TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 188
Previous part

Chapter: 42  
თავი 42



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და მოუჴდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და იონან, ძე კარესი, და აზარია, ძე მაასესი, და ყოველი ერი კნინითგან დიდამდე [2] იერემიას წინაჲსწარმეტყუელსა და ჰრქუეს მას:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დავარდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირისა შენისა, და ილოცე წინაშე უფლისა მიმართ ღმრთისა ნეშტთა Page of ed. 1709: 118a  ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა თუალნი შენნი ხედვენ.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით მას ზედა, და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ იერემია წინაჲსწარმეტყუელმან: მესმა, აჰა მე ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა სიტყუათაებრ თქუენთა, და იყოს, სიტყუაჲ, რომელიცა მომიგოს უფალმან, მიგითხრა თქუენ, არა დავფარო თქუენგან თქუმაჲ.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მათ ჰრქუეს იერემიას: იყავნ უფალი ჩუენდა მოწამედ მართლად და სარწმუნოდ, ვითარმედ ყოვლისა სიტყჳსაებრ, რომლითაცა მოგივლინოს შენ უფალმან ღმერთმან ჩუენდა მომართ, ეგრეთ ვყოთ.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ღათუ კეთილად და ღათუ ბოროტად ჴმისა უფლისა, ღმრთისა ჩუენისა, რომლისა ჩუენ მიგავლენთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობეს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა, შემდგომად დღეთა ათთასა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოუწოდა იერემია იოანანს, ძესა კარიესსა, და მთავართა ძლიერებისათა მისთანათა და ყოველსა ერსა კნინითგან მიდიდადმდე.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ: ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან რომლისა-იგი მიმავლინეთ მე დათხევად წყალობაჲ წინაშე მისსა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მსხდომარენი სხდეთ ქუეყანასა ამას შინა, აღგაშენნე თქუენ და არა დაგარღჳნე და დაგნერგნე თქუენ და არა აღმოგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტთაგან, რომელნი გიყვენ თქუენ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ გეშინინყე პირისაგან მეფისა ბაბილონისა, რომლისა თქუენ გეშინის; პირისაგან მისისა ნუ გეშინისყე, თქუა უფალმან, რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად თქუენდა და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მე გცე თქუენ წყალობაჲ და შეგიწყალნე თქუენ და მიგაქცინე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ იტყჳთ თქუენ: არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა არსმენისათჳს ჴმისა უფლისა Page of ed. 1709: 118b  ღმრთისა ჩუენისასა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ჴმაჲ საყჳრისჲ არა ვისმინოთ და პური არა გუშიოდის, და მუნ დავეშენნეთ.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ნე[შ]ტთა იუდაჲსთა: ესრეთ თქუა უფალმან ძალთა[მან], ღმერთმან ისრაელისამან: უკუეთუ თქუენ მისცეთ პირი თქუენი ეგჳპტედ მიმართ და შეხვდეთ მუნ დაშენებად.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, მახჳლი რომლისა თქუენ გეშინის პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა; და სიყმილი შენი, რომლისა თქუენ სიტყუაჲ გაქუსყე სივლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ უკანა თქუენსა ეგჳპტეს შინა; და მუნ მოჰკუდეთ.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ყოველნი კაცნი და ყოველნი სხუანი ნათესავნი, მოსრულნი პირითა მათითა ქუეყანად ეგჳპტისა დამკჳდრებად მუნ, და მოაკლდენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ, და არა იყოს მათი არავინ განრინებულ ბოროტთაგან, რომელთა მე მოვაწევ მათ ზედა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა დასწუთა გულის-წყრომაჲ ჩემი დამკჳდრებულთა ზედა იერუსალემისათა, ეგრეთ დაგწუთეს გულის-წყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა შესლვასა თქუენსა ეგჳპტედ, და იყვნეთ უვალად და ჴელისქუეშეებ და საწყევარად და საყუედრელად და არა იხილოთ არღა მერმე ადგილი ესე.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ასრეთ თქუა უფალმან თქუენ ზედა, დაშთომილთა იუდაჲსთა: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ. და აწ მცნობელთა ცანთ, რამეთუ მე შეგწამებ თქუენ.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარმედ ბოროტი ჰყავთ სულთა შინა თქუენთა, მიმავლენელთა ჩემთა და მეტყუელთა ჩემთა: ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გრქუნეს შენ უფალმან, გჳთხარ ჩუენ და ვყვნეთ.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გითხარ თქუენ დღეს, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რომლითა მომავლი\ნა Page of ed. 1709: 119a  მე თქუენდა;

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ უწყოდეთ, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და სიკუდილისა მიერ მოაკლდეთ ადგილსა შინა, რომელთა თქუენ ილოცავთ შესლვად, დამკჳდრებად მუნ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.