TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 192
Previous part

Chapter: 46  
თავი 46



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. Ga: 235r   დაწყებასა მეფე-ყოფისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუაჲ ესე ელამისათჳს, სიტყუაჲ, ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაჲსწარმეტყუელისა ყოველთა ზედა წარმართთა

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ეგჳპტისათა, [2] ძალსა ზედა ფარაო ნეხაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა, რომელი იყო მდინარესა ზედა ევფრატსა ხარმის შინა, რომელი დასცა მეფემან ბაბილონისამან ნაბუქოდონოსორ წელსა მეოთხესა იოაკიმ[ისსა], ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღიხუენით საჭურველნი და ფარები მიიხუენით ბრძოლად მიმართ,

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დაასხენით ცხენებსა, აღმჴედრდით ცხენოსანნი და განემზადენით თავის-გარემოჲსთა მიერ თქუენთა, წარმოიღეთ ჰორლები, შთაიცუთ ჯაჭუ-ჭური თქუენი.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რად რამეთუ ამათ ეშინის და შეიქცევიან უკუღმართ? მით რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნენ; ლტოლვით ივლტოდეს და არ შემოიქცეს გარემოცულნი გარემოჲს, იტყჳს, უფალი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ ივლტინ მალე და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო; ევფრატსა ზედა მოუძლურდენ, დაეცნენ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვინ ესე, ვითარცა მდინარე აღმოვიდეს, და ვითარცა მდინარენი აღელვებს წყალთა მისთა?

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წყალი ეგჳპტისაჲ, ვითარცა მდინარე, აღმოვალს და, ვითარცა მდინარენი, აღსძრავს ღელვათა მისთა და იტყჳს: აღვიდე და დავფარო ქუეყანაჲ და წარვწყმიდო ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღსხედით ცხენთა ზედა, განჰმზადენით საჭურველნი, გამოვედით მებძოლნი ეთიოპელნი და ლიბიელნი, ჭურვილნი საჭურველებითა, და ლჳდნი აღვედით, მოირთხთ მშჳლდი.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დღე იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ დღე Page of ed. 1709: 122b  შურის-ძიებისაჲ არს ძიებად შური მტერთა მისთაჲ; შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლისაგან მათისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ზედა ჩრდილოჲსა, მდინარესა ზედა ევფრატსა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღვედ გალაადდმი და მოიღე რეტინე ქალწულისა ასულისა ეგჳპტისა, ამაოდ ჰამრავლენ კურნებანი შენნი, სარგებელ არა არიან შენდა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 235v   ესმა წარმართთა ჴმისა შენისაჲ, და ღაღადებისაგან შენისა აღივსო ქუეყანაჲ რამეთუ მბრძოლი მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნივე.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომელნი თქუნა უფალმან, ჴელითა იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა დასამორჩილებელად ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიუთხართ შორის ეგჳპტისა და სასმენელ-ყავთ შორის მაღდოლოჲსა და დაჰმოწმეთ შორის მე[მ]ფისა და შორის ტაფნისა თქუთ: ზედ დადეგ და განჰმზადე თავი შენი, რამეთუ შეჭამა მახჳლმან ბრწამლი შენი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ ივლტოდა აპის, ზუარაკი რჩეული შენი; ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი;

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სიმრავლე მოუძლურდა და დაეცა, კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა: აღვდგეთ და მოვიქცეთ ერისა მიმართ ჩუენისა და მამულისა მიმართ ჩუენისა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოუწოდეთ სახელსა ფარაო ნეხაოჲსსა მეფისა ეგჳპტისა: საონ ესერე მოიდ.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი ღმერთი, მეფე ძალთაჲ სახელი მისი, რამეთუ, ვითარცა არს თაბორი მთათა შორის და ვითარცა კარმელი ზღუასა შორის, ეგრეთ მოვიდეს.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჭურჭელნი ტყუებისანი იქმნენ თავისა შენისად მკჳდრობამან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი უჩინო საქმნელად იყოს და ვაებაჲ არყოფისაგან მკჳდრთა მის Page of ed. 1709: 123a  შორის.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დიაკეული კარგი და შემკული ეგჳპტე, გამონახეთქი ჩრდილოჲთ მოვიდა მის ზედა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მორეწენი მისნი მის შორის, ვითარცა ზუარაკნი ჭამებულნი, მით რამეთუ იგინიცა მიიქცეს და ივლტოდეს ერთბამად; ვერ დადგეს, რამეთუ დღე წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და დღე შურის-ძიებისა მათისაჲ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ მათი, ვითარცა გუელისა მსტჳნავისაჲ, რამეთუ ქჳშასა ზედა ვიდოდინ, ცულებისა მიერ მოვიდენ მის ზედა, ვითარცა მკოდელნი ხეთანი.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოკაფეთ მაღნარი მისი, იტყჳს უფალი, რამეთუ არღა ეოცნოს, რამეთუ განიმრავლოს უფროსი მკალთაჲსა, და არა არს რიცხჳ მათი.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲთ გამოჲსათა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა შურსა-ვიგებ ძისა მისისა ამმონისსა და ფარაოჲს ზედა და ეგჳპტესა ზედა და ღმერთთა ზედა მისთა და მეფეთა ზედა მისთა და ფარაოჲს ზედა და მოსავთა ზედა მისდამი;

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა და ჴელითა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისასა Page of ms. Ga: 242r   და ჴელთა მონათა მისთასა. ამის შემდგომად დაყუდნეს დღეთაებრ პირველთა, იტყჳს უფალი.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ, ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით რამეთუ აჰა მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს და დაიძინოს და არა იყოს მაშფოთებელი მისი.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო იაკობ, იტყჳს უფალი, რამეთუ შენ თანა მე ვარ. უშიში და შუებული განცემულ იქმნა, რამეთუ ვყო აღსასრული შორის ყოველსა ნათესავსა, რომელთა მიმართ განგაგარეე შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლებაჲ და გწუართო შენ მსჯავრით და უბრალოებით არ უბრალო-გყო შენ. Page of ed. 1709: 123b 



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.