TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 190
Previous part

Chapter: 44  
თავი 44



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა იუდეანთა, დამკჳდრებულთა ეგჳპტეს შინა და მსხდომარეთა შორის ტაფნასა და მაგდოლონსა და მემფისა და ქუეყანასა შინა პათურისსა, მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ასრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: თქუენ იხილენით ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოვჴადენ იერუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა; და აჰა არიან უშენ დღესა ამას მკჳდრთაგან.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომელი ქმნეს განსამწარებელად ჩემდა, წარსრულთა ჴუმევად და კუთნვად ღმერთთა სხუათა, რომელნი არა იცოდენით თქუენ და მამათა თქუენთა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიმავლენდ თქუენდა ყრმათა ჩემთა წინაჲსწარმეტყუელთა, აღმსთობი და მიმავლენელი და მეტყუელი: ნუ იქმთ საქმესა შეგინებისა ამისსა, რომელი მოვიძულე.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს ჩემი და არა მოყ\ვეს Page of ed. 1709: 120a  ყური მათი მოქცევად უკეთურებისაგან მათისა არჴუმევისა ღმერთთა სხუათაჲსა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასწუთა რისხვაჲ ჩემი და გულისწყრომაჲ ჩემი, და აღეტყინა ცეცხლი ბჭეთა შორის იუდაჲსთა და გარეშე იერუსალიმსა; და იქმნეს აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა დღესა ამას.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ ესრეთ თქუა უფალმან საბაოთისამან, ღმერთმან ისრაილისმან: რაისათჳს თქუენ იქმთ ბოროტთა დიდთა სულთა ზედა თქუენთა მოკუეთად თქუენი მამაცი და დიაცი, ჩჩჳლი და მწოარი შორისისაგან იუდაჲსსა არდატევებისათჳს თქუენგანსა არცაერთსა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განმწარებისათჳს ჩემისა საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა, ჴუმევითა ღმერთთა სხუათათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა შეხუედით მსხემობად მუნ, რაჲთა აღმოჭრნეთ და რაჲთა იქმნეთ საწყევარად და საყუედრელად წარმართათ შორის.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არდავიწყებითა თქუენგან ძჳრთა მამათა თქუენთასა და ძჳრთა თქუენთა და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსთასა და ძჳრთა ცოლთა მათთასა და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელნი ქმნნეს ქუეყანასა შინა იუდაჲსსა და გარეშე იერუსალიმისა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა დასცხრეს ვიდრე დღისამდე ამის და არა შეიშინეს და არცა ერჩდეს შჯულთა ჩემთა და არა ვიდოდეს უკუანა ბრძანებათა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა მე დავამტკიცებ პირსა ჩემსა თქუენ ზედა ბოროტთათჳს მოსრულება[დ] ყოვლისა იუდაჲსსა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი, დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსთა ეგჳპტეს შინათა და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა და მოაკლდ\ენ Page of ed. 1709: 120b  კნინითგან ვიდრე დიდადმდე და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ და იყვნენ საფიცად და წარსაწყმედელად და საწყევარად და საყუედრელად.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ზედ-მოვიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმოვიხილე იერუსალიმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი, არცა ერთი, ნეშტათაგანი იუდაჲსთაჲ, მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს განრომილნი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიუგეს იერემიას ყოველთა მამაკაცთა, მეცნიერთა, ვითარ უჴუმევენ ცოლნი მათნი ღმერთთა სხუათა და ყოველთა დედათა, მდგომარეთა შესაკრებელმან დიდმან და ყოველმან ერმან, მსხდომარეთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა პათოქსისასა, მეტყუელთა:

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა გისმინოთ შენ.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მყოფელთა ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოვიდეს პირისაგან ჩუენისა ჴუმევად მეფეას ცისასა და ზორვად მისსა საზორველთა, ვითარ-იგი ვყავთ ჩუენ და მამათა ჩუენთა და მთავართა ჩუენთა და მეფეთა ჩუენთა ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გამოსავალთა იერუსალიმისათა; და აღვივსენით პურითა და ვიქმნენით ტკბილ და ძჳრნი არ ვიხილენით.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვითარცა მოვაკლეთ მჴუმეველთა მეფეას ცისასა და მზორველთა მისდა საზორველთასა, ნაკლულევან ვიქმნენით ყოველნი ჩუენ და მახჳლისა მიერ და სიყმილისა მოვაკლდით.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დედათა თქუეს: რამეთუ უკუმევთ ჩუენ მეფეას ცისასა და უზორავთ მას {საზორველთა? ნუ თჳნიერ ქმართა ჩუ\ენთასა Page of ed. 1709: 121a  უქმენით მას მსუნევანნი და უგენით მას} საგებნი?

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰ[რ]ქუა იერემია ყოველსა ერსა, მიმგებელთა მისდა სიტყუათასა მეტყუელმან:

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა საჴუმეველისა, რომელსა უჴუმევდით ქალაქთა შორის იუდაჲ[ს]თა და გამოსავალთა 'მიეწიის იერუსალიმისათა თქუენ და მამანი თქუენნი და მეფენი თქუენნი და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ, მოიჴსენა უფალმან და აღვიდა გულსა ზედა მისსა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვერ უძლებდა მერმე თავსდებად უფალი პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთაჲსა და საძაგელებათა თქუენთაჲსა, რომელნი ჰქმნენით; და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი მოსაოჴრებელად და უვალად და საწყევარად არყოფისა მიერ მკვდრთაჲსა, ვითარცა დღესა ამას.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
პირისაგან, რომელთა უჴუმევდით და რომლითა შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისა და შჯულსა შინა მისსა და წამებათა შორის მისთა და ბრძანებათა ზედა მისთა არა ხჳდოდეთ; და გპოვნეს თქუენ ბოროტთა ამათ, ვითარცა დღესა ამას.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: თქუენ და ცოლთა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა და ჴელითა თქუენითა აღასრულეთ, მეტყუელთა: მყოფელთა ვყვნეთ აღსაარებანი ჩუენნი, რომელნი აღვიარენით ჴუმევად მეფეას ცისასა, და სწრაფაჲ გებად მისსა საგებთა; დადგრომილნი დაადგერით აღსარებათა თქუენთა და მყოფელთა ჰყვენით აღთქუმანი თქუენნი.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან, მსხდომარეთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა: აჰა მე ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, თქუა უფალმან ღმერთმან, უკუეთუ იყოს მერმე სახე\ლი Page of ed. 1709: 121b  ჩემი წოდებულ პირითა ყოვლისა იუდეანისა, მეტყუელისაჲთა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა შინა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე ვიღჳძე ბოროტებად მათდა და არა კეთილობად; და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, დამკჳდრებულნი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა მახჳლისა მიერ და სიყმილისა, ვიდრემდის არა მოაკლდენ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანად იუდაჲსსა კნინნი რიცხჳთა და ცნან ყოველთა ნეშტთა იუდაჲსთა, მსხემთა ქუეყანას შინა ეგჳპტისასა, სიტყუაჲ თუ ვისი დაადგრეს, ჩემი ანუ მათი.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე თქუენდა სასწაულ, იხილოთ, რამეთუ მე ზედ-მოვიხილო თქუენ ზედა ადგილსა ამას შინა ბოროტებად, რაჲთა სცნათ, ვითარმედ დადგრომით დაადგრენ სიტყუანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ასრეთ თქუა უფალმან: აჰა მე მივსცემ ფარაოს უაფრესა მეფესა ეგჳპტისასა განცემულად ჴელებსა მტერთა მისთასა და ჴელებსა მეძიებელთა სულისა მისისათასა, ვითარცა მივეც სედეკია, მეფე იუდაჲსი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა, მტერისა მისისა და მეძიებელისა სულისა მისისასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.