ცხრილავნ ცხრილითა მით იფქლსა. აჰა
Line of edition: 14    
ესერა, იფქლი ცხრილსა შინა კაცისა მიერ დაუცხრომელად იქცევის.
Line of edition: 15    
ეგრეთვე საქმეთა მიერ ქუეყანისათა ყოველნი შეუკრვან უკეთურსა
Line of edition: 16    
მას და აღსძრავს მათ და აბრკოლებს გულისსიტყუათა მიერ
Line of edition: 17    
ამაოთა და ბილწთა და გულისთქუმათა მიერ და საკრველთა ამის
Line of edition: 18    
სოფლისათა და ესრეთ აცთუნებს და მიმოუტაცია ყოველივე ცოდვილი
Line of edition: 19    
ნათესავი ადამისი, ვითარცა უფალი მოციქულთა ეტყოდა
Line of edition: 20    
ბრძოლისა მისთჳს ეშმაკისა, რომელი მათ ზედა მომავალ იყო და
Line of edition: 21    
თქუა, ვითარმედ: "რაოდენგზის გამოგითხოვნა ეშმაკმან, რაჲთამცა
Line of edition: 22    
აგცრნა, ვითარმცა იფქლი და მე ვევედრე მამასა ჩემსა, რაჲთა
Line of edition: 23    
არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ თქუენი".

Line of edition: 24       
რამეთუ ბრძანებაჲ იგი დამბადებელისაჲ, რომელი მიეცა კაენს
Line of edition: 25    
ცხადად, ვითარმედ -- "იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა
Line of edition: 26    
ზედა", იგი სიტყუაჲ დაფარულად სახე არს ცოდვილთაჲ, რამეთუ
Line of edition: 27    
ვინაჲთგან გარდაჰჴდა მცნებასა ნათესავი ადამისი და იქმნა იგი
Line of edition: 28    
ცოდვილ , მისი სახჱ აქუს ფარულად და ირყევის იგი თითოსახეთა
Line of edition: 29    
გულისსიტყუათაგან ძრწოლით და შიშით და ყოვლითავე აღძრვითა,
Line of edition: 30    
რამეთუ უკეთური იგი მძლავრი ამის სოფლისაჲ გულისთქუმითა
Line of edition: 31    
ბოროტითა და ყოვლითავე ღონითა აჭირვებს ყოველსავე სულსა,
Line of edition: 32    
რომელი არა შობილ არს ღმრითსაგან, გემოჲთა ჴორციელითა
Line of edition: 33    
და შიშითა და ძრწოლითა აცთუნებს მათ.

Line of edition: 34       
რამეთუ უფალიცა გამოაჩინებს მათ, რომელნი ცთომასა და
Line of edition: 35    
ნებასა ეშმაკისასა შედგომილ არიან, ვითარმედ მსგავს კაენისა
Line of edition: 36    
არიან უკეთურებითა. ამხილებდა მათ და ეტყოდა ვითარმედ: "თქუენ
Line of edition: 37    
ნებასა მამისა თქუენისასა ჰყოფთ კაცისმკლველისასა, რამეთუ
Page of edition: 241   Line of edition: 1    
იგი კაცისმკლველი არს დასსაბამითგან და ჭეშმარიტებასა შინა არა
Line of edition: 2    
დაადგრა". ამისთჳსცა ყოველივე ცოდვილი ნათესავი პირველისა
Line of edition: 3    
ადამისი შიშით და ძრწოლით ეშმაკისა მიერ იქცევინ და საშჯელი
Line of edition: 4    
იგი კაენისი ფარულად მოუგია.

Line of edition: 5       
და ვითარცა ერთისა მის ადამისგან ყოველივე ნათესავი კაცთაჲ
Line of edition: 6    
განეფინა ქუეყანასა ზედა, ეგრეთვე ერთი იგი უკეთურებაჲ
Line of edition: 7    
ყოველსავე ცოდვილსა ნათესავსა ზედა კაცთასა მიეფინა და ყოველთავე
Line of edition: 8    
ერთი იგი მთავარი სიბოროტისაჲ აჭირვებს და სოფლისა
Line of edition: 9    
გულისსიტყუათა შინა აქცევს, ამაოებათა და შფოთთა შინა. რამეთუ
Line of edition: 10    
ვითარცა ერთი ქარი კმა-ეყოფის შერყევად ყოველთავე ხეთა
Line of edition: 11    
და ნერგთა და მცენარეთა ქუეყანისათა, ანუ ვითარცა ერთი იგი
Line of edition: 12    
ბნელი ღამისაჲ ყოველსა ქუეყანასა ზედა განეფინების, ეგრეთვე
Line of edition: 13    
მთავარი იგი უკეთურებისაჲ არს ბნელი რაჲმე სიტყჳერი სიბოროტისა
Line of edition: 14    
და სიკუდილისა მომატყუებელი. და არს იგი, ვითარცა ქარი
Line of edition: 15    
რაჲმე ბოროტი, ფარული და მწარჱ, რომელი აღელვებს ნათესავსა
Line of edition: 16    
კაცთასა და აქცვს დაუდგრომელთა გულისსიტყუათა შინა და
Line of edition: 17    
გულისთქუმითა ამის სოფლისაჲთა აცთუნებს გულთა მათთა. და
Line of edition: 18    
სიბნელითა და უგულისჴმოებითა და გულფიცხელობითა აღავსებს
Line of edition: 19    
ყოველსა სულსა, რომელი არა ღმრთისაგან შობილ იყოს და არა
Line of edition: 20    
მიცვლებულ იყოს გონებითა სხუასა სოფელსა, ვითარცა წერილ
Line of edition: 21    
არს, ვითარმედ: "ჳჱჩუენი მოქალაქობაჲ ზეცათა შინა არს"*.

Line of edition: 22       
რამეთუ ამითა უმჯობეს არიან ჭეშმარიტნი ქრისტეანენი ყოველსავე
Line of edition: 23    
ნათესავსა კაცთასა და ფრიადი განყოფილებაჲ არს ამათ
Line of edition: 24    
შორის და მათ შორის. ვითარცა პირველად ვიტყოდეთ, რამეთუ
Line of edition: 25    
მათი გონებაჲ და ცნობაჲ მარადის ზეცისასა იგონებს და საუკუნეთა
Line of edition: 26    
მათ კეთილთა გამოეძიებს მიღებითა სულისა წმიდისაჲთა. ზეცით
Line of edition: 27    
შობაჲ მიეცემის მათ და ღირს იქმნებიან იგინი ძედ ღმრთისა
Line of edition: 28    
ყოფად ძალითა და ჭეშმარიტებითა. რამეთუ მიწევნულ არიან
Line of edition: 29    
იგინი სიმტკიცესა და აღუძრველობასა და განსუენებასა მრავალთა
Line of edition: 30    
მოღუაწებათა მიერ და შრომათა და ტკივილთა და არღარა
Line of edition: 31    
იღელვებიან იგინი გულისსიტყუათა შინა ამაოთა და ამისთჳს
Line of edition: 32    
არიან უარღეს და უზეშთაეს სოფლისა. რამეთუ გონებაჲ მათი
Line of edition: 33    
და ცნობაჲ სულისაჲ მშჳდობასა შინა ქრისტესსა იყოფების და
Line of edition: 34    
სიტყუარულსა სულისასა, ვითარცა უფალი ეგევითართა მათთჳს
Line of edition: 35    
იტყჳს, ვითარმედ: "მიიცვალა იგი სიკუდილისაგან ცხორებად".

Line of edition: 36       
არა უკუე სახითა ოდენ გარეგანითა არს შეცვალებაჲ იგი
Page of edition: 242   Line of edition: 1    
ქრისტიანეთაჲ, ვითარცა მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ სახითა
Line of edition: 2    
არს განყოფილებაჲ მათი და სოფლისაჲ. აჰა ესერა განგებითა და
Line of edition: 3    
გულისსიტყჳთა მსგავს სოფლისა არიან, რამეთუ აქუს მათ აღძრვაჲ
Line of edition: 4    
და შფოთი და დაუწყნარებლობაჲ და შიში, ვითარცა ყოველთავე
Line of edition: 5    
კაცთა და სახითა გარეგანითა შორვენ სოფელსა, გინა თუ გარეშჱთა
Line of edition: 6    
რაჲთმე სათნოებითა, ხოლო გულითა და გონებითა ქუეყანისა
Line of edition: 7    
საქმეთა ერევიან და საკრველითა სოფლისაჲთა შეკრულ არიან
Line of edition: 8    
და განსუენებაჲ და მშჳდობაჲ მადლითა სულისაჲთა გულსა შინა
Line of edition: 9    
მათსა არა მოუგია, რამეთუ არა ითხოეს იგი პირველისაგან და არცა
Line of edition: 10    
ჰრწმენა, თუმცა ღირს იქმნნეს მას.

Line of edition: 11       
რამეთუ განახლებითა გონებისაჲთა და მშჳდობითა გულის-სიტყუაჲთა
Line of edition: 12    
და სიყუარულითა უფლისაჲთა და ტრფიალებითა
Line of edition: 13    
საღმრთოჲთა "ახალი იგი დაბადებული ქრისტეანეთაჲ" შორავს
Line of edition: 14    
ყოველთავე კაცთა ამის სოფლისათა, რომლისათჳსცა იყო მოსლვაჲ
Line of edition: 15    
უფლისაჲ, რაჲთა ღირს-ყვნეს ამათ სულიერთა კეთილთა ჭეშმარიტნი
Line of edition: 16    
მორწმუნენი მისნი, რამეთუ ქრისტეანეთა დიდებაჲ და
Line of edition: 17    
შუენიერებაჲ და სიმდიდრჱ გამოუთქუმელ არს და ტკივილითა და
Line of edition: 18    
ოფლითა და გამოცდითა და ღუაწლითა ფრიადითა, ხოლო ყოველივე,
Line of edition: 19    
მადლითა ღმრთისაჲთა მოიგების. რამეთუ უკუეთუ ქუეყანისა
Line of edition: 20    
მეფისა ხილვაჲ გულისსათქუმელ არს კაცთა მიერ და ყოველივე,
Line of edition: 21    
რომელი მივიდეს ქალაქსა მეფისასა, სურიან ხილვად შუენიერებაჲ
Line of edition: 22    
მისი და სიკეთჱ სამოსელთა მისთაჲ, ანუ დიდებაჲ პორფირისა
Line of edition: 23    
მისისაჲ, ხილვაჲ იგი შუენიერთა მარგალიტთაჲ და გჳრგჳნისა
Line of edition: 24    
მისისა შუენიერებაჲ და მისთანათა მათ მთავართა პატიოსნებაჲ;
Line of edition: 25    
თჳნიერ სულიერნი ოდენ შეურაცხ-ჰყოფენ ამას დიდებასა,
Line of edition: 26    
რაემთუ მათ აქუს გამოცდილებაჲ სხჳსა დიდებისა უჴორცოჲსა და
Line of edition: 27    
ზეცისაჲ და სხვჳთა შუენიერებითა გამოუთქუმელითა დაგურემულ
Line of edition: 28    
არიან, და სხჳსა სიმდიდრისა მიუთხრობელისა ზიარებაჲ მიუღებია,
Line of edition: 29    
და შინაგანსა კაცსა ხედვენ და სხუაჲ სული არს მათ თანა. ხოლო
Line of edition: 30    
კაცნი ამის სოფლისანი, რომელთა თანა არს სული სოფლისაჲ, იგინი
Line of edition: 31    
სურვიელ არიან, რაჲთამცა იხილეს ოდენმცა ქუეყანისა მეფჱ
Line of edition: 32    
შუენიერებითა და დიდებითა მისითა, რამეთუ ხილულთა ამათ შორის
Line of edition: 33    
ყოველთა უმეტეს არს დიდებაჲ მისი და ყოველთა მიერ სასურველ
Line of edition: 34    
არს. და თითოეული იტყჳნ თავსა თჳსსა შორის: "ვინ-მემცა
Line of edition: 35    
მომცა მე ესევითარი დიდებაჲ ანუ შუენიერებაჲ?" და ჰნატრინ
Line of edition: 36    
მსგავსსა მას მისსა მიწისაგანსა და მოკუდავსა და მოკუდავი იგი
Line of edition: 37    
წარმავალისა მის დიდებისათჳს სურვიელ არს.

Line of edition: 38       
ხოლო უკუეთუ ჴორციელთა კაცთა მოკუდავისა მის მეფისა
Line of edition: 39    
დიდებაჲ ესეთ უყუარს, რომელი ვითარცა თივაჲ და ყუავილი
Line of edition: 40    
ესრეთ დაჭნების და არარა იქმნების, უკუე იგინი, რომელთა გულსა
Page of edition: 243   Line of edition: 1    
შინა შთასწუეთეს წუეთი იგი სულისა ღმრთეებისა და ცხორებისა
Line of edition: 2    
და განგუმიროს გული მათი ტრფიალებითა საღმთოჲთა ზეცისა
Line of edition: 3    
მეუფისა მიმართ ქრისტჱსა, ვითარმცა არა უფროჲსად შემშჭუალულ
Line of edition: 4    
იყვნეს და წარტყუენულ გულისთქუმითა გამოუთქუმელისა
Line of edition: 5    
მას დიდებისა და შუენიერებისაჲთა და კეთილთა მათ მოუგონებელთა
Line of edition: 6    
და მიუთხრობელისა მის სიმდიდრისა ჭეშმარიტისა მის და საუკუნოჲსა
Line of edition: 7    
მეუფისა იესუჲსა? და მისა მიმართ შეკრულ იყვნენ ყოვლითურთ
Line of edition: 8    
და სუროდის მიმთხუევად კეთილთა მათ, რომელთა აწ
Line of edition: 9    
ვითარცა სარკითა ხედვენ სულითა, რომლისათჳსცა შეურაცხ-ჰყოფენ
Line of edition: 10    
ქუეყანისა დიდებასა და პატივსა და სიმდიდრესა მეფეთა
Line of edition: 11    
და მთავართასა. რამეთუ განიგურიმნეს იგინი შუენიერებითა მით
Line of edition: 12    
საღმრთოჲთა და ცხორებაჲ უკუდავვებისა ზეცისა სულთა მათთა
Line of edition: 13    
შევიდა. ამისთჳსცა სიყუარულითა მით ზეცისა მეუფისა ქრისტესთჳს
Line of edition: 14    
სურიან და იგი ოდენ არს მარადის წინაშე თუალთა მათთა
Line of edition: 15    
და ამისთჳს ყოვლისაგანვე სიყუარულისა ამის სოფლისა თავთა
Line of edition: 16    
თჳსთაგან განაგდებენ და განეშორებიან ყოველსავე საკრველსა
Line of edition: 17    
სოფლისასა, რაჲთა ესრეთ შეუძლონ სურვილისა მის გულთა შინა
Line of edition: 18    
მათთა დამჭირვად და სხუაჲ არარაჲ იყოს მის თანა ნივთი ამის
Line of edition: 19    
სოფლისაჲ*.

Line of edition: 20       
ხოლო მცირედნი ვინმე არიან, რომელთა მოიგეს კეთილსა
Line of edition: 21    
დაწყებასა ზედა დასასრულიცა კეთილი და განვლეს, ვიდრე აღსასრულადმდე
Line of edition: 22    
დაუცემელად და ერთი იგი სიყუარული დაიმარხეს
Line of edition: 23    
ღმრთისა მიმართ და მისთჳს ყოვლისაგანვე ქუეყანისა საშუებლისა
Line of edition: 24    
განაშორნეს თავნი მათნი. რამეთუ მრავალნი მიიღებენ მადლსა
Line of edition: 25    
ზეცისასა და ტრფიალებითა საღმრთოჲთა განიგურიმებიან. არამედ
Line of edition: 26    
ღუაწლთა მათთჳს და ტკივილთა და განსაცდელთა, რომელთაჲ
Line of edition: 27    
თანა-აც თავს-დებაჲ უკეთურისა მიერ, ვერ მოითმინიან, არამედ
Line of edition: 28    
მიდრკიან თითოსახეთა გულისთქუმათა, რამეთუ თითოეულსა მათსა
Line of edition: 29    
თჳსი ნებაჲ აქუს, რაჲთამცა შეიუარა რაჲმე ამის სოფლისაჲ და
Line of edition: 30    
არა მოეკუეთნიან თავნი მათნი ყოვლისაგანვე სიყუარულისა მისისა.
Line of edition: 31    
და ამისთჳს დაშთეს და დაინთქნეს უფსკრულსა შინა ამის სოფლისასა
Line of edition: 32    
თჳსისა ნებისა უძლურებისათჳს და დაჴსნილობისა და სიყუარულისათჳს
Line of edition: 33    
ამაოჲსა.

Line of edition: 34       
რამეთუ რომელთა ენებოს, რაჲთა ვიდრე აღსასრულადმდე
Line of edition: 35    
კეთილსა მოქალაქობასა შინა იყვნენ, მათ თანა-აც, რაჲთა სიყუარულსა
Line of edition: 36    
მას თანა ღმთისასა სხუაჲ სიყუარული არა შეჰრიონ ნებსით
Line of edition: 37    
მათით, არცა შეიწყნარონ, რაჲთა არა მოსცთენ გზისა მისგან
Line of edition: 38    
მათისა და შეიქცენ უკუღმართ და წარწყმდენ. რამეთუ ვითარცა
Page of edition: 244   Line of edition: 1    
დიდ და მიუთხრობელ არიან და გამოუთქუმელ კეთილნი იგი
Line of edition: 2    
ღმრთისა მიერ აღთქუმულნი, ეგრეთვე დიდი სარწმუნოებაჲ და
Line of edition: 3    
სასოებაჲ და შრომანი და მოღუაწებანი და განსაცდელნი უჴმან,
Line of edition: 4    
რომელსა ენებოს მათი მოგებაჲ, რამეთუ არამცირედნი რაჲმე კეთილნი
Line of edition: 5    
არიან, რომელნი-იგი კაცისათჳს განმზადებულ არიან, არამედ
Line of edition: 6    
მოუგონებელ არიან ყოვლადვე. მითხარღა, კაცო, სასუფეველისათჳს
Line of edition: 7    
ცათაჲსა გსურის და ქრისტეს თანა სუფევაჲ უკუე გნებავს,
Line of edition: 8    
და ჭირთა და განსაცდელთა მცირედისა ამის ჟამისათა ვიდრე სიკუდილადმდე
Line of edition: 9    
არა თავს-იდება? და არა გესმისა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ,
Line of edition: 10    
რომელსა იტყჳს: "რომელსა ჰნებავს შემოდგომაჲ ჩემი,
Line of edition: 11    
უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ
Line of edition: 12    
მე?"

Line of edition: 13       
და კუალად იტყჳს: "უკუეთუ არა მოიძულოს კაცმან მამაჲ
Line of edition: 14    
თჳსი და დედაჲ თჳსი, ცოლი და შვილნი, ძმანი და დანი და სულიცა
Line of edition: 15    
თჳსი, ვერ ძალ-უც მოწაფე ჩემდა ყოფაჲ". ხოლო მრავალთა
Line of edition: 16    
კაცთა სურის სასუფეველისათჳს და დამკჳდრებაჲ საუკუნოჲსა
Line of edition: 17    
მის ცხორებისაჲ ჰნებავს და ნებათა მათთა მოკუდინებაჲ არა ჰნებავს,
Line of edition: 18    
არამედ შედგომითა ნებისა მათისაჲთა და ეშმაკისა, რომელი-იგი
Line of edition: 19    
არს დამთესველ ამაოებისა, და არა უვარ-ყოფითა მისითა ეგულების
Line of edition: 20    
ცხორებისა მოგებაჲ. ხოლო ესე შეუძლებელ არს, რამეთუ
Line of edition: 21    
სიტყუაჲ უფლისაჲ ჭეშმარიტ არს, რომელსა იტყჳს, ვითარმედ:
Line of edition: 22    
იგინი დარჩებიან დაუცემელად, რომელთა მცნებისაებრ მისისა
Line of edition: 23    
უვარ-ყვნეს თავნი თჳსნი ყოვლითურთ და განაგდეს მათგან ყოველივე
Line of edition: 24    
ამის სოფლისა საკრველი და გულისთქუმაჲ და განცხრომანი
Line of edition: 25    
და უცალოებანი, და იგი ოდენ არს მარადის წინაშე თუალთა მათთა
Line of edition: 26    
და მცნებათა მისთა დაცვისათჳს სურვიელ არიან. ამისთჳსცა
Line of edition: 27    
საცნაურ არს, ვითარმედ თჳთეული თჳსითა ნებითა განვარდების
Line of edition: 28    
სასუფევლისაგან, რამეთუ არა უარ-ყვის თავი თჳსი და არცა ინების
Line of edition: 29    
ყოვლითა გულითა შრომაჲ, არამედ სიყუარულსა მას თანა
Line of edition: 30    
ღმრთისასა სხუაჲცა რაჲმე სიყუარული შეჰრთის. და არა არს სიყუარული
Line of edition: 31    
იგი მართლიად უფლისა მიმართ, არამედ აღრეულ არნ
Line of edition: 32    
იგი გემოთა და გულისთქუმათა საწუთროჲსათა. და ერთითა სახითა
Line of edition: 33    
გულისჴმა-ვყოთ ყოველივე, რამეთუ კაცი ყოველსა გულისჴმა-ჰყოფს
Line of edition: 34    
და უწყის, ვითარმედ ბოროტ არს, რომელსა-იგი იქმს, არამედ
Line of edition: 35    
სიყუარულისაგან მისისა იძლევის. და პირველად გულსა შინა
Line of edition: 36    
კაცისასა იქმნების ბრძოლაჲ და დაიდგმის საზომი იგი და უღელი
Page of edition: 245   Line of edition: 1    
სიყუარულისა1 ღმრთისაჲ და სიყუარულისა2 ამის სოფლისაჲ და
Line of edition: 2    
მერმე გამოვალს გარეშე და გინა თუ შფოთსა დახუდის კაცი იგი,
Line of edition: 3    
მაშინ განიკითხავნ თავსა თჳსსა შორის და იტყჳნ: "ვთქუა, ანუ არა
Line of edition: 4    
ვთქუა?". და იგონებნ ღმერთსა და შიშსა მისსა და კუალად ჰნებავნ
Line of edition: 5    
თავისა თჳსისაცა დიდებისა მოტყუებაჲ და არა უვარ-ყვის
Line of edition: 6    
თავი თჳსი. ხოლო უკუეთუ დამძიმდეს სიყუარული სოფლისაჲ
Line of edition: 7    
უღელსა მას შინა გულისასა, მაშინ მოვალს სიტყუაჲ იგი ბოროტი
Line of edition: 8    
ბაგეთამდე. მერმე, ვითარცა მშჳლდსა, მოზიდავს გონებაჲ ენასა
Line of edition: 9    
და მის მიერ, ვითარცა ისართა, ესრეთ განუტეობნ სიტყუათა უჯეროთა
Line of edition: 10    
მოყუსისა მიმართ, რომელნი-იგი იყვნიან გარეშე მცნებისაგან
Line of edition: 11    
ღმრთისა, რამეთუ დამძიმდის იგი სიყუარულითა ამის სოფლისაჲთა
Line of edition: 12    
ნებსით თჳსით და ეძიებნ დიდებასა თჳსსა. და ესრეთ ჰგურემნ მოყუასსა
Line of edition: 13    
თჳსსა სიტყჳთა უჯეროჲთა, ვიდრემდის განეფინის
Line of edition: 14    
ცოდვაჲ იგი ასოთამდე, ვიდრე ჴელის მიყოფამდე, ანუ წყლულებადმდეცა.
Line of edition: 15    
და ერთმანერთისა იგი ასოები ურთიერთას იბრძვინ,
Line of edition: 16    
ნუუკუე სიკუდილამდისცა მივიდის. აწ იხილეთ, თუ სადაჲთ დაიწყო
Line of edition: 17    
და სადა მოჰჴდა აღსასრული მისი, რამეთუ დამძიმდა იგი სიყუარულითა
Line of edition: 18    
დიდებისა სოფლისაჲთა ნებსით თჳსით. ხოლო ესე ყოველი
Line of edition: 19    
ბოროტი შეემთხჳის ამისთჳს, რამეთუ არა უვარ-ეყვის თავი
Line of edition: 20    
თჳსი, არამედ უყუარნ სოფელი ესე.

Line of edition: 21       
ხოლო ეგრეთვე მსგავსად გულისჴმა-ყავ ყოველსავე ცოდვასა
Line of edition: 22    
ზედა, რაჟამს-იგი უკეთურებაჲ გონებასა მიიზიდავნ მისა მიმართ
Line of edition: 23    
გულისთქუმითა და სიყუარულითა და გემოვნებითა ამის სოფლისაჲთა
Line of edition: 24    
და ესრეთ აღესრულების ყოველივე საქმჱ ბოროტი: ესრეთ
Line of edition: 25    
მრუშებაჲ და პარვაჲ, ესრეთ ანგაჰრებაჲ და სიმთრვალჱ, ესრეთ
Line of edition: 26    
დიდებისმოყვარებაჲ და ცუდად მზუაობრობაჲ და შური და ვეცხლისმოყუარებაჲ
Line of edition: 27    
და ყოველივე საქმჱ ცოდვისაჲ. და მრავალგზის კეთილსაცა
Line of edition: 28    
რასმე აღასრულებნ ვინმე დიდებისათჳს ცუდისა კაცთაჲსა,
Line of edition: 29    
რომელ-იგი შერაცხილ არნ ღმრითსაგან უსამართლოებისა და
Line of edition: 30    
პარვისა სწორად და სხუათა ცოდვათა.

Line of edition: 31       
"რამეთუ ღმერთმან განაბნინის ძუალნი კაცთა მოთნეთანი",
Line of edition: 32    
რამეთუ ეშმაკი მრავალღონე არს და ჰნებავს, რაჲთამცა კეთილიცა
Line of edition: 33    
ჩუენი ბოროტად გარდააქცია. და ერთი რაჲმე სიყუარული ჴორციელი,
Line of edition: 34    
რომელი აქუნ კაცსა შეკრულ არნ ნებსით თჳსით, იგი
Page of edition: 246   Line of edition: 1    
ექმნის მას ჯაჭუ და საკრველ და ტჳრთ მძიმე და დამანთქმელ ზღუასა
Line of edition: 2    
ამის სოფლისასა და არა უტევებნ მას ღმრთისა მისლვად, რამეთუ
Line of edition: 3    
რომელიცა ვინ შეიყუარა, მის მიერცა მიიზიდვის. და ამას
Line of edition: 4    
ჰკიდავს უღელი იგი გულისაჲ გამოიცადების ყოველივე ნათესავი
Line of edition: 5    
კაცთა ქრისტეანეთაჲ, რომელნი ქალაქთა შინა არიან, გინა
Line of edition: 6    
თუ მთათა, ანუ თუ მონასტერთა, ანუ უდაბნოთა ადგილთა, თუ
Line of edition: 7    
ღმერთი-ძი ოდენ უყუარს, ანუ სხუაჲ რაჲმე უყუარს ამის საწუთროჲსა
Line of edition: 8    
და არა არს სიყუარული მისი სრულიად ღმრთისა მიმართ.

Line of edition: 9       
რამეთუ შეიყუარნის ვინმე საჴმარნი, სხუამან შეიყუარა ოქროჲ
Line of edition: 10    
და ვეცხლი, სხუამან შეიყუარა მონებაჲ მუცლისაჲ, სხუამან --
Line of edition: 11    
გულისთქუმანი ჴორცთანი, სხუამან -- სიბრძნჱ სოფლისაჲ დიდებისათჳს
Line of edition: 12    
კაცთაჲსა, სხუამან -- რისხვაჲ და ძჳრისჴსენებაჲ, რამეთუ
Line of edition: 13    
მისცის ადრე თავი თჳსი ვნებასა მას და ამისთჳს უყუარს იგი. სხუამან
Line of edition: 14    
შეიყუარა ამაოჲ უბნობაჲ, სხუამან -- შური, სხუაჲ ყოველსავე
Line of edition: 15    
დღესა განსცხრებინ, სხუასა უყუარს რჩულისმასწავლელობაჲ
Line of edition: 16    
დიდებისათჳს კაცთაჲსა, სხუაჲ უდებებით და დაჴსნილობით
Line of edition: 17    
იყოფების, სხუაჲ შეკრულ არს სიყუარულსა სამოსლისა წმიდისასა,
Line of edition: 18    
სხუასა1 მიუცემია თავი თჳსი ზრუნვასა სოფლისასა, სხუასა უყუარს
Line of edition: 19    
ძილი, ანუ სიცილი, ანუ ცუდად მეტყუელებაჲ, ანუ მცირითა
Line of edition: 20    
რაჲთმე, ანუ დიდითა ამის სოფლისა ნივთითა უკუეთუ შეკრულ
Line of edition: 21    
იყოს არა უტევებს მას იგი ზე აღმართებად, რამეთუ რომელსაცა
Line of edition: 22    
ვნებასა კაცი არა ახოვნად ებრძოდის, იგიცა უყუარს და მის მიერ
Line of edition: 23    
შეკრულ არს და იგი ექმნების მას დამახრწეველ და ჯაჭუ შემკრველ,
Line of edition: 24    
რაჲთა ვერ მივიდეს იგი ღმრთისა და რაჲთა ვერ ჰმსახუროს
Line of edition: 25    
მას ჯერისაებრ და პოოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

Line of edition: 26       
ხოლო სულსა, რომელსა უფლისა სუროდის, ყოველივე სიყუარული
Line of edition: 27    
მისი მისა მიმართ ოდენ არს და მისა შეკრულ არს გონებაჲ
Line of edition: 28    
მისი, რაოდენცა ძალ-უც და მის მიერ მოიგებს შეწევნასა მადლისასა
Line of edition: 29    
და უვარ-ჰყოფს იგი თავსა თჳსსა და ნებასა გონებისა თჳსისასა არა
Line of edition: 30    
შეუდგების, რამეთუ იგი ზაკუვით ვალს ჩუენ თანა და სიბოროტისა
Line of edition: 31    
მისთჳს მაცთუნებელისა ჩუენისა, რომელი-იგი მარადის გუებრძვის
Line of edition: 32    
ჩუენ, არამედ ყოვლითურთ მისცემს თავსა თჳსსა სიტყუასა
Line of edition: 33    
უფლისასა და განჰჴსნის თავსა თჳსსა ყოვლისაგანვე ცხადისა და
Line of edition: 34    
დაფარულისა საკრველისა, რაჲზომცა შემძლებელ იყოს და ესრეთ
Page of edition: 247   Line of edition: 1    
შეუძლოს ვიდრე აღსასრულადმდე წმიდა-ყოფად და განრომად ჭირთაგან
Line of edition: 2    
და ღუაწლთა. რამეთუ რომელიცა ვის უყუარდეს, მის მიერცა
Line of edition: 3    
მიიღებს შეწევნასა და მის მიერ დამძიმდების, გინა თუ სოფლისაჲ
Line of edition: 4    
რაჲმე უყუარდეს, რომელი მას არარად უჩნდეს, იგი ექმნების
Line of edition: 5    
მას საკრველ და არა უტევებს ზე აღმართებად ღმრთისა მიმართ.

Line of edition: 6       
და1 კუალად, რომელსა უყუარდეს უფალი და მცნებანი მისნი,
Line of edition: 7    
იგი შეეწევის მას და ადვილ-უჩან ყოველნივე მცნებანი უფლისანი,
Line of edition: 8    
რაჲთა სიყუარული მისი მისა მიმართ იყოს და კეთილისა მიმართ
Line of edition: 9    
მიივლტინ და სუბუქ-უჩნ მას ყოველივე ჭირი და ტკივილი და
Line of edition: 10    
ძალითა მით საღმრთოჲთა განაპებს სოფელსა და ძალთა მათუკეთურთა
Line of edition: 11    
და საფრჴეთა მათთა, რომელთა მიერ მოინადირებენ სულთა
Line of edition: 12    
უფსკრულსა შინა ამის სოფლისასა. და ესრეთ განერის მათგან
Line of edition: 13    
თჳსითა სარწმუნოებითა და მოსწრაფებითა და უფლისა შეწევნითა,
Line of edition: 14    
რომელიცა შეიყუარა და მიემთხჳის ცხორებასა საუკუნესა,
Line of edition: 15    
რომლისათჳსცა სუროდა.

Line of edition: 16       
ხოლო უკუეთუ გნებავს, სახითა ცხადითა გამოვაჩინოთ, თუ
Line of edition: 17    
ვითარ მრავალნი თჳსითა ნებითა და სიყუარულითა რაჲთმე ამის
Line of edition: 18    
სოფლისაჲთა წარიწყმიდნეს, თავნი მათნი ცეცხლითა, გინა თუ
Line of edition: 19    
ზღჳთა, ანუ წარმართთა მიერ წარიტყუენნეს, გულისჴმა-ყავთ სახლი
Line of edition: 20    
რაჲმე გინა აგარაკი, რომელსა შეედვის ცეცხლი და რომელმან
Line of edition: 21    
ინება ცხოვნებაჲ თავისა თჳსისაჲ, ვითარცა ცნა ცეცხლისა მისთჳს,
Line of edition: 22    
მეყსეულად აღდგა და შიშუელი ივლტოდა და ყოველივე დაუტევა,
Line of edition: 23    
რაჲთამცა სული ოდენ მისი განარინა და ესრეთ განერა. ხოლო
Line of edition: 24    
სხუასა ვისმე უნდა, რაჲთამცა აღიღო რაჲმე სახლისაგან: თჳსი სამოსელი,
Line of edition: 25    
ანუ ჭურჭელი რაჲმე, და შევიდა აღებად და ვიდრეღა
Line of edition: 26    
გამოვიდოდა, ეუფლა ცეცხლი სახლსა მას და დაეპყრა იგი შინა
Line of edition: 27    
და ესრეთ დაიწუა და წარწყმდა. იხილეა, ვითარ თავისა ნებითა
Line of edition: 28    
სიყუარულისათჳს ამის სოფლისა დაიწუა ცეცხლსა მას შინა?

Line of edition: 29       
კუალად ეგრეთვე მსგავსად: ვალნ ნავი ზღუასა შინა და მოიწია
Line of edition: 30    
ჭირი მას ზედა და დაიქცა ნავი იგი და, რომელიცა განიძარცუა
Line of edition: 31    
და ესრეთ შევიდა წყალსა, რათამცა განარინა თავი თჳსი და იცემებინ
Line of edition: 32    
იგი ღელვათაგან და ცურავნ მას ზედა, რამეთუ არნ იგი სუბუქ და
Line of edition: 33    
ესრეთ განვლის მწარჱ იგი ზღუაჲ და განარინის სული თჳსი. ხოლო
Line of edition: 34    
სხუამან ვინმე ინების აღხუმაჲ სამოსელთაცა თჳსთაჲ და ჰგონებნ
Line of edition: 35    
მითურთ განრომასა და მათ დაამძიმეს იგი და დაინთქა უფსკრულთაცა
Line of edition: 36    
ზღჳსათა და მცირედისა მის შესაძინელისათჳს წარწყმიდა
Line of edition: 37    
თავისა თჳსი. იხილეა, რამეთუ ესეცა ნებსით თჳსით მოკუდა?
Page of edition: 248  

Line of edition: 1       
კუალად ეგრეთვე იქმნა ჴმაჲ უცხოთესლთაჲ და, რომელმან
Line of edition: 2    
ინება განრომაჲ, ვითარცა ესმა, მეყსეულად აღდგა და შიშუელი
Line of edition: 3    
ივლტოდა. ხოლო სხუამან არა ირწმუნის, ვითარმედ უცხოთესლნი
Line of edition: 4    
მოვლენ, ანუ ეწყალინ რაჲმე სიმდიდრისა თჳსისაგან და ენების ჭურჭელისა
Line of edition: 5    
რაჲსამე თანა აღებაჲ და ესრეთ დაეყოვნის სივლტოლად
Line of edition: 6    
მაშინ დაესხნიან მას უცხოთესლნი იგი და წარიყვანიან ტყუედ ქუეყანასა
Line of edition: 7    
მათსა და ჰმონებნ მათ იძულებით და2 სიმწარით. იხილეა,
Line of edition: 8    
რამეთუ ესეცა დაჴსნილებითა თჳსითა და უგუნურებითა და სიყუარულითა
Line of edition: 9    
ამის სოფლისაჲთა წარიტყუენა?

Line of edition: 10       
ეგრეთვე რომელნი არა შეუდგენ მცნებათა უფლისათა და არა
Line of edition: 11    
უვარ-ეყვნენ თავნი მათნი და შეიყუარონ უფალი ოდენ, არამედ
Line of edition: 12    
შეკრულ იყვნენ საკრველითა სოფლისა სიყუარულისაჲთა, გინა თუ
Line of edition: 13    
სხჳთა რაჲთამე ჴორციელითა საქმითა, მოვიდეს ცეცხლი იგი საუკუნოჲ
Line of edition: 14    
და პოვნეს იგინი სიყუარულსა სოფლისასა და ესრეთ დაწუნეს
Line of edition: 15    
და წარწყმიდნეს იგინი, და დაინთქნენ მწარისა მის და3 ბოროტისა
Line of edition: 16    
ზღჳსა მიერ და წარიტყუენვიან უცხოთესლთა მიერ, რომელ
Line of edition: 17    
არიან სულნი უკეთურნი, და წარწყმდებიან.

Line of edition: 18       
ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა იხილო სისრულჱ ჭეშმარიტისა
Line of edition: 19    
ღმრთისა სიყუარულისაჲ, საღმრთოთა წერილთაგან გულისჴმა-ყავ.
Line of edition: 20    
იხილე იობ, ვითარ ყოველივე აღიძარცუა, რომელიცა მოეგო:
Line of edition: 21    
შვილნი, მონაგებნი, მონანი, და ყოველივე სიმდიდრჱ მისი.
Line of edition: 22    
და ესრეთ აცხოვნა თავი თჳსი და სამოსელიცა, რომელ ემოსა, დაუტევა
Line of edition: 23    
და მიუგდო იგი ეშმაკსა და არარაჲ სიტყუაჲ გმობისაჲ თქუა
Line of edition: 24    
წინაშე უფლისა, არცა პირითა, არცა გულითა, არამედ უფროჲსად
Line of edition: 25    
აკურთხა უფალი და თქუა: "უფალმან მომცა და უფალმანცა მიმიღო.
Line of edition: 26    
ვითარცა უფალსა ენება, ეგრეცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ
Line of edition: 27    
კურთხეულ უკუნისამდე". იხილე მკჳრცხლი იგი უფლისა სიყუარული,
Line of edition: 28    
რამეთუ არარაჲ უმეტეს მისა შეიყუარა, დაღაცათუ იყო
Line of edition: 29    
მდიდარ ფრიად*.

Line of edition: 30       
ეგრეთვე კულად აბრაჰამ, რაჟამს-იგი ღმერთი გამოსცდიდა
Line of edition: 31    
და ჰრქუა: "განვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა
Line of edition: 32    
და სახლისაგან მამისა შენისა". ხოლო მან მეყსეულად დაუტევა
Line of edition: 33    
ყოველივე: მამული, ქუეყანაჲ, ნათესავნი, მშობელნი და შეუდგა
Line of edition: 34    
სიტყუასა უფლისასა. მერმე შორის ფრიადნი ჭირნი და განსაცელნი
Page of edition: 249   Line of edition: 1    
მოიწინეს მის ზედა. უცხოებასა შინა იყოფოდა და ყოველნი
Line of edition: 2    
ავნებდეს მას. მერმე კულად ორჯერ მეუღლჱ მისი მიუღეს
Line of edition: 3    
მას და ყოველსავე შინა გამოჩნდა მის შორის უფროჲს ყოველთასა
Line of edition: 4    
სიყუარული ღმრთისაჲ ყოველსავე ზედა. და რომელი-იგი აღთქუმითა
Line of edition: 5    
შემდგომად წელთა მრავალთა შვილი მხოლოდშობილი მოეგო
Line of edition: 6    
ფრიადითა სურვილითა, რაჟამს-იგი ღმერთმან ჰრქუა, მასცა
Line of edition: 7    
ყოვლითავე გულსმოდგინებითა შესწირვიდა ჴელითა თჳსითა. და
Line of edition: 8    
იგიცა უვარ-ყო და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ არარაჲ უყუარს
Line of edition: 9    
თჳნიერ ღმრთისა.

Line of edition: 10       
და უკუეთუ რომელი-იგი უფროჲს ყოვლისა სოფლისა უყუარდა,
Line of edition: 11    
ესრეთ უვარ-ყო და დაჰკლვიდა ღმრთისათჳს და უკუეთუმცა
Line of edition: 12    
სხჳსა სიმდიდრისა მისისაჲ უბრძანა განბნევაჲ, არამცა მყისსა შინა
Line of edition: 13    
განაბნია ყოველივე? ხედავა მჴურვალესა და სრულსა სიყუარულსა
Line of edition: 14    
ღმრთისასა?

Line of edition: 15       
ეგრეთვე რომელთა ჰნებავს, რაჲთა მათ თანა მკჳდრ იქმნენ,
Line of edition: 16    
თანა-აც, რაჲთა თჳნიერ ღმრთისა, არარაჲ შეიყუარონ, რაჲთა ოდეს
Line of edition: 17    
გამოიცდებოდინ, იპოვნენ გამოცდილ და წმიდა. და სრულ იყოს
Line of edition: 18    
სიყუარული მათი უფლისა მიმართ და იგინი შემძლებელ იქმნენ
Line of edition: 19    
განრომად საფრჴეთაგან მტერისათა*, რომელთა ყოვლითა სულითა
Line of edition: 20    
შეიყუარონ უფალი და განაშორნენ თავნი მათნი ყოვლისაგანვე სიყუარულისა
Line of edition: 21    
ჴორციელისა.

Line of edition: 22       
ხოლო მცირედნი ვიეთნიმე იპოებიან, რომელთა ეგევითარი
Line of edition: 23    
სიყუარული მოიგეს და ყოველნივე გემონი და გულისთქუმანი სოფლისანი
Line of edition: 24    
გარემიაქცინეს და სულგრძელებით ზედააღდგომანი განსაცდელთანი
Line of edition: 25    
მითმინნეს, რამეთუ მრავალნი განჰვლიდიან რაჲ
Line of edition: 26    
მდინარეთა, წარიტაცნის იგინი წყალმან. ხოლო ამისთჳსმცა არავინ
Line of edition: 27    
იპოვაა, რომელმანცა ახოვნად განვლო წყალი იგი? ხოლო მდინარედ
Line of edition: 28    
ეწოდების მრღჳეთა მათ გულისთქუმათა და განსაცდელთა
Line of edition: 29    
ამის სოფლისა წყალთა სულთა მათ უკეთურთასა.

Line of edition: 30       
და კუალად ვინაჲთგან მრავალნი ნავნი დაინთქმიან ზღუასა
Line of edition: 31    
შინა, არამცა იპოვნეს ნავნი, რომელთამცა მშჳდობით განვლეს და
Line of edition: 32    
ნავთსაყუდლად მიიწინეს? ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა გუაქუნდეს
Line of edition: 33    
სარწმუნოებაჲ დიდი და სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ და3 ღუაწლი
Line of edition: 34    
და ტკივილი და2 შიმშილი და წყურილი კეთილისათჳს და სიმახჳლჱ
Line of edition: 35    
და ურცხჳნელობაჲ თხოვასა შინა და გულისჴმის-ყოფაჲ
Line of edition: 36    
და განკითხვაჲ.

Line of edition: 37       
რამეთუ მრავალთა ჰნებავს თჳნიერ ტკივილისა და შრომისა
Line of edition: 38    
და ოფლისა სასუფეველისა მოგებაჲ, ხოლო ესე შეუძლებელ არს,
Page of edition: 250   Line of edition: 1    
რამეთუ ვითარცა სოფელსა შინა წარვიდოდიან ვიეთნიმე კაცნი
Line of edition: 2    
კაცისა ვისსამე მდიდრისა შრომად და აღებად სასყიდელისა თჳსისა,
Line of edition: 3    
გინა თუ მკად, გინა თუ სხუად რადმე საქმედ და იყვნიან ვიეთნიმე
Line of edition: 4    
მათგანნი ფიცხელ და დაჴსნილ და არა ჯეროვნად შურიან და
Line of edition: 5    
ენების მათ, რაჲთამცა სწორი სასყიდელი მიიღეს მათ თანა, რომელთა-იგი
Line of edition: 6    
დღე ყოველ ქმნეს ყოვლითა გულსმოდგინებითა.
Line of edition: 7    
ეგრეთვე ჩუენ ვიკითხავთ წერილთა და გუესმის, თუ ვითარ მართალნი
Line of edition: 8    
სათნო-ეყვნეს ღმერთსა1. ვითარ აბრაჰამ მოყუარე ღმრთისა2
Line of edition: 9    
იყო და პირისპირ ჰზრახვიდა მას. და თუ ვითარ ყოველნივე მამანი
Line of edition: 10    
მოყუარე და თანამკჳდრ მისა იქმნნეს. და თუ რავდენნი ჭირნი
Line of edition: 11    
მოითმინნეს ღმრთისათჳს და ვჰნატრით მათ და გუნებავს სწორთავე
Line of edition: 12    
მოღუაწებათა მოთმენაჲ და გუსურის მადლთა მათთჳს და ნიჭთა
Line of edition: 13    
საღმრთოთა, ხოლო შრომათა მათთა თანა-წარვჴდებით და პატივნი
Line of edition: 14    
იგი მათნი, რომელნი ღმრთისაგან მოუგიან, გჳყუარან და გუნებავს,
Line of edition: 15    
თუმცა ჩუენცა გუაქუნდა, ხოლო ჭირთა და ტკივილთა და მოღუაწებათა
Line of edition: 16    
მათთა არა ვიტჳრთავთ.

Line of edition: 17       
გეტყჳ შენ, ვითარმედ ესე ყოველთავე კაცთა ჰნებავს და სურიან.
Line of edition: 18    
და1 მეძავთა და მემრუშეთა და უსამართლოთა კაცთა ჰნებავს,
Line of edition: 19    
რაჲთა თჳნიერ შრომისა და მოღუაწებისა პოეს სასუფეველი ცათაჲ,
Line of edition: 20    
არამედ ამისთჳს არიან შორის ჭირნი და განსაცდელნი მრავალნი,
Line of edition: 21    
რაჲთა გამოჩნდენ, თუ რომელთა ჰნებავს ჭეშმარიტად ცხორებაჲ
Line of edition: 22    
და თუ ვიეთ ჭეშმარეტებით და ყოვლითა გულითა უყუარს
Line of edition: 23    
უფალი ვიდრე სიკუდილადმდე და არარაჲ იყო წინაშე მათსა უფროჲს
Line of edition: 24    
მათსა სასურველ. ამისთჳსცა სამართლად ჰპოებენ სასუფეველსა
Line of edition: 25    
ცათასა, რამეთუ უვარ-ყვნეს მათ თავნი მათნი სიტყჳსაებრ
Line of edition: 26    
უფლისა და უფროჲს სულისა თჳსისა უფალი შეიყუარეს. და
Line of edition: 27    
ამისთჳს სრულისა მის სიყუარულისა მათისა მოსაგებელად სრულნი
Line of edition: 28    
ნიჭნი ზეცისანი მიეცნეს.

Line of edition: 29       
რამეთუ აღთქუმანი იგი ღმრთისანი და დიდებაჲ ზეცათაჲ და
Line of edition: 30    
კეთილნი იგი სასუფეველისანი ჭირთა შინა და იწროებასა და მოთმინებათა
Line of edition: 31    
და სარწმუნოებასა დაფარულ არიან და ვითარცა იფქლი,
Line of edition: 32    
რომელი დაითესის ქუეყანასა ზედა, ანუ ხჱ, რომელი დაიმყნის ხესა
Line of edition: 33    
ზედა, პირვლად უპატიო და შიშუელ იქმნების და დალპების
Page of edition: 251   Line of edition: 1    
და ესრეთ კუალად დაშუენდების და მრავალნაწილსა ნაყოფსა
Line of edition: 2    
გამოიღებს. და უკუეთუ პირველად არა მიიღონ იგი უპატიოებაჲ,
Line of edition: 3    
ვერ მიიღებენ შუენიერებასა მას და ნაყოფიერებასა. ეგეთვე
Line of edition: 4    
ჩუენ, უკუეთუ პირველად არა დავშურეთ და ვიგინნეთ და მოვითმინოთ,
Line of edition: 5    
ვერ ვჰპოვებთ განსუენებასა მას საუკუნესა, ვითარცა მოციქული
Line of edition: 6    
იტყჳს, ვითარმედ -- "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად
Line of edition: 7    
სასუფეველსა ცათასა", და უფალი იტყჳს, ვითარმედ: "მოთმინებითა
Line of edition: 8    
თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი" და კუალად
Line of edition: 9    
იტყჳს: "სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს". ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა
Line of edition: 10    
მოვიგოთ ტკივილი და მოსწრაფებაჲ და ჭირი და სიფრთხილჱ და
Line of edition: 11    
ურცხჳნელობაჲ თხოვასა შინა უფლისა მიმართ, რაჲთა შეუძლოთ
Line of edition: 12    
განრომად გულსითქუმათა და ვნებათაგან და საფრჴეთაგან სოფლისათა
Line of edition: 13    
და ნიავ-ქართა ბოროტისათა და უკეთურთა მათ სულთა ზედა
Line of edition: 14    
აღდგომასა მოთმინებითა და სიფრთხილითა და უფროჲსად სიყუარულითა
Line of edition: 15    
და სრწმუნოებითა უფალთაჲთა, რაჲთა ამათ სათნოებათა
Line of edition: 16    
მიერ მოვიგოთ ზეცისა იგი საუნჯჱ, რომელ არს სულისა წმიდისა
Line of edition: 17    
ძალი, აქავე სულთა შინა ჩუენთა.

Line of edition: 18       
რამეთუ ნეტარი მოციქული პავლე ამის ზეცისა საუნჯისათჳს,
Line of edition: 19    
რომელ არს სულისა წმიდისა მადლი, გუასწავებს ჩუენ, რაჟამს-იგი
Line of edition: 20    
ჭირთა თჳსთა სიმრავლესა წარმოიტყჳს და გჳჩუენებს ჩუენ,
Line of edition: 21    
თუ რაჲსა თანა-აც თითოეულსა თხოვაჲ. და ესრეთ იტყჳს: "ვიცით,
Line of edition: 22    
უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული
Line of edition: 23    
გუაქუს ჩუენ ღმრთისა მიერ სახლი ჴელით უქმნელი და
Line of edition: 24    
საუნჯჱ ცათა შინა".

Line of edition: 25       
ამისთჳს თანა-აც, რაჲთა იღუაწოს თითოეულმან და ისწრაფოს
Line of edition: 26    
მოგებითა სათნოებათაჲთა, რაჲთა გულსავსე იყოს აქაჲთვე, ვითარმედ
Line of edition: 27    
მოუგია სახლი იგი. და რაჟამს დაირღუეს სახლი ესე გუამისა
Line of edition: 28    
ჩუენისაჲ, ვპოოთ სხუაჲ სახლი ზეცათაჲ, რომელსა შინა დაადგრეს
Line of edition: 29    
სული ჩუენი. ვითარცა კუალად იგივე იტყჳს: "გან-Ⴀღათუ-ვიძარცუნეთ,
Line of edition: 30    
არავე შიშუელ ვიპოვნეთ" ზიარებისაგან და შეერთებისა
Line of edition: 31    
წმიდისა სულისა, რომელსა შინა განისუენებს სარწმუნოჲ სული?
Line of edition: 32    
რამეთუ ამისთჳს, რომელნი-იგი ჭეშმარიტებითა და ძალითა
Line of edition: 33    
ქრისტეანე არიან, მინდობილ არიან და უხარის, რაჟამს ჴორცთაგან
Line of edition: 34    
განვიდოდინ, რამეთუ იციან, ვითარმედ აქუს მათ სახლი იგი ჴელით
Page of edition: 252   Line of edition: 1    
უქმნელი, რომელი-იგი არს ძალი წმიდისა სულისაჲ, რომელი
Line of edition: 2    
დამკჳდრებულ არს მათ შორის. დაღაცათუ უკუე დაირღუეს სახლი
Line of edition: 3    
იგი1 ჴრცთაჲ, არა ეშინის მათ, რამეთუ აქუს ზეცისა იგი სულიერი
Line of edition: 4    
სახლი, დიდებაჲ იგი ზეცისაჲ უხრწნელი და მან დიდებამან
Line of edition: 5    
დღესა მას აღდგომისასა აღაშენოს და ადიდოს სახლი იგი ჴორცთაჲ,
Line of edition: 6    
ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან აღადგინა
Line of edition: 7    
ქრისტე მკუდრეთით, მან განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე
Line of edition: 8    
ჴორცნი თქუენნი სულისა მისისა მიერ, რომელი-იგი მკჳდრ არს
Line of edition: 9    
თქუენ შორის". და კუალად იტყჳს: "რაჲთა ცხორებაჲ იგი იესუსი
Line of edition: 10    
გამოცხადნეს მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა", და კუალად
Line of edition: 11    
იტყჳს: "რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისა მიერ".

Line of edition: 12       
ხოლო აწ, ძმანო, ვიღუაწოთ სარწმუნოებითა და სათნოჲთა
Line of edition: 13    
მოქალაქობითა, რაჲთა აქავე მოვიგოთ სამოსელი იგი, რომელ არა
Line of edition: 14    
ვიპოვნეთ შიშუელ, რაჟამს-იგი ჴორცნი განვიძარცუნეთ და არავინ
Line of edition: 15    
იყოს, რომელმანცა ადიდა გუამი ჩუენი მას დღესა შინა. რამეთუ
Line of edition: 16    
თითოეული რავდენცა აქავე მადლსა ღირს იქმნას სულისა წმიდისა
Line of edition: 17    
სარწმუნოებითა და მოსწრაფებითა, ეგოდენცა მას დღესა იდიდების
Line of edition: 18    
გუამი მისი და რომელი აწ დაიუნჯოს ვინ სულსა შინა თჳსსა,
Line of edition: 19    
მაშინ გამოცხადნების და გამოჩნდების გარეგან ჴორცთა მისთა
Line of edition: 20    
ზედა.

Line of edition: 21       
და ვითარცა ხეთა წარმოვლიან რაჲ ზამთარი და მოვიდის მათ
Line of edition: 22    
ზედა ძალი უხილავი გინა თუ მზისაჲ, გინა თუ ქარისაჲ, მაშინ გამოიღიან
Line of edition: 23    
გარეშე, ვითარცა სამოსელი, ფურცელი და ყუავილი და
Line of edition: 24    
ნაყოფი, ეგრეთვე მსგავსად ყუავილნი თივისანი მას ჟამსა შინაგანით
Line of edition: 25    
წიაღთაგან ქუეყანისათა აღმოეცენებიან და დაიფარვის ქუეყანაჲ
Line of edition: 26    
შროშნებითა მით, რომელთათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ:
Line of edition: 27    
"არცა თუ სოლომონ შეიმოსა ყოველსავე დიდებასა თჳსსა ვითარცა
Line of edition: 28    
ერთი მათგანი". ხოლო ესე ყოველნი ხატ და სახე არიან ქრისტეანთა
Line of edition: 29    
აღდგომისა.

Line of edition: 30       
ეგრეთვე ყოველთა ღმრთისმოყუარეთა სულთა და ჭეშმარიტთა
Line of edition: 31    
ქრისტეანეთაჲ არს პირველი იგი თუჱ გაზაფხულისაჲ, რომელ
Line of edition: 32    
არს აპრილი. რომელი-იგი არს დღჱ აღდგომისაჲ და ძალითა მზისა
Line of edition: 33    
მის სიმართლისაჲთა შინაგანით გამოვალს დიდებაჲ იგი წმიდისა
Line of edition: 34    
სულისაჲ, რომელი ჰფარავს გუამთა წმიდათასა დიდებითა მით, რომელი
Page of edition: 253   Line of edition: 1    
აქუნდა აქაჲთვე შინაგან დაფარულად. რამეთუ რაჲცა ვის
Line of edition: 2    
აქაჲთ აქუნდეს შინაგან, იგი გამოეცხადების მას მას დღესა შინა
Line of edition: 3    
გარეგან*. ამისთჳს ეტყოდა უფალი მოსეს: "ესე თუჱ იყოს თქუენდა
Line of edition: 4    
პირველი თუეთა შინა წელიწადისათა". ესე თუჱ მოიღებს
Line of edition: 5    
სიხარულსა ყოვლისა დაბადებულისასა, ესე შეამკობს შიშუელთა
Line of edition: 6    
მათ ხეთა, ესე აღმოაცენებს საძოვარსა, ესე ყოველთავე პირუტყუთა
Line of edition: 7    
განამხიარულებს, რამეთუ ქუეყანასა განაღებს. ესე პირველად
Line of edition: 8    
გამოაჩინებს მხიარულებასა. ესე არს ქრისტეანეთა პირველი თუჱ
Line of edition: 9    
გაზაფხულისაჲ, რომელი-იგი არს ჟამი აღდგომისაჲ, რომელსა შინა
Line of edition: 10    
იდიდნენ გუამნი მათნი ნათლითა მით გამოუთქუმელითა. რომელი-იგი
Line of edition: 11    
აქაჲთვე მათ თანა არს, რომელ არს ძალი წმიდისა სულისაჲ და
Line of edition: 12    
იგი იყოს მათდა მაშინ სამოსელ და საჭამად და სასუამად და სიხარულ
Line of edition: 13    
და მშჳდობა და სამკაულ და ცხორება საუკუნე**. რამეთუ
Line of edition: 14    
ყოველივე სიკეთჱ შუენიერებისა და ბრწყინვალებისა მის ზეცისაჲ
Line of edition: 15    
მაშინ აღესრულების მათ შორის, სული იგი ღმრთეებისაჲ, რომლისა
Line of edition: 16    
შეწყნარებად აქავე ღირს იქმნნეს.

Line of edition: 17       
ხოლო ვითარმე ვინ იღუაწოს და ვითარ ირწმუნოს და ისწრაფოს
Line of edition: 18    
ყოვლითავე სათნოჲთა მოქალაქობითა და მოელოდის სასოებითა
Line of edition: 19    
და მოთმინებითა, რაჲთა, ღირს იქმნას და მოიღოს ძალი
Line of edition: 20    
იგი ზეცისაჲ და დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა, მაშინ რაჟამს
Line of edition: 21    
ყოველივე დაბადებული იცვალებოდის, პოოს მან სამოსელი,
Line of edition: 22    
რომლისა მიერ ცხონდეს, ვითარცა მოციქული იტყჳს***: "გან-ღათუ-ვიძარცუნეთ,
Line of edition: 23    
არავე შიშუელნი ვიპოვნეთ". და კუალად იტყჳს:
Line of edition: 24    
"განაცხოველნეს მოკუდავნი ეგე ჴორცნი თქუენნი სულითა მისითა,
Line of edition: 25    
რომელი მკჳდრ არს თქუენ შორის". რამეთუ ნეტარმან მოსე
Line of edition: 26    
გჳჩუენა სახჱ დიდებითა მით სულისაჲთა, რომელი-იგი პირსა ზედა
Line of edition: 27    
მისსა იყო, რომელსა ვერვინ კაცთაგანი შემძლებელ იყო მიხედვად.
Line of edition: 28    
და იგი სახჱ იყო დიდებისაჲ მის, რომელი მიიღონ გუამთა წმიდათა
Line of edition: 29    
მერმესა მას აღდგომასა და მას დიდებასა აქაჲთვე სულნი
Line of edition: 30    
წმიდანი ღირს იქმნებიან მიღებად, ვითარცა მოციქული იტყჳს****,
Line of edition: 31    
ვითარმედ: "ჩუენ განცხადებულითა პირითა დიდებასა ღმრთისასა
Line of edition: 32    
განვიცდით. მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად".
Line of edition: 33    
ხოლო განცხადებულად პირად შინაგანსა კაცსა იტყჳს*****. კუალად
Line of edition: 34    
წერილ არს მისთჳს, ვითარმედ: "ორმეოც დღე და ორმეოც ღამე
Line of edition: 35    
პური არა ჭამა და წყალი არა სუა". ხოლო ესე ჴორცთა ბუნებისაგან
Page of edition: 254   Line of edition: 1    
შეუძლებელ არს, თჳნიერ საზრდელისა ეგოდენისა დაყოფაჲ,
Line of edition: 2    
უკუეთუმცა სხუაჲ რაჲმე სულიერი საზრდელი არა აქუნდა შინაგან.
Line of edition: 3    
და მას საზრდელსა სულნი წმიდათანი უხილავად აქაჲთვე
Line of edition: 4    
მიიღებენ.

Line of edition: 5       
ხოლო ნეტარმან მოსე ორითა სახითა მოასწავა დიდებაჲ იგი,
Line of edition: 6    
რომელი მაშინ წმიდათა აქუნდეს და ნათელი იგი სულისაჲ და საზრდელი
Line of edition: 7    
იგი საცნაური, რომელი-იგი ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა
Line of edition: 8    
აქაჲთვე ფარულად სულთა მათთა შინა მოუგია. და მაშინ გამოეცხადოს
Line of edition: 9    
მათ დიდებაჲ იგი, რამეთუ, ვითარცა პირველად ვთქუ, რომელიცა
Line of edition: 10    
დიდებაჲ აქაჲთ ვის მოეგოს შინაგან, მანვე მას დღესა შემოსნეს
Line of edition: 11    
შიშუელნი ჴორცნი მისნი და ზეცას აღიტაცნეს იგინი და
Line of edition: 12    
მიერითგან სულით და ჴორცით უკუნისამდე უფლისა თანა
Line of edition: 13    
სუფევდეს.

Line of edition: 14       
რამეთუ ადამ რაჲ დაჰბადა ღმერთმან, არა მისცნა მას ფრთენი,
Line of edition: 15    
ვითარცა მფრინველთა, არამედ განუმზადნა მას ფრთენი იგი
Line of edition: 16    
სულისა წმიდისანი, რომელთაჲ ეგულებოდა მიცემად აღდგომასა,
Line of edition: 17    
რაჲთა იგინი მიიტაცებდენ მას, სადაცა სულსა ენებოს. და ფრთეთა
Line of edition: 18    
მათ აწვე მოღებად სულნი წმიდათანი ღირს იქმნებიან და გონებითა
Line of edition: 19    
ზეცად აღვლენ.

Line of edition: 20       
რამეთუ ქრისტეანეთა სოფელი სხუაჲ არს და სხუაჲ ტაბლაჲ,
Line of edition: 21    
და სხუაჲ სამოსელი, და სხუაჲ ზიარებაჲ, და სხუაჲ ცნობაჲ. ამისთჳსცა
Line of edition: 22    
უმჯობეს ყოველთა კაცთა არიან ქრისტეანენი და ამას ძალსა
Line of edition: 23    
აწვე მიიღებენ წმიდანი ზიარებითა სულისა წმიდისაჲთა. ხოლო
Line of edition: 24    
მერმესა მას აღდგომასა მიიხუნეს თჳთეულმან საუკუნენი იგი კეთილნი,
Line of edition: 25    
რომელთაჲ აწვე გემოჲ იხილეს*.

Line of edition: 26       
ამისთჳს თანა-აც თითოეულსა ჩუენგანსა, რაჲთა იღუაწოს და
Line of edition: 27    
ისწრაფოს ყოველთავე სათნოებათა შინა, და რაჲთა ითხოვდეს უფლისაგან,
Line of edition: 28    
რომელ აქაჲთვე იქმნას თანამდებ დიდებისა მის შინაგანი
Line of edition: 29    
იგი კაცი და მიიღოს სულმან ზიარებაჲ მის სიწმიდისაჲ, რაჲთა
Line of edition: 30    
ესრეთ განვწმიდნეთ ყოვლისაგანვე შეგინებისა. და აღდგომასა
Line of edition: 31    
მას, რაჟამს იყვნენ შიშუელ გუამნი ჩუენნი, ვპოოთ სამოსელი, რომელმან
Line of edition: 32    
დაფაროს სირცხჳლი ჩუენი და გუაცხოვნნეს და განგჳსუენოს
Line of edition: 33    
უკუნისამდე სასუფეველსა ცათასა.

Line of edition: 34       
რამეთუ ეგულების ქრისტეს ზეცით მოსლვაჲ და ყოველნივე
Line of edition: 35    
თესლნი ადამისნი აღადგინნეს საუკუნითგან დაძინებულნი მსგავსად
Line of edition: 36    
წერილისა და განყვნეს ყოველნივე ორად და რომელთა ზედა
Line of edition: 37    
იყოს სასწაული მისი, რომელ არს ბეჭედი სულისაჲ, მათ მოუწოდოს
Line of edition: 38    
ვითარცა თჳსთა და მარჯუენით თჳსსა დაადგინნეს, ვითარცა
Page of edition: 255   Line of edition: 1    
თჳთ იტყჳს, ვითარმედ: "ცხოვარნი ჩემნი ჴმასა ჩემსა ისმენენ" და
Line of edition: 2    
"ვიცნობ ჩემთა მათ და მეცნიერ ვარ ჩემთა მიერ". და მაშინ შეიმოსონ
Line of edition: 3    
დიდებაჲ საღმრთოჲ გუამთა მათთა კეთილთა საქმეთა მიერ
Line of edition: 4    
და პოონ დიდებაჲ იგი სულისაჲ, რომელი აქაჲთვე მათ შორის
Line of edition: 5    
აქუნდა და ესრეთ განბრწყინდენ საღმრთოჲთა მით მადლითა და
Line of edition: 6    
ცად აღიტაცნენ შემთხუევად უფლისა ჰაერთა შინა წერილისაებრ
Line of edition: 7    
და მარადის უფლისა თანა იყვნენ და მის თანა სუფევდენ დაუსრულებელთა
Line of edition: 8    
მათ კეთილთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Pseudo-Macarius, Epistulae et Orationes.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.