TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 231
Previous part

Chapter: 33  
თავი : 33


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა და სთქუა მათდამი: ქუეყანასა, რომელსაცა ზედა მოვჰჴადო მახჳლი მე, და მოიყვანოს ერმან ქუეყანისამან კაცი ერთი მათგანი და მისცენ იგი თავთა მათთა ებგურად.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ იხილოს ებგურმან მახჳლი, მომავალი ქუეყანასა ზედა, და საყჳრ-სცეს საყჳრსა და დაუნიშნოს ერსა

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესმეს მსმენელსა ჴმისა საყჳრისაჲ და არა დაცვა ყოს და ზედა მოვიდეს მახჳლი და ეწიოს მას, სისხლი მისი თავსა ზედა მისსა იყოს.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმასა საყჳრისასა მსმენელმან არა დაცვა ყო, სისხლი მისი მას ზედა იყოს; და ესრეთ და რამეთუ დაცვა-ყო, სული თჳსი განირინა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ებგურმან, უკუეთუ იხილოს მახჳლი მომავალი და არა საყჳრსცეს საყჳრსა და არ დაუნიშნოს ერსა და ერმან არა დაცვა ყოს და ზედა მოსრულმან მახჳლმან მიიღოს მათგანი სული, იგი უკუე ცოდვისათჳს თავისა თჳსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან ებგურისა გამოვიძიო.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა და ისმინო პი\რისა Page of ed. 1709: 193b  ჩემისაგან სიტყუაჲ და წინდაცვულ ჰყვნე იგინი ჩემ მიერ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თქუმასა შინა Page of ms. Ga: 269v   ჩემგან ცოდვილისასა: ცოდვილო, სიკუდილით მოჰკუდე, და არ კრძალვა სცე ცოდვილსა დაცვად უთნოობაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა, ძიებად მისსა, უშჯულოჲ იგი უშჯულოებითა მისითა მოკუდეს, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ უკუეთუ წინა-მიუთხრა უთნოსა გზაჲ მისი მოქცევად მისსა მისგან, და არა მოიქცეს გზისაგან მისისა, იგი ვიდრე-მე უშჯულოებასა შინა თჳსსა მოკუდეს, ხოლო შენ სული შენი განირინო.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ესრეთ ჰზრახეთ მეტყუელთა: ცთომანი ჩუენნი და უშჯულოებანი ჩუენნი ჩუენ თანა არიან და მათ შინა დავდნებით და ვითარ ვცხოვნდეთ?

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არქუ მათ: ცხოველ ვარ, მე იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა, რაჲთა რად მოჰკუდებით, სახლო ისრაჱლისაო?

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, არქუ ძეთა ერისა შენისათა: სიმართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსაცა დღესა სცთეს; და უშჯულოებამან უშჯულოჲსამან ვერ მოკლას, რომელსაცა დღესა მოაქციოს უშჯულოებისაგან მისისა, და მართალსა ვერ ძალ-უც ცხოვნებად სიმართლისათჳს თჳსისა, რომელსაცა დღესა ცოდოს.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თქუმასა შინა ჩემგან მართლისასა: ცხოვნებით სცხოვნდე, და ესე ესვიდეს სიმართლისა მიმართ თჳსისა და ქმნეს უშჯულოებაჲ, ყოველნი სიმართლენი მისნი არ აღეჴსენნენ მას; უსამართლოებასა შინა მისსა, რომელი ქმნა, მას შინა მოკუდეს.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვჰრქუა რაჲ მე უთნოსა: "სიკუდილით მოჰკუდე", და მოიქცეს უშჯულოებისაგან თჳსისა და ყოს მშჯავრი და სიმართლე,

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნაჴუთევი თანამდებისაჲ Page of ed. 1709: 194a  უკუნ-სცეს, და ნატაცები კუალად აგოს, უშჯულოჲ ბრძანებათა შინა ცხორებისათა ვიდოდის არაქმნად უსამართლოჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს, არა მოკუდეს.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ყოველნი ცოდვანი მისნი, რომელნი ცოდნა, არა მოეჴსენნენ მას, რამეთუ მშჯავრი და სიმართლე ქმნა, მათ შინა ცხოვნდეს.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იტყჳან ძენი ერისა შენისანი\: Page of ms. Ga: 270r   არამართალ არს გზაჲ უფლისაჲ. და იგი გზაჲ მათი არამართალ არს. ხოლო ისმინეთ, სახლო ისრაჱლისაო: ნუ გზაჲ ჩემი არამართალ არს, არა გზანი თქუენნია არამართალ?

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ქმნას შეცოდებაჲ, მას შინა მოკუდეს იგი.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ მოაქციოს ცოდვილმან უშჯულოებისაგან თჳსისა და ქმნას მშჯავრი და სიმართლე, მათ შინა ცხოვნდეს იგი.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე არს, რომელ სთქუთ: არამართალ არსო გზაი უფლისაჲ; თითოეული გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო მეათორმეტესა წელსა, მეათესა შინა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, ტყუეობისა ჩუენისასა, მო ვიდა ჩემდა იერუსალჱმით განრინებული მეტყუელი: გამოღებულ იქმნა ქალაქი.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჴელი უფლისაჲ იქმნა ჩემ ზედა მიმწუხრი, პირველ მოსლვისა განრინებულისა მის, და აღმიღო პირი ჩემი, ვითარცა მოვიდა ჩემდა განთიად, და აღ-რაჲ-ეღო პირი ჩემი, არღარა დაიპყრა მერმე.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, დამმკჳდრებელნი, მოოჴრებულნი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, მეტყუელნი იტყჳან: ერთი იყო აბრაამი და დაიპყრა ქუეყანაჲ და ჩუენ მრავალნი ვართ; ჩუენდა მოცემულ არს დაპყრობად ქუეყანად.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვინაჲთგან სისხლსა შჭამთ და თუალნი თქუენნი აღგიხუმან კერპთა მიმართ თქუენთა, და სისხლსა დასთხევთ და ქუეყანაჲ დაგიმკვდრებიეს,

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სდგათ მახჳლსა ზედა თქუენსა, ჰქმნენით საძა\გელნი Page of ed. 1709: 194b  და კაცადი ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეაგინებთ და ქუეყანაჲ დაიმკჳდრეთ. ესრეთ სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი:

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოოჴრებულთა შინა მახჳლითა დაეცნენ და, რომელნი არიან პირსა ზედა ველისასა, მჴეცთა ველისათა მიეცნენ შესაჭმელად და მოზღუდვილთშინათა და ქუაბთშინათა სიკუდილით მოვსწყუედ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცე ქუეყანაჲ ოჴრად და წარწყმედად და დასცხრეს გინებაჲ ძალისა მისისაჲ, მოოჴრდენ მთანი ისრაჱლისანი არყოფისაგან მოარულისა;

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და\ცნან, Page of ms. Ga: 270v   ვითარმედ მე ვარ უფალი და ვყო ქუეყანაჲ მათი ოჴერ და მოოჴრდეს ყოველთათჳს საძაგელებათა მათთა, რომელნი ქმნნეს.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი მომზრახობენ შენთჳს კედელთა თანა და ბჭეთა წინა სახლთასა და ეზრახებიან კაცადი მოყუასსა თჳსსა და კაცადი ძმასა თჳსსა, მეტყუელნი: შევკრბეთ და ვისმინოთ, რაჲ არს სიტყუაჲ, გამომავალი უფლისაგან.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვლენ შენდა, ვითარცა შემოკრბების ერი, და დასხდენ წინაშე შენსა ერი ჩემი და ისმენენ სიტყუათა შენთა და არა ჰყოფენ მათ, რამეთუ სიცრუვე პირთა შინა მათთა. და კუალსა მას უშჯულოებისა და ბილწობისასა შეუდგენ გულნი მათნი.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ ექმენ მათ, ვითარცა ჴმაჲ იგი სახიობისა და ჴმაჲ ნესტჳსაჲ მის, და ესმოდეს სიტყუაჲ შენი და არა ჰყონ.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ოდესცა მოვიდენ, იტყჳან: "აჰა მოიწია". და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი იყო შორის მათსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.