TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 212
Previous part

Chapter: 14  
თავი : 14


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და მოვიდეს ჩემდა მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და დასხდეს წინაშე პირსა ჩემსა.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო! კაცთა ამათ დასხნეს გულისზრახვანი მათნი გულთა შინა მათთა და ტანჯვაჲ სიცრუეთა მათთაჲ დადვეს წინაშე პირსა მათსა. მიმგებელმან ღათუ მიუგო მათ?

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ეტყოდე მათ და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: კაცმან კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა, რომელმან და-თუ-ისხნეს მოგონებანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ სიცრუისა მისისაჲ დააწესოს წინაშე პირსა მისსა და მივიდეს წინაწარმეტყუელისა მიმართ, მე უფალმან მიუგო მას მათ შინა, რომელთა შინა შეწყდომილ არს გაგონებაჲ მისი,

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲთა განაიგურდიოს სახლი ისრაჱლისაჲ გულთაებრ მათთა უცხოქმნილთა ჩემგან მოგონებათა მიერ მათთა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს თქუ სახლისა Page of ed. 1709: 166a  მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოიქეცით სიმარჯუეთაგან თქუენთა და ყოველთაგან უთნოობათა თქუენთა და მოაქციენით პირნი თქუენნი ჩემდა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ კაცმან კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა და მსხემთაგან, რომელნი მსხემობენ ისრაჱლსა შორის, რომელიცა უცხო თუ იქმნეს ჩემგან და დასხნეს გულისზრახვანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ უკეთურებისა თჳსისაჲ დააწესოს წინაშე პირსა მისსა და მივიდეს წინაწარმეტყუელისა კითხვად მისსა ჩემ მიერ, უფალმან მიუგო მას, რომელსა შინა შეწყდომილ არს, მას შინა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და დავდვა იგი ოჴრად და უჩინოსაქმნელად და აღვიღო იგი საშუალ ერისა ჩემისა და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინაწარმეტყუელი თუ სცთეს და თქუას სიტყუაჲ, მე უფალმან შევაცთუნე იგი, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა და უჩინო-ვყო იგი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოღებულ იქმნეს სიცრუჱ მათი სიცრუისაებრ მკითხველისა მის; და სიცრუისაებრ ეგრეთვე წინაწარმეტყუელსა ეყოს,

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲთა არღა სცთეს მერმე სახლი ისრაჱლისაჲ ჩემგან და რაჲთა არღა ეგნენ მერმე შეცოდებათა მათთა ზედა ყოველთა, და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმრთად, იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა ჩემდამო სიტყუაჲ უფლისაჲ მეტყუელი:

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, ქუეყანამან რომელმან მე თუ შემცოდოს შთავრდომაჲ შეცოდებასა, და მივყო ხელი ჩემი მის ზედა და შევმუსრნე მისგან სიმტკიცენი პურისანი და გამოვავლინო მას ზედა სიყმილი და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა -- ნოე, იობ და დანიილ, იგინი სიმართლესა შინა მათსა ცხოვნდენ, -- იტყვს ადონაი უფალი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ მჴეცნიცა ბოროტნი მოვჰჴადნე ქუეყანასა Page of ed. 1709: 166b  მას ზედა და ვტანჯო იგი და იყოს უჩინოსაქმნელად და არა იყოს, რომელმან განვლოს პირისაგან მჴეცთაჲსა,

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სამნი ესე კაცნი იყვნენ შორის მათსა, ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ, იტყჳს ადონაი უფალი, არამედ იგინი მარტონი ცხოვნდენ, ხოლო ქუეყანაჲ იყოს მოსასრულებლად.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ანუ მახჳლი თუ მოვჰჴადო ქუეყანასა მას ზედა და ვთქუა, მახჳლმან მოიარენ ქუეყანასა ზედა! და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი;

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სამნი ესე კაცნი -- შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, -- იტყჳს ადონაი უფალი, ვითარმედ ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი, არამედ იგი მხოლონი განერნენ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ანუ სიკუდილი თუ მომავლინო ქუეყანასა მას ზედა და განვფინო გულისწყრომაჲ ჩემი მის ზედა სისხლისა მიერ მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნოვე და იობ და დანიილ საშუალ მისსა იყვნენ, ცხოველ ვარ მე, -- იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ ძენი მათნი და ასულნი განარინნენ, რამეთუ მათ სიმართლესა შინა მათსა განარინნენ სულნი მათნი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და უკუეთუ ოთხნი შურისგებანი ჩემნი: მახჳლი და სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი და სიკუდილი, გამოვავლინო იერუსალჱმსა ზედა მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უნდონი დაშთომილნი მის შორის, განრინებულნი მისგან, რომელნი გამოიყვანებენ მისგან ძეთა და ასულთა; და აჰა იგინი გამოვლენ თქუენდამო და იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და შეინანოთ ბოროტთა ზედა, რომელნი მოვჰჴადენ იერუსალჱმსა ზედა, ყოველთა ზედა ძჳრთა, რომელნი მოვაწიენ მის ზედა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნუგეშინის-გცემდენ თქუენ, მით რამეთუ იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და სცნათ, ვითარმედ არა ამაოდ ვყვენ ყოველნი, რაოდენნი ექმნენ მის შორის, იტყჳს ადონაი უფალი. Page of ed. 1709:  |167a




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.