TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 237
Previous part

Chapter: 39  
თავი : 39


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ გოგსა ზედა და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსისსა, მოსოხს და თოველს,

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეგკრიბო შენ და წარგიძღუე შენ და აღგიყვანო შენ დასა\სრულსა Page of ms. Ga: 276v   ზედა შორრაჲსასა და მიგიყვანო შენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვბერტყო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა და ისარნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა და დაგამჴუა შენ

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მთათა ზედა ისრაჱლისათა. და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და მრავალნი ნათესავნი შენთანა, მფ\რინველთა Page of ed. 1709: 202a  ცისათა და ყოველთა ფრთოანთა მიეცნეთ და ყოველთა მჴეცთა ქუეყანისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიგავლინო ცეცხლი გოგსა ზედა და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სახელი ჩემი წმიდაჲ იცნობოს შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა და არა შეიგინოს სახელი ჩემი წმიდაჲ არღა მერმე, და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდაჲ შორის ისრაჱლისა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მოვალს და სცნა, ვითარმედ იყოს, -- იტყჳს ადონაი უფალი, ესე არს დღე, რომელ ვთქუ.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი ქალაქთაგან და დასწუვიდენ და აღაგზებდენ საჭურველთა მიერ ფარებისა და ჰორლებისა და შუბებისა და მშჳლდებისა და ისრებისა. და კუერთხებისა ჴელთაჲსა და ლახურებისა და აგზებდენ მათ მიერ ცეცხლსა შჳდთა წელიწადთა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა მოიღონ შეშაჲ ველით, არცა მოჰკუეთონ მაღნართაგან, არამედ საჭურველთა წუვიდენ ცეცხლითა; და ტყუე-ჰყოფდენ წარმტყუენველთა მათთა და იავარ-ჰყოფდენ იავარმქმნელთა მათთა, -- იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა მივსცე გოგს ადგილი სახელოანი, საფლავი ისრაჱლსა შორის, სამრავალკაცოჲ მომავალთაჲ აღმოსავალით ზღჳსაჲთ, და გარე-მოაშენონ პირისგარე ჴევისაჲ; და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლე მისი და ეწოდოს გესა მრავალსაკაცო გოგისა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაჰფლნეს იგინი სახლმან ისრაჱლისამან, რაჲთა განწმდეს ქუეყანაჲ შჳდ თთუე.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაჰფლვიდენ მათ ყოველი ერი ქუეყანისაჲ და იყოს მათდა სახელად დღე, რომელსა შინა ვიდიდო მე, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და კაცთა განავლინებდენ მარადის ზედმოარულ, რომელნი ვიდოდინ ზედა Page of ed. 1709: 202b  ქუეყანასა დაფლვად გარემო\მავალთა Page of ms. Ga: 277r   თანა, დაშთომილთა პირსა ზედა ქუეყანისასა, რაჲთა განწმიდონ იგი შემდგომად შჳდთა თთუეთასა, და გამოეძიებდენ

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ყოველი მომვლელი ქუეყანისაჲ და მიმომავალი; მხილველმან ძუალსა კაცისასა აღაშენოს მათ მიერ სასწაული, ვიდრე არა დაჰფლნენ იგინი დამფლველთა გეს შინა, სამრავალკაცოსა გოგისსა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და რამეთუ სახელი ქალაქისაჲ დაცემულება და მრავალსაკაცო და განწმდეს ქუეყანაჲ.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არქუ ყოველსა მფრინველსა და ყოველსა ფრთოანსა და ყოველთავ მჴეცთა ველისათა: შეკერბით და მოვედით და კრება ყავთ ყოველთაგან გარემოთა მსხუერპლსა ზედა ჩემსა, რომელი მე დაგიდევ თქუენ, მსხუერპლი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა, და ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ და სისხლი მთავართა ქუეყანისათაჲ სუთ, ვერძნი და ზუარაკნი და ვაცნი და ზუარაკნი, ჭამებულნი ყოველნი.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჭამეთ ცმელი სიმაძღრედ და სუთ სისხლი სიმთრვალედ მსხუერპლისაგან ჩემისა, რომელი დაგიკალ თქუენ.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღივსენით ტაბლისაგან ჩემისა ცხენი და აღმავალი და გმირი და ყოველი კაცი მბრძოლი, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მე მივსცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის და იხილონ ყოველთა წარმართთა საშჯელი ჩემი, რომელი ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი დღითგან ამით და წამართ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცნან ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ცოდვათა მათთათჳს ტყუე იქმნეს სახლი ისრაჱლისაჲ, მის წილ რომელ იშეურაცხეს ჩემდამო და მიმიქციე პირი ჩემი მათგან და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა და დაეცნეს ყოველნი მახჳლითა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არაწმიდებათაებრ მათთა და უშჯულოებათაებრ მათთა უყავ მათ და მივიქციე პირი ჩემი მათგან.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს Page of ed. 1709: 203a  ადონაი უფალი: აწ მოვაქციო ტყუეობაჲ იაკობისი და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაი და ვაშურვო სახელისათჳს ჩემისა წმიდისა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიღონ უპატივოებაჲ მათი და ყოველნი უსამართლოებანი მათნი, რომელნი იუსამართლოვნეს ჩემ\დამო, Page of ms. Ga: 277v   დამკჳდრებასა შინა მათსა ქუეყანასა ზედა მათსა მშჳდობით, და არა იყოს მაშინებელი,

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მო-რაჲ-ვაქცევდე მე მათ წარმართთაგან და შევჰკრებდე მე მათ სოფლებთაგან მტერთა მათთაჲსა, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის წინაშე მრავალთა ნათესავთასა.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, გამო-რაჲ-უჩნდე მე მათ წარმართთა შორის. და შევკრიბნე იგინი ქუეყანასა ზედა და არავინ დაუტეო მათგანი მათ თანა

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა მივიქციო არა მერმე პირი ჩემი მათგან მის წილ, რომელ მივჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, -- იტყჳს უფალი უფალი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.