TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 184
Previous part

Chapter: 38  
თავი 38



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელქისსა, სიტყუათა რომელთა იტყოდა იერემია ყოვლისა მიმართ ერისა, მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესე თქუა უფალმან: მჯდომარე ქალაქსა შინა, მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილითა და სიკულისა და განმავალი ქალდეველთა მიმართ ცხონდეს, და იყოს სული მისი მოპოვნებულ და ცხონდეს.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილონისათა და დაიპყრას იგი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუეს მთავართა მეფესა: მოიკალნ აწ კაცი იგი, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელებსა კაცთა მბრძოლთა, დაშთომილთასა ქალაქსა ამას შინა. და ჴელთა ყოვლისა Page of ed. 1709: 113b  ერისათა დაჰჴსნის, მეტყუელი მათდამი მსგავსად სიტყუათა ამათ; რაამეთუ კაცი ესე არუწყების მთხრობლობს ერისა ამის მშჳდობასა, არამედ რამეთუ ძჳრთა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა მეფემან სედეკია: აჰა ეგე ჴელთა შინა თქუენთა, რამეთუ ვერ ეძლო მათდა მიმართ მეფესა სიტყუაჲ.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიყვანეს იერემია და შთააგდეს იგი მღჳმესა მელქისსა, ძისა მეფისასა, რომელი იყო ეზოსა საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლებითა მღჳმედ; და მღჳმესა შინა არა იყო წყალი, არამედ მწჳრე, და იყო მწჳრესა შინა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ისმინა აბდემელექ ეთიოპმან კაცმან საჭურისმან, და იგი იყო ეზოსა შინა მეფისა, ოდეს შთააგდეს იერემია მღჳმედ, და მეფე ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვიდა აბდემელექ მისდამი და იტყოდა მეფისა მიმართ:

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უფალო ჩემო მეფე, იბოროტეს კაცთა ამათ ყოველნი, რავდენნი უყვნეს იერემიას წინაისწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმედ, და მოკუდეს უკუე კერძო მისსა; იბოროტე, რომელ ჰყავ მოკლვაჲ კაცისა ღმრთისაჲ პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არა არიან პურნი ქალაქსა შინა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ამცნო მეფემან აბდემელექს ეთიოპსა, მეტყუელმან: მიიხუენ თავისა შენისა თანა ამიერ ოც და ათნი კაცნი და აღმოიყვანე იგი მღჳმით, რაჲთა არა მოკუდეს.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარიყვანნა აბ[დ]ემელექ კაცნი და შევიდა სახიდ მეფისა ქუეშედ და გამოიხუნა მიერ ძუელნი ბებკულნი და ძუელნი საბელნი და შთაყარნა იგინი იერემიაჲს მიმართ მღჳმედ.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა მისდა მიმართ აბ[დ]ემელექ ეთიოპმან: დასხენ ძუელნი ესე ბებკულნი და მატყლიერნი იღლიათა ქუ[ე]შე ჴელთა შენთასა, ქუეშე კერძო სახელთასა და ქმნა იერემია ეგრეთ.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღმოზიდეს იგი საბლითა მიერ და აღმოიყვანეს იგი მღჳ\მისაგან Page of ed. 1709: 114a  და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიავლინა მეფემან სედეკია და მიუწოდა მას თჳსსა მიმართ, სახიდ სალათიელისსა, მყოფად სახლსა შინა უფლისასა. და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაჲსწარმეტყუელსა: გკითხო მე შენ სიტყუაჲ, ნუ დაჰმალავ ჩემგან თქუმასა

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერეია მეფესა: უკუეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილით მომაკუდინოა მე? და უკუეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი?

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ და უკუეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა, მეძიებელთა სულისა შენისათასა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას იერემია: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უკუეთუ განსრული განხჳდე მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, და ცხოვნდეს სული შენი და ქალაქი ესე არა დაიწვას ცეცხლითა, და სცხოვნდე შენ და სახლი შენი.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ არა განხჳდე შენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, განეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შეწ არა განერე მათგან.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაჲსწარმეტყუელსა: მე სიტყუაჲ მაქუს იუდეანთა, მილტოლვილთა ქალდეველთა მიმართ, ნუ მიმცენ მე ჴელთა მათთა და მეკიცხვიდენ მე.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა იერემია: არა განგცენ შენ, და ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ შენდამი, და უმჯობეს იყოს შენდა, და ცხოვნდეს სული შენი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ არა გნებავს შენ განსლვად, ესე არს სიტყუაჲ, რომელ მიჩუენა მე უფალმან.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა ყოველნი დედანი, დაშთომილნი სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა, განიყვანენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილონისათა, და იგინიცა იტყოდეს: შეგა\ცთუნეს Page of ed. 1709: 114b  შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, და გძლონ შენ ბრკუმასა შინა ფერჴისა შენისასა და მიიქცენ შენგან.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველნი ცოლნი შენნი და შვილნი შენნი განჰგუარნენ ქალდეველთა მიმართ და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴელისაგან მეფისა ბაბილოვნისა შეპყრობილ იქმნე და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას მეფემან: კაცი ნუ სცნობნ სიტყუათა ამათგანსა და არა მოჰკუდე.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ ესმეს მთავართა, ვითარმედ გეზრახე შენ და მოვიდენ შენდა და გრქუან შენ: მითხარ ჩუენ რასა გეზრახა შენ მეფე, ნუ დაჰფარავ ჩუენგან. და არა მოგკლათ შენ, და რასა ეზრახე მეფესა?

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ: დავაგდებდ მე წყალობასა ჩემსა წინაშე პირსა მეფისასა არმიქცევისათჳს ჩემისა კუალად სახიდ იონათანისა მოსიკუდიდ ჩემდა მუნ.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲს მიმართ და ჰკითხეს მას. და მიუთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი ამცნნა მას მეფემან და დადუმნეს, რამეთუ არა ისმა სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაჯდა იერემია ეზოსა საპყრობილისასა ვიდრე ჟამამდე, რომელსა დაპყრობილ იქმნა იერუსალიმი, და იყო, რაჟამს დაიპყრეს იერუსალიმი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.