TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 186
Previous part

Chapter: 40  
თავი 40



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ შემდგომად წარგზავნისა ნაბუზარდანის მიერ მთავარქონდაქარისა რადამანით მოყვანებად იგი ჴელ-ბორკილითა ყოვლისა თანა განსახლვისა იუდაჲსსა, წარყვანებადთა ბაბილონდ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიყვანა იგი მთავარ-ქონდაქარმან და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან შენმან თქუნა ბოროტნი ესე ადგილსა ამას ზედა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოაწინა და ქმნა უფალმან, ვითარცა თქუნა, რამეთუ შესცოდეთ მას და არა ისმინეთ ჴმისა მისისა და იქმნა თქუენდა Page of ed. 1709: 116a  სიტყუაჲ ესე:

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ აჰა განგჴსენ შენ ჴელ-ბორკილთა ჴელთა შენთა ზედათაგან დღეს უკუეთუ კეთილ არს წინაშე შენსა მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონდ, მოვედ და დავადგინნე თუალნი ჩემნი შენ ზედა,

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თუ ბოროტ არს თუალთა შენთად მოსლვაჲ ჩუენ თანა ბაბილონდ, დადეგ და აჰა ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა; სადაცა არს კეთილ და წრფელ შენდა სლვად, მუნ წარ[ვ]ედ და პირველ ცვალებად ჩემდამდე ვიდოდე შენ [5] და მიიქეც გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონელმან ქუეყანასა ურიასტანისასა და დაემკჳდრე მის თანა შორის ერისა; ხოლო უკუეთუ არა, ყოველნი კეთილნი თუალთა შენთა წინა, სლვად ვიდოდე. და მისცა მას მთავარქონდაქარმან საგარი და ნიჭი და წარგზავნა იგი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდა იერემია გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, მასიფად და დაჯდა მის თანა საშუალ ერისა, დაშთომილისა ქუეყანასა მას.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ისმინეს ყოველთა მთავართა ძალისა, ველის შინაჲსათა მათ, და ძალთა მათთა, ვითარმედ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია, ძე აქიკამისი, ქუეყანასა ზედა და, ვითარმედ შე[ჰ]ვედრა მას მამები და დედები მათი და ერი მრავალი და გლახაკთაგან ქუეყანისათა, რომელნი არ განასახლნა ბაბილონდ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასსიფად ისმაილ, ძე ნათანისი, და იონან და იონათან, ძე კარიეჲსი, და სარეა, ძე თანაემითისი და ძენი ოფითისნი ნეტოფათისისანი, და იეზონის, [ძე] მაქაათისი, იგინი და მამაკაცნი მათნი.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ეფუცა მათ გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი, და მამაკაცთა მათთა, მეტყუელი: ნუ გეშინინყე პირისაგან ყრმათა ქალდეველთაჲსა; დაეშენენით ქუეყანასა ზედა და უქმოდეთ მეფესა Page of ed. 1709: 116b  ბაბილონისასა და უმჯობეს იყოს თქუენდა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა მე ვზი მასიფას შინა დგომად წინა პირსა ქალდეველთასა, რომელნი მო-თუ-ვიდენ თქუენ ზედა; და თქუენ შეიკრიბეთ ღჳნოჲ და ხილი და შეკრიბეთ ზეთი ჭურჭელთა თქუენთა და დაეშვნენ.შთ ქალაქთა თქუენთა, რომელთა შენ დაგეპყრნეს.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველთა იუდეანთა, ქუეყანისა მოაბისათა, და ძეთა ამმონისთა შორისთა და იღუ.მესას შინაჲსთა და ყოვლისა ქუეყანისა შორისთა, ესმა, ვითარმედ მისცა მეფემან ბაბილონისამან ნეშტი იუდეას შინა, ვითარმედ დაადგინა მათ ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი და მოიქცეს იუდეანნი ყოველთა ადგილთაგან, სადაცა განითესნეს მუნ.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ქუეყანად იუდაჲსსა გოდოლიაჲს მომართ მასიფად და შეკრიბეს ღჳნოჲ და ხილი მრავალი ფრიად და ზეთი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იონან, ძე კარიესი, და მთავარნი ძალისა ველთა შინაჲსანი მოვიდეს გოდოლიაჲს მომართ მასიფად.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მას: [14] უკუეთუ უწყებით უწყი, ვითარმედ ველია მეფემან, ძემან ამონისთამან, მოავლინა შენდა ისმაილ, ძე ნათანისი, მოკლვად სულისა შენისა? და არა ჰრწმენა მათი გოდოლიას, ძესა აქიკამისსა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იონან, ძემან კ[ა]რიესმან, გოდოლიას იდუმალ მასიფას შინა, მეტყუელმან: წარვიდე მე და მოვკლა ძე ნათანისი, ისმაილ, და ნუვინ აგრძნობნ; ნუსადა მოკლას სული შენი და განითესნენ ყოველნი იუდეანნი შეკრებილნი შენ თანა, და წარწყმდენ დანაშთომნი იუდაჲსნი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა გოდოლია, ძემან აქიკამისმან, იონანის მიმართ, ძისა კარესსა: ნუ ჰყოფ სიტყჳსაებრ შენისა, რამეთუ ტყუილსა იტყჳ შენ ძჳნად ისმაილისსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.