TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 181
Previous part

Chapter: 35  
თავი 35



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიაჲსთა, მეფისა იუდაჲსთა, მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდოდე სახიდმი რექაბისა და მიუწოდე მათ სახიდ უფლისა ერთსა ეზოთაგანსა და ასუ მათ ღჳნოჲ.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიყვანე იეზონია, ძე იერემიაჲსი, ძისა ხავაზინისა, და ძმანი მისნი და ძენი მისნი და ყოველნი სახლი რექაბისი

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შევიყვანე სახიდ უფლისა და პასტოფორიონსა, ძისა ანანიაჲსსა, ძისა ღოდოლიაჲსსა, კაცისა ღმრთისაჲსა, რომელი არს მახლობელ სახლისა მთავართაჲსა, ზენაჲთ პასტოფორიონსა მაასესა, ძისა სელომისსა, რომელი სცვიდა სადგურსა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავდგი წინაშე პირსა მათსა ძეთა სახლისა რექაბისთასა ლაგჳნები სავსეები ღჳნითადა სასუმლები და

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუეს: ვერ ვსუათ Page of ed. 1709: 109b  ღჳნოჲ, რამეთუ იონადაბ, ძემან რექაბისმან, მამამან ჩუენმან, მამცნო, მეტყუელმან ჩუენმან: არა სუათ ღჳნოჲ თქუენ და ძეთა თქუენთა ვიდრე საუკუნომდე;

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სახლნი არა აღიშენნეთ და თესლი არა დასთესოთ და ვენაჴთა ნუ დაასხამთ, ნუცა იყვნენ თქუენდა, რამეთუ კარავთა შინა ჰმკჳდობდეთ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქენისათა რაჲთა ცოცხალ იყვნეთ მრავალთა ქუეყანასა ზედა, რომელსა ზედა თქუენ ხჳდოდით მას ზედა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვისმინეთ ჴმისა იონადაბისისა, მამისა ჩუენისა, ძისა რაგავისა, ყოველთაებრ, რავდენნი გუამცნნა ჩუენ არსუმისათჳს ღვნისა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, ჩუენ და ცოლთა ჩუენთა და ძეთა ჩუენთა და ასულთა ჩუენთა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არაღშენებისათჳს სახლთაჲსა დამკჳდრებად მუნ, და ვენაჴი და აგარაკი და თესლი არა იქმნა ჩუენდა;

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავეშენენით კარავთა შინა და ვისმინეთ და ვყავთ ყოველთაებრ, რავდენნი მამცნნა ჩუენ იონადაბ, მამამან ჩუენმან.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ მეფე ბაბილონელთაჲ ქუეყანასა მას ზედა, და ვთქუთ: აღსრულნი შევიდეთ იერუსალიმდ პირისაგან ძალისა ქალდეველთაჲსა და პირისაგან ძალისა ასურასტანელთაჲსა და დავეშენნეთ მუნ იერუსალიმს შინა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, მეტყუელი:

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაილისაჲ: წარვიდოდე და არქუ კაცსა იუდაჲსსა, დამკჳდრებულთა იერუსალიმისათა. არა შეიწყნაროთ სწავლაჲ სმენად სიტყუათა ჩემთა? -- თქუა უფალმან.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაამტკიცეს სიტყუაჲ ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთაჲ, რომელი ამცნო შვილთა მისთა არასუმად ღჳნისა, და არა სუეს ვიდრე დღისამდე ამის, რამეთუ ისმინეს მცნებისა მამისა მათისაჲ; Page of ed. 1709: 110a  და მე ვითარ ვიტყოდე თქუენდამი, აღმმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ ჩემი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი, წინაჲსწარმეტყუელნი. აღმმსთობმან და მიმავლენელმან და მეტყუელმან მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და უმჯობეს ყვენით სიმარჯუენი თქუენნი და ნუ ხუალთ უკუანა ღმერთთა სხუათა მსახურებად მათდა და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა; და არა მოჰყვენით ყურნი თქუენნი და არა ისმინეთ ჩემი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაისთა, დაამტკიცეს მცნებაჲ მამისა მათისაჲ, რომელი ამცნო მათ, ხოლო ერმან ამან არა ისმინა ჩემი.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა მე მოვიხუნე იუდაჲს ზედა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მათ ზედა; ყოველნი მის წილ რამეთუ ვიტყოდე მათდამი, და არა ისმინეს, და უწოდე მათ, და არა მომიგეს.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სახლსა რექაბისსა ჰრქუა იერემია: ამისთჳს თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვინაჲთგან ისმინეს ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, მცნებაჲ მამისა მათისა იონადაბისი და დაიცვნეს თანად ყოველნი მცნებანი მისნი ქმნად ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნო მათ მამამან მათმან,

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: არა მოაკლდეს მამაკაცი ძეთა იონადაბისთა, ძისა რექაბისთა, წინა-მდგომი წინაშე პირსა ჩემსა ყოველთა დღეთა ქუეყანისათა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.