TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 211
Previous part

Chapter: 13  
თავი : 13


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ წინაწარმეტყუელთა ზედა ისრაჱლისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ, და ჰრქუა წინაწარმეტყუელთა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით; წინაწარმეტყუელებდე და სთქუა მათდამი: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ!

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ!

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარცა მელნი ნაოჴართა შინა, იქმნნეს წინაწარმეტყუელნი შენნი, ისრაჱლ.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა დადგეს სიმყარესა ზედა და შეკრბეს სამწყსოჲ სახლსა შინა ისრაჱლისასა; არა აღდგეს დღესა შინა ბრძოლისასა მეტყუელნი დღესა შინა უფლისასა,

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, "იტყჳს უფალი", და უფალმან არა მოავლინნა იგინი; და იწყეს აღდგინებად სიტყჳსა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა ხილვაჲ ცრუჲ იხილეთა და მისნობანი ამაონი სთქუენით? და სთქუთ: "იტყჳს უფალი"; და მე არა მეთქუა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ სიტყუანი თქუენნი ცრუ და მისნობანი თქუენნი ამაოებ, ამისთჳს მე თქუენ ზედა, იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვყო ჴელი ჩემი წინაწარმეტყუელთა ზედა, მხედველთა ცრუჲსათა და აღმომჴმობელთა ამაოთასა სწავლასა შინა ერისა ჩემისასა; არა იყვნენ, არცა შთაწერათა შინა სახლისა ისრაჱლისათა შთაიწერნენ და ქუეყანად ისრაჱლისა არა შევიდენ და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მის წილ, რამეთუ შეაცთუნეს ერი ჩემი, მეტყუელთა: "მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ" და არა იყო მშჳდობაჲ; და ესე აშენებს კედელსა და იგინი ჰგოზდეს მას; უკუეთუ დაეცა,

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თქუეს მგოზელთა მიმართ მისთა, ვითარმედ: დაეცა. და იყოს წჳმაჲ წარმრღუნელი და მივსცნე ლოდნი კლდის სასროლნი, საკრველისშინათა მათთა დაეცნენ Page of ed. 1709: 165a  და სული აღმღებელი მოვიდეს და განიბძაროს

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა დაეცა ზღუდე; და არა თქუან თქუენდამო: სადა არს საგოზელი თქუენი, რომელი სცხეთ?

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მოვსცე ქარი აღმღებელი გულისწყრომითა ჩემითა და წჳმაჲ წარმრღუნელი იყოს რისხვითა ჩემითა და ლოდნი კლდის სასროლნი გულისწყრომით მოვაწინე მოსასრულებლად.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღმოვჴუარდო ზღუდე, რომელსა სცხეთ, და დაეცეს და დავდვა იგი ქუეყანასა ზედა და გამოჩნდენ საფუძველნი მისნი და დაეცნენ და მოჰსრულდეთ მხილებითა და სცნათ, რამეთუ მე ვარ ადონაი უფალი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შევასრულო რისხვაჲ ჩემი ზღუდესა ზედა და მომგოზელთა მისთა ზედა და დაეცეს. და ვთქუ თქუენდამი: არა არს ზღუდე, არცა მგოზელნი მისნი --

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელნი ისრაჱლისანი, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს იერუსალჱმსა ზედა, და მხილველნი მშჳდობასა მისსა, და მშჳდობაჲ არა არს, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ასულთა ზედა ერისა შენისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ქუეშე იდაყუსა ჴელისასა და ჰყოფენ სადგმელებსა ყოველსა ზედა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა გარდასაქცეველად სულთა; სულნი გარდაიქცეს ერისა ჩემისანი და სულთა იღუწიდეს.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემაგინებდეს მე ერისა მიმართ ჩემისა მჭელისათჳს ქრთილთაჲსა და ნატეხისათჳს პურისა მოკლვითა სულთაჲთა, რომელთა არა ჯერ იყო მოკლვაჲ, და ღუწითა სულთაჲთა, რომელთა არა ჯერ იყო სიცოცხლე, თქუმასა შინა თქუენგან ერისა მსმენელისა ცუდთა ჴმა-ყოფათაჲსა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე თავის სა\ცოებსა Page of ed. 1709: 165b  თქუენსა ზედა, რომელთა ზედა თქუენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად; და განვხეთქნი იგინი მკლავთა თქუენთაგან და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განგხეთქო სადგმელები თქუენი და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა და არღა მერმე იყვნენ ჴელთა შინა თქუენთა მიმოსაქცევლად და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მის წილ, რომელ გარდააქციეთ გული მართლისაჲ უსამართლოდ და მე არა გარდამექცია იგი. და განაძლიერებდით ჴელთა უშჯულოჲსათა ყოვლითურთ არა მოქცევად მისსა გზისაგან მისისა უკეთურისა და ცხოვნებად მისსა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ტყუილით ხილვაჲ არა იხილოთ და მისნობათა არღა იმისნებდეთ მერმე; და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელისაგან თქუენისა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.