TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 238
Previous part

Chapter: 40  
თავი : 40


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა ხუთ და მეოცესა შინა წელსა ტყუეობისა ჩუენისასა, პირველსა შინა თთუესა, ათსა თთჳსასა, ოთხ და მეათესა წელსა შემდგომად დაპყრობისა ქალაქისა, მას დღესა შინა იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ და მომიყვანა მე მუნ

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხილვასა შორის ღმრთისასა, შემიყვანა მე ქუეყანად ისრაჱლისა და დამადგინა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად და მას ზედა, ვითარცა დაშენებულებაჲ ქალაქისაჲ პირისპირ.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე მუნ და აჰა კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მბზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ჴელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ჴელსა შინა მისსა და იგი დგა ბჭესა ზედა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო კაცმან: იხილეა, ძეო კაცისაო? განიცადე თუალთა მიერ შენთა და ყურთა მიერ შენთა ისმინე და დააწესენ გულსა შენსა ყოველნი, რავდენთა მე გიჩუენებ შენ, მით რამეთუ ჩუენებისათჳს შენისა შემოვედ აქა; და უჩუ\ენო, Page of ed. 1709: 203b  რავდენთა შენ ჰხედავ, ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა ეზოჲ გარეშე სახლისა გარემო და ჴელსა შინა კაცისასა ლელწამი ზომით წყრთათა ექუსთაჲ წყრთითა და გოჯულითა; და განზომა წინმოზღუდვილობაჲ, სივრცე სწორი ლელწმისაჲ და სიმაღლე მისი სწორი ლელწმისაჲ.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შევიდა ბჭედ მხედველად აღმოსავალით კერძო, შჳდთა შორის აღხარისხულთა და მოზომა თეეჲ ექუს-ექუსი და ელამი ბჭისაჲ, სწორი ლელწმისაჲ სივრცით და სწორი ლელწმისაჲ სივრცედ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თეეჲ სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და ელამი საშუალ თეელამისა წყრთეებ ექუს; და თეეჲ მეორე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და ელამი წყრთათა ხუთთა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თვეჲ მესამე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ,

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ელამი ბჭისაჲ, მახლობელად ელამსა ბჭისასა, წყრთათა რვათაჲ და ელევნი წყრთათა ორთანი და ელამნი შინაგან ბჭისა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თეენი პირისპირ ბჭისა, სამნი ამიერ და სამნი იმიერ, გზისა კერძ აღმოსავალისა, და საზომი სამთავე შორის; და საზომი ელამთა შორის ამიერ და იმიერ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განზომა სივრცე კარისა ბჭისაჲ მის წყრთაებ ათ და სიგრძე ბჭისაჲ წყრთათა ათსამმეტთაჲ.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წყრთისა შემოკრებული საზღვარი პირსა წინაშე თეეთასა წყრთისა ერთისაჲ და წყრთისა ერთისა საზღვარი ამიერ და იმიერ და თეეჲ წყრთათა ექუსთაჲ აქაჲთ და იქით.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განზომა ბჭე წყრთითგან თეეისაჲთ ზღუდისა მიმართ თეეისა სივრცე ოცდახუთთა წყრთათა; ესე ბჭე ბჭესა ზედა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ურთავი ელამისა ბჭისაჲ სამეოც წყრთა\ებ Page of ed. 1709: 204a  და თეისნი ბჭისაჲ მრგულივ გარემოთა ეზოჲსათა და ურთავი გარეშე ბჭისა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ურთავისა მიმართ ელამისაჲსა შინაგან ბჭისა ერგასის წყრთაებ.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სარკუმელნი დაფარულნი თეჲმთაჲთ კერძო შინაგან და ელამით კერძო, ბჭესა ეზოჲსასა მრგულივ, და ეგრეთვე ელამისა სარკუმელნი მრგულივ, შინაგან და ელამით კერძო, შეწებვით ფინიკნი სამ-სამნი აქეთ და იქით.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად და აჰა კრეტსაბმელები და სუეტები ქმნულები გარემოჲს ეზოჲსა, ოცთაათები კრეტსაბმელები გარემო სუეტებთა ზედა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სტოვაები სამხრით კერძოთა ბჭეთასა სიგრძისაებრ ბჭეთაჲსა, პირისპირ გარემო სუეტსა ქუეშე კერძოსა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განზომა სივრცე ეზოჲსა ურთავითგან ბჭისა გარეშისაჲთ შინაგან ურთავისა კერძ ბჭისა, მხედველისა გარეთ წყრთა ას, მხედველისა აღმოსავალით კერძო, და შემიყვანა მე ჩრდილოდ მიმართ.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა ბჭე, მხედველი ჩრდილოჲთ კერძო ეზოჲსა გარეშისაჲ, და განზომა იგი, სივრძეცა მისი და სივრცე მისი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თეი სამნი, სამნი ამიერ და სამნი იმიერ; და ელაჲ და ელამონი და ფინიკნი მისნი და იყო საზომთაებრ ბჭისა, მხედველისათა აღმოსავალით კერძო, ერგასისთა წყრთაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთათა ოცდახუთთაჲ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სარკუმელნი მისნი და ელამონნი მისნი და ფინიკნი მისნი, ვითარ-იგი ბჭე, მხედველი აღმოსავალით კერძო, და შჳდთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და ელამონნი მისნი შინაგან მათსა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ბჭე ეზოსა შინაგანსა, მხედველი ბჭესა ზედა ჩრდილოჲსასა, ვითარ სახედ ბჭისა, მხედველისა აღმოსავალით კერ\ძო, Page of ed. 1709: 204b  და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ წყრთაებ ას.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიმიყვანა მე გზისა მიმართ სამხრით კერძოსა და აჰა ბჭე, მხედველი სამხრად მიმართ, და განზომა იგი და თვენი და ელანი და ელამონნი საზომთაებრ ამათ.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სარკუმელნი მისნი და ელამონნი გარემო, ვითარ-იგი სარკუმელნი ელამისანი, ერგასისთა წყრთათაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთა ოცდახუთთაჲ.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შვიდნი აღკიბულნი მისნი და ელამონნი მისნი შინაგან მისსა და ფინიკნი მისნი, ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევით კერძო.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ბჭე პირისპირ ბჭესა ეზოჲსა შინაგანისასა ჩრდილოდ მიმართ; და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ გზისა სამხრად მიმართისაჲ წყრთაებ ას და სივრცე წყრთაებ ოცდახუთ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე ეზოდ მიმართ უშინაგანესად, ბჭისა მიერ სამხრად მიმართისა, და განზომა ბჭე სამხრად მიმართი საზომთაებრ ამათ.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თეენი და ელევნი და ელამონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამონი გარემოჲს ერგასის წყრთაებ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთაებ ოცდახუთ.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ელამონისა გარემოჲსა სიგრძე ხუთთა და ოცთა წყრთათა და სივრცე ხუთთა წყრთათა.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ელამონნი მისნი უშინაგანესსა მისსა შინა ეზოსა და ფინიკნი მისნი ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევისა მიმართ; და რვანი აღხარისსულნი მისნი აღსავალად მისსა.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე უშინაგანესისა მიმართ ბჭისა, მხედველისა გზად აღმოსავალით კერძოდ, და განზომა იგი საზომთაებრ ამათ.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თვენი და ელევნი და ელამონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამონნი გარემოჲს ერგასის წყრ\თაებ Page of ed. 1709: 205a  სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთაებ ოცდახუთ.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ელამონნი მისნი უშინაგანესსა შინა ეზოსა და ფინიკნი ელევთა ზედა მისთა ამიერ და იმიერ და თუალნი აღხარისხულნი მისნი.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე ბჭისა მიმართ ჩრდილოჲთ კერძისა და განზომა საზომთაებრ ამათ.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თვენი და ელევნი და ელამონნი და სარკუმელნი მისნი გარემოჲს; და ელამონნი მისსა გარემო ერგასის წყრთაებ სიგრძე მისი და სივრცე მისი ოცდახუთ წყრთაებ.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ელამონნი მისნი ეზოსაშინა გარეშესა და ფინიკნი ელევისა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისსულნი მისნი.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და კრეტსაბმელნი მისნი და თითოეულისა კრეტსაბმელისა იყო კარი და ელამონნი მისნი კართა ზედა ბჭეთასა. და მუნ რცხედ ყოვლად დასაწუელთა.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო წინაკარსა თანა ბჭისასა ორნი ტაბლანი იმიერ და ამიერ, ტაბლანი ამიერ მეორისა გამოსადინელისა, რაჲთა დაიკლოდინ მათ ზედა ყოვლად დასაწუელი და ცოდვისა ძლითნი და უმეცრებისა ძლითნი.

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სამხრით კერძო სადინელისა ყოვლად დასაწუელთაჲსა, კარსა თანა ბჭისა მხედველისასა ჩრდილოჲთ კერძო, ორნი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო, სამხრით კერძო მეორისა ელამისაჲსა და ბჭისა ორნი ტაბლანი აღმოსავალით კერძო; და რვანი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო,

Verse: 41   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ოთხნი ტაბლანი ამიერ და ოთხნი ტაბლანი იმიერ, სამხრით კერძო ბჭისაჲთ რვანი ტაბლანი მსხუერპლთანი; მათ ზედა დაკლნიან საკლველნი ყოვლად დასაწუელთანი წინაშე რვათა ტაბლათასა.

Verse: 42   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ოთხნი ტაბლანი ყოვლად დასაწუელთანი ქვისანი, გამოთლილნი სიგრძით წყრთა და ნახევარ და სივრცით წყრთა და ნახევარ და წყრთა ერთ Page of ed. 1709: 205b  სიმაღლით; მათ ზედა დადვიან ჭურჭლები, რომელთა მიერ დაკლიან მუნ ყოვლად დასაწუელები.

Verse: 43   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გისოსი გოჯეულსა მქონებელი, გამოთლილსა შინაგან მრგულივ და ტაბლასა ზედა, ზენა კერძოდ სართულნი დამფარველად წჳმისაგან და სიჴმელისაგან.

Verse: 44   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და აჰა საყდარნი ორნი გზათანი ეზოსა შინა უშინაგანესსა, ერთი სამჴრით კერძო ბჭისა, მხედველისა ჩრდილოდ მიმართ, და მეორე ჩრდილოდ კერძო ბჭისა, მხედვე. ლისა სამხრისა მიმართ.

Verse: 45   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: საყდარი ესე, მხედველი სამხრად მიმართ, მღდელთაჲ, მცველთა საცავსა სახლისასა.

Verse: 46   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და საყდარი, მხედველი ჩრდილოდ მიმართ, მღდელთაჲ, მცველთა საცავსა საკურთხეველისასა; იგინი არიან ძენი სადუკისნი, მიახლებულნი ლევისაგან უფლისა მიმართ მსახურებად მისსა.

Verse: 47   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განზომა ეზოჲ სიგრძით წყრთათა ასთაჲ და სივრცით წყრთათა ასთაჲ ოთხთა ზედა კერძოთა მისთა და საკურთხეველი დამართებით სახლისა.

Verse: 48   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე ელამად მიმართ სახლისა და განზომა; და განზომეს ელამი, წყრთათა ხუთთა სივრცე ამიერ და ხუთთა წყრთათაჲ იმიერ და სიბრტყე სიფართისა წყრთათა ათოთხმეტთაჲ და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ. და სივრცე სიფართისაჲ წყრთათა ათოთხმეტთაჲ და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

Verse: 49   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სიგრძე ელმისაჲ წყრთათა ოცთაჲ და სივრცე წყრთათა ათერთმეტთაჲ; და ათთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და სუეტნი იყვნეს ელამსა ზედა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ. Page of ed. 1709: 206a 




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.