TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 203
Previous part

Chapter: 5  
თავი : 5


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისად მახჳლი ლესული, უფროჲს საყუენველისა მკუეცრისა, და მოიგე იგი თავისა შენისად და აღიღო იგი თავსა შენსა ზედა და წუერთა შენთა ზედა და მოიღო თავისა შენისა უღელი სასწორისაჲ და აღსწონნე იგინი.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მეოთხედი ცეცხლითა დასწუა საშუალ ქალაქისა დასასრულსა თანა დღეთა შეყენებულებისა შენისათასა, და მოიღო მეოთხედი და დასწუა იგი საშუალ მისსა და მეოთხე დაშჭრი მახჳლითა გარემოჲს მისსა და მეოთხე განუბნიო ქარსა და მახჳლი წარმოვსცალო შემდგომად მათსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიხუნე მუნით მცირედნი რიცხჳთა და შეიცვნე იგინი შესამოსლითა შენითა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ამათგან მოიყვანნე მერმეცა და შეჰყარნე იგინი საშუალსა ცეცხლისასა და დასწუნე იგინი ცეცხლითა, მისგან გამოვიდეს ცეცხლი სახლისათჳს ისრაილისა.

Page of ms. Ga: 253v  
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს Page of ed. 1709: 156b  ადონაი უფალი: [ესე] -- იერუსალჱმი, საშუალ წარმართთასა დავდევ იგი და გარემო სოფლები მისი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა, შეცვალნა სამართალნი ჩემნი უშჯულოებად წარმართთაგან და შჯულიერნი ჩემნი სოფლებთაგან გარემოთა მისთა, მით რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშორნეს იგინი და შჯულთა ჩემთა შინა არა ვიდოდეს მათ შინა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მიზეზისა წილ თქუენისა წარმართთაგან, გარემოთა თქუენთა, და შჯულიერთა ჩემთა არა ხჳდოდეთ და სამართალთა ჩემთა არა ჰყოფდით, არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა, არა იქმოდეთ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: აჰა ძე შენ ზედა და ვყო შენ შორის საშჯელი წინაშე წარმართთასა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვყვნე შენ შორის, რომელნი არა ვყვენ, და არა ვყვნე მსგავსნი მათნი მერმე ყოველთათჳს საძაგელებათა შენთა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მამათა შეჭამნენ შვილნი მათნი შორის შენსა და შვილთა შეჭამნენ მამანი მათნი; და ვყვნე შენ შორის მშჯავრნი და განვსთესნე ყოველნი ნეშტნი შენნი ყოვლისა მიმართ ქარისა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონაი უფალი, ნაცვლად რომელ სიწმიდეთა ჩემთა შეაგინებდი ყოველთა მიერ მოსაწყინელობათა შენთა და ყოველთა მიერ საძაგელებათა შენთა, მეცა განვეშორო შენ, არა ერიდოს თუალი ჩემი და მე არ შევიწყალო.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მეოთხე შენი სიკუდილითა აღიჴოცოს და მეოთხე შენი სიყმილითა მოესრულოს შორის შენსა; და მეოთხე შენი მახჳლითა დაეცნენ გარემოჲს შენსა; და მეოთხე შენი ყოველსა ქარსა განვაბნინე იგინი და მახჳლი წარმოვაცალიერო შემდგომად მათსა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სრულ იქმნეს გულისწყრომაჲ ჩემი და რისხვაჲ ჩემი მათ ზედა და ნუგეშინის-ვსცე და სცნა, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე შურითა ჩემითა დასრულებასა შინა რისხვისა ჩემისასა მათ ზედა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავდვა მე შენ ოჴრად და საყუედრელად წარმართთა Page of ed. 1709: 157a  შორის გარემოთა შენთა და ასულნი შენნი, გარემოჲსნი შენნი, წინაშე ყოვლისა თანწარმავალისა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო გმობა სულთმთქუმელ და შიშ, წურთა და უჩინოქმნულება და ასულნი შენნი, გარემონი შენნი, წარმართთა შორის გარემოთა შენთა. ქმნასა შინა ჩემგან შენ თანა მშჯავრთასა რისხვით და გულისწყრომით, შურისძიებითა გულისწყრომისაჲთა და მხილებათა მიერ, მე უფალი ვიტყოდე,

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გამოვლენასა შინა სატყორცთა ჩემთა ბოროტთა სიყმილისათასა მათ ზედა და იყვნენ ნაკლულევანებად და შევმუსრნე სიმტკიცენი პურისა შენისანი;

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოვავლინო შენ ზედა სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი და გტანჯო მე შენ და სიკუდილი და სისხლი განვიდენ შენ ზედა და მახჳლი მოვჰჴადო შენ ზედა გარემოჲს, -- მე უფალი ვიტყოდე.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.