TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 229
Previous part

Chapter: 31  
თავი : 31


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იყო მეათერთმეტესა წელსა, მესამესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მუტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, თქუ ფარაოჲს მიმართ, მეფისა ეგჳპტისა, და სიმრავლისა მიმართ მისისა: რას ამსგავსე თავი შენი სიმაღლესა შინა შენსა?

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ასსურ -- კჳპაროსი შორის ლიბანსა, და კეთილ რტოებითა და მაღალ სიდიდითა და ჴშირ ჩრდილითა და საშუალ ღრუბელთა მთავრობაჲ მისი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წყალმან განზარდა იგი, უფსკრულმან აღამაღლა იგი. მდინარენი მისნი მოადინნა გარემო ნერგთა მისთა და შეყენებანი მისნი განავლინნა ყოველთა მიმართ ხეთა ველისათა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამაღლდა სიდიდე მისი უფროჲს ყოველთა ხეთა ველისათა და განვრცნეს რტონი მისნი და ამაღლდეს ბაბილონი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ბაბილოთა შორის მისთა დაიბუდეს ყოველთა მფრინველთა ცისათა და ქუეშე კერძო რტოთა მისთა შობდეს ყოველნი მჴეცნი ველისანი, აჩრდილსა ქუეშე მისსა დაემკჳდრა ყოველი სიმრავლე წარმართთაჲ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა შუენიერ სიკეთითა მისითა სივრცისათჳს რტოთა მისთაჲსა, რამეთუ იქმნეს ძირნი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კჳპაროზნი ესევითარებ სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა, და პიტუნი არა მსგავს იყვნეს ბაბილოთა მისთა, და სოჭნი არა იქმნნეს მსგავს მორჩთა მისთა, ყოველი ხე სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა არა ემსგავსა მას სიკეთესა შინა მისსა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიმრავლისათჳს რტოთა მისთაჲსა დაეშურვნეს მას ხენი საშუებლისა სამოთხისა ღმრთისანი.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი უფალი: ამის წილ, რომელ იქმენ დიდ სიდიდითა, და მიეც მთავრობა შენი საშუალ ღრუბელთასა, და ვიხილე სიმაღლესა შინა მისსა

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვეც იგი მთავართა წარმართთასა და ყვეს წარწყმედაჲ მისი.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოასრულეს იგი უცხოთა ბუგრთა წა\რმართთაგანთა Page of ed. 1709: 191a  და დაამკუეს იგი მთათა ზედა, ყოველთა შინა ჴევნებთა დაცჳვეს რტონი მისნი, და დაიმუსრნეს კეწერნი მისნი ყოველსა ზედა ველსა ქუეყანისასა, და შთამოვიდეს საფარველისაგან მისისა ყოველნი ერნი წარმართთანი და დააქუეყანეს იგი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაცემასა მისსა ზედა განისუენეს ყოველთა მფრინველთა ცისათა და კეწერთა მისთა ზედა იქმნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი,

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲთა არა ამაღლდენ სიდიდესა თანა მათსა ყოველნი ხენი წყლისზედანი, და არა მისცეს მთავრობაჲ მისი საშუალ ღრუბელთასა და არა დადგეს სიმაღლესა შორის მათსა მისსა მიმართ ყოველნი მსუმელნი წყალსა, რამეთუ ყოველნი მიეცნეს სიკუდილდ სიღრმედ ქუეყანისა, შორის ძეთა კაცთა, შთამავალთასა მთხრებლად.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა შთაყვანებულ იქმნა ჯოჯოხეთად, ეგლოვდა შას უფსკრული, დაფარა და ზედ დაადგინნა მდინარენი მისნი და დააყენა სიმრავლე წყლისაჲ და დააბნელა მის ზედა ლიბანმან, ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაიჴსნნეს.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმისაგან დაკუეთებისა მისისა შეირყინეს ყოველნი წარმართნი, ოდეს შთამიყვანდა ჯოჯოხეთად, შთამავალთა თანა მღჳმედ, და ნუგეშინისსცემდეს შას უქუესთა შინა ყოველნი ხენი საშუებელისანი და ურჩეულესნი და უკეთესნი ლიბანისანი, ყოველნი მსუმელნი წყალსა;

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და რამეთუ იგინიცა შთავიდეს მის თანა ჯოჯოხეთად, მოწყლულთა თანა მახჳლისა მიერ, და თესლი მისი დამკჳდრებულთა ქუეშე საგრილსა მისსა, შორის ცხოვრებისა მათისა, წარწყმდეს.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვის ემსგავსე ძალისა მიერ და დიდებისა მიერ და სიდიდისა მიერ? ხეთა შორის საშუებელისათა შთამოვედ და შთაყვანებულ იქმენ ხეთა თანა საშუებელისათა, სიღრმედ ქუეყანისა; შორის წინდაუცუეთელთასა დაიძინო, წყლულთა თანა მახჳლისათა. ესრეთ ფარაო და ყოველი სიმრავლე ძალისა მისისაჲ, -- იტყჳს ადონაი უფალი. Page of ed. 1709: 191b 




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.