TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 182
Previous part

Chapter: 36  
თავი 36



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა წელსა მეოთხესა იოაკიმ, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოიღე თავისა შენისად ქარტაჲ წიგნისაჲ და დაწერ\ენ Page of ed. 1709: 110b  მას ზედა ყოველნი სიტყუანი, რომელნი გამოგიცხადენ შენ ისრაილსა ზედა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა ნათესავთა, რომლით დღითგან ვიტყოდე მე შენდამი დღეთაგან იოსია მეფისა იუდაჲსთა და ვიდრე დღისამდე ამის.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუუკუე ისმინნეს სახლმან იუდაჲსმან ყოველნი ძჳრნი, რომელთა მე ვსიტყუავ ყოფად მათდა, და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და მლხინებელ ვეყო სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოუწოდა იერემია ბარუქს, ძესა ნირისსა, და დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიაჲსსა ყოველნი სიტყუანი, რომელნი გამოაცხადნა მისდამი ქარტასა ზედა წიგნისასა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ამცნო იერემია ბარუქსა, მეტყუელმან: მე ვიცვები და ვერ ძალმიც შესლვაჲ სახიდ უფლისა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეხჳდე შენ და აღმოიკითხო ქარტასა ამას შინა, რომელნიცა დასწერენ პირისაგან ჩემისა სიტყუანი უფლისანი ყურთა მიმართ ერისათა სახლსა შინა უფლისასა დღესა მარხვისასა და ყურთა შორის ყოვლისა იუდაჲსთა, რომელნი მოვლენ ქალაქთაგან მათთა, აღმოუკითხო მათ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუუკუე დავარდეს წყალობაჲ მათი წინაშე პირსა უფლისასა და მოიქცენ გზისაგან მათისა ბოროტისა, რამეთუ დიდ არს გულის-წყრომაჲ და რისხვაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა ერსა ამას ზედა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყვნა ბარუქმან ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნნა იერემია წინაჲსწარმეტყუელმან აღმოკითხვაჲ წიგნსა შინა სიტყუათა უფლისათა სახლსა შორის უფლისასა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა წელსა მეხუთესა იოაკიმისსა. ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თუესა შინა მეცხრესა იეკკლისიეს მარხვაჲ წინაშე პირსა უფლისასა ყოველმან ერმან იერუსალიმისამან და ყოველმან ერმან, მომავალთა ქალაქთაგან იუდაჲსთა იერუსალიმდ სახლისა იუდაჲსმან.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო, და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა შინა სიტყუათა იე\რემიაჲსთა Page of ed. 1709: 111a  შორის სახლისა უფლისა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა მწიგნველისასა, შორის ეზოჲსა ზენაჲთ კარის-წინათა თანა ბჭეთა სახლისა ახლისათა, ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესმა მიქეას, ძესა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, ყოველნი სიტყუანი უფლისანი წიგნისაგან.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შთავიდა სახიდ მეფისა, სახიდ მწიგნველისა, და აჰა მუნ სხდეს ყოველნი მთავარნი: ელისამა მწიგნველი და სალეა, ძე სამეაჲსი, და ელდათან, ძე აქაბორისი, და გამარია, ძე საფანისი, და სადაკია, ძე ანანიაჲსი, და ყოველნი მთავარნი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიუთხრნა მათ მიქეა ყოველნი სიტყუანი, რომელნი ესმნეს, აღმოიკითხვიდა რაჲ ბარუქ ყურთა მიმართ ერისათა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიავლინეს ყოველთა მთავართა ბარუქის მიმართ იუდი, ძე ნათანისი, ძისა სელემისი, ძისა ხუსისი, მეტყუელთა: წიგნსა რომელსა შენ აღმოიკითხავ მას შინა ყურთა მიმართ ერისათა, მ[ო]იღე იგი ჴელსა შენსა და მოვედ. და მოიღო წიგნი ბარუქ, ძემან ნირისმან. წიგნი ჴელსა ზედა თჳსსა და შთავიდა მათდამი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰ[რ]ქუეს მათ მთავართა: კუალად აღმოიკითხე ყურთა მიმართ ჩუენთა. და აღმოიკითხა ბარუქმან ყურთა მიმართ მათთა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო, ვითარცა ესმნეს ყოველთა მთავართა ყოველნი იგი სიტყუანი, განიზრახეს კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და თქუეს ბარუქის მიმართ: მიმთხრობელნი მიუთხრობთ მეფესა ყოველთა ამას სიტყუათა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ბარუქს ჰკითხეს, მეტყუელთა: მომითხარ ჩუენ, ვინაჲ დასწერენ ყოველნი ესე სიტყუანი?

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ბარუქმან: პირისაგან იერემიაჲსისა; რამეთუ მომითხრობდა იგი ჩემდამო ყოველთა მას სიტყუათა. და მე ვწერდ წიგნსა შინა მელანითა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰ[რ]ქუეს ყოველთა მთავართა ბარუქს: წარსრული დაიმალე შენ და იერემია, კაცი ნუ სცნობნ, სადა Page of ed. 1709: 111b  თქუენ.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შევიდეს მეფისა მიმართ ეზოდ და წიგნი მისცეს დასამარხავად სახლსა შინა ელისამა მწიგნველისასა და მიუთხრნეს მეფეს ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიავლინა მეფემან იუდი მოღებად წიგნისა მის, და მოიღო იგი იუდი სახლისაგან ელისამისა მწიგნველისა და აღმოიკითხა იუდი ყურთა მიმართ მეფისათა და ყურთა მიმართ ყოველთა მთავართა, მდგომარეთასა გარემოჲს მეფისა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მეფე ჯდა სახლსა შინა საზამთროსა თუესა მეცხრესა, და კერაკნი ცეცხლისანი პირისპირ მისსა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო, აღმო-რაჲ-იკითხის იუდი სამი კეფი ანუ ოთხი, მოჰკუეთდის მათ საჭრელითა მწიგნველისაჲთა და შთააგდებდის ცეცხლსა, კერაკსა მას ზედა, ვიდრემდის არა დააკლდა წიგნსა ცეცხლსა მას კერაკთასა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა გამოიძიეს, არცა დაიპნეს სამოსელნი მათნი მეფემან და ყოველთა ყრმათა მისთა, რომელთა ესმნეს ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ელდათან და გოდოლია და დალეა, ღამარია ჰმოქენობდეს მეფესა არაწჳსათჳს წიგნისა; და არა ისმინა, მათი.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ამცნო მეფემან იერემეილს, ძესა მეფისასა, და სარეას, ძესა ეზრიილისასა, სალამეას, ძესა ამიილისსა, შეპყრობაჲ ბარუქისი მწიგნობრისაჲ და იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ; და დაიმალნეს უფლისა მიერ.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად დაწვისა მეფისა მიერ ქარტასა, მქონებელსა ყოველთა ამათ სიტყუათასა, რომელნი დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიაჲსსა, მეტყუელი:

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კუალად მოიღებინ წიგნი სხუაჲ და დაწერენ ყოველნი ესე სიტყუანი, მყოფნი ქარტასა შინა, რომელი დაწუა იოაკიმ, მეფემან იუდაისმან.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იოაკიმის მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, სთქუ: ესრეთ თქუა უფალმან: შენ დასწჳ ქარტაჲ ესე, მეტყუელმან: რაჲსთჳს დასწ\ერე Page of ed. 1709: 112a  მას ზედა, მთქუმელმან ვითარმედ: შემომავალი შემოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ და მოსრას ქუეყანაჲ ესე, და მოაკლდეს მისგან კაცი და საცხოვარი.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრეთ თქვა უფალმან იოაკიმის ზედა, მეფისა იუდაჲსსა: არა იყოს მისსა მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, და მძორი მისი იყოს დაგდებულ სიცხესა დღისასა და ნეფხვასა ღამისასა.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ზედ-მომიხილო მის ზედა და თესლსა ზედა მისსა და ყრმათა ზედა მისთა და ყრმათა ზედა მისთა და მოვაწინე მათ ზედა და მკჳდრთა ზედა იერუსალიმისათა და ქუეყანასა ზედა იუდაჲსსა ყოველნი ძჳრნი,: რომელთა ვიტყოდე, და არა ისმინეს ჩემი.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიღო ბარუქმან ქარტაჲ სხუაჲ და დაწერნა მას ზედა პირისაგან იერემიაჲსსა ყოველნი სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწუნა იოაკიმმან, მეფემან იუდაჲსმან და მერმეცა შეეძინნეს მას სიტყუანი უმრავლესნი, ვითარ იგინი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.