TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 180
Previous part

Chapter: 34  
თავი 34



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, ქმნილი იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და ნაბუქოდონოსორ მეფე ბაბილონისაჲ და ყოველი ლაშქარი მისი და ყოველნი მეფობანი ქუეყანისა მთავრობისა მისისანი და ყოველნი ერნი ჰბრძოდეს რაჲ იერუსალიმსა ზედა და ყოველთა ქალაქთა იუდაჲსთა.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ისრაილისამან: ვლე სედეკიაჲს მიმართ. მეფისა იუდაჲსსა, და სთქუა მას მათდამი: ესრეთ თქუა უფალმან: გამც\ემით Page of ed. 1709: 108a  განეცეს ქალაქი ესე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა. და გამოიღოს იგი და დაწუას იგი ცეცხლითა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ არ განერე ჴელისაგან მისისა, რამეთუ შეპყრობით შეპყრობილ იქმნე და ჴელთა მისთა მიეცე, და თუალთა შენთა თუალნი მისნი იხილნენ, და პირი მისი პირისა შენისა თანა იტყოდის, და ბაბილონდ შეხჳდე.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, სედეკია, მეფეო იუდაჲსო: ესრეთ თქუა უფალმან, არა მოჰკუდე მახჳლითა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მშჳდობით მოჰკუდე, და ვითარცა სტიროდეს მამათა შენთა, მეფე-ყოფილთა უპირატეს შენსა, ეგრეთ გტიროდინ შენცა: ვაჲ ვაჲ, უფალო! და ჯოჯოხეთამდე გეტყებდენ შენ, რამეთუ დიდნი ვთქუენ, თქუა უფალმან.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იტყოდა იერემია წინაჲსწარმეტყუელი სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, ყოველთა ამათ სიტყუათა იერუსალიმს შინა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ძალი მეფისა ბაბილონისაჲ ჰბრძოდა იერუსალიმს ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა: დაშთომილთა ლაქისა ზედა და აზიკასა, რამეთუ ესენი დაშთეს ქალაქთა შორის იუდაჲსთა ქალაქნი მტკიცენი.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ, ქმნილი იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ შემდგომად სრულ ყოფისა მეფისა სედეკიაჲსაგან აღთქუმასა ერისა მიმართ იერუსალიმს შინაჲსა წოდებისათჳს მიტევებისა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲთა განავლინოს კაცადმან ყრმაჲ თჳსი და კაცადმან ყრმაჲ თჳსი ებრაელი და ებრაელაჲ, თავისუფალნი რაჲთა არა ჰმონებდენ იგინი კაცსა იუდაჲსაგან, ძმასა მათსა:

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიქცეს ყოველნი დიდებულნი და ყოველი ერი, შესრულნი აღთქუმასა თანა განვლინებად კაცადი ყრმისა თჳსისა და კაცადი ყრმაა[ჲსა] თჳსისა, კაცი ებრაელი, დედაკაცი ებრაელი, რაჲთა არ დაიმონნენ იგინი მერმე: და ისმინეს და განავლინნეს.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოაქ[ც]იეს შემდგომად განვლინებისა მის და უკუნ-იქცნეს ყრმანი და ყრმა\ანი, Page of ed. 1709: 108b  რომელნი განევლინნეს თავისუფლად და დაუტევებდეს მათ ყრმებად და ყრმააებად.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ, მეტყუელი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ [13] თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: მე დავდევ აღთქუმაჲ მამათა თქუენთა მიმართ, როელსა დღესა განმარინებ მათ ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა, სახლისაგან მონებისა, მეტყუელი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ოდეს განესრულოს შჳდი წელი, განავლინო ძმაჲ შენი ებრაელი, რომელ მოგეყიდოს შენ და გიქმოდის შენ ექუს წელ, და განავლინო იგი თავისუფლად შენგან. და არა მერჩდეს მე მამანი თქუენნი და არა მოყვეს ყური მათი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიქეცით დღეს ქმნად სიწრფოჲ წინაშე თუალთა ჩემთა, წოდებად კაცადისაგან მიტევებაჲ მოყუსისა თჳსისა და სრულ ჰყავთ აღთქუმაჲ წინაშე პირსა ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიაქციეთ და შეაბილწეთ სახელი ჩემი უკუნ-ქცევით კაცადისაგან ყრმისა თჳსისა და კაცადისაგან ყრმააჲსა თჳსისა, რომელნი განავლინენით თავი უფლად სული მათი და დაიმორჩილენით იგინი ყოფად თქუენდა ყრმებად და ყრმააებად.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: თქუენ არა ისმინეთ ჩემი წოდებად მიტევებაჲ კაცადმან ძმისა თჳსისაჲ და კაცადმან მოყუსისა თჳსისაჲ. აჰა მე გიწოდ[ე] თქუენ მიტევებად, თქუა უფალმან, მახჳლისადმი და სიკუდილისა და სიყმილისა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიგცნე თქუენ განსათესველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა და მივსცნე კაცნი იგი. გარდამავალნი მცნებისა ჩემისანი არდამამტკიცებელსი სიტყუათა აღთქუმისა ჩემისათა, რომელ ყვეს წინაშე პირსა ჩემსა: ჴბოჲ რომელ ქმნეს საქმედ მისა, და გარდამავალნი შორის ორ განკუეთილებასა მისსა,

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მთავართა იუდაჲსთა და მთავართა იერუსალიმისათა, Page of ed. 1709: 109a  ძლიერთა და მღდელთა და ყოველმან ერმან ქუეყანისამან, განმვლელთა საშუალ ორ განკუეთილებათა ჴბოჲსათა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისათასა და ჴელსა მტერთა მათთასა და მივსცნე მძორნი მათნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სედეკია, მეფე იუდაჲსაჲ და მთავარნი მისნი მივსცნე ჴელსა მტერთა მათთასა და ჴელსა მეძიებელთა სულისა მათისათასა და ჴელსა ძალისა მეფისა ბაბილონისასა, მლტოლველნი მათგან.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე უწესო მათ, იტყჳს უფალი, და უკმოვაქცინე იგინი ქალაქად ამად, და მბრძოლისმყოფელთა მის ზედა დაიპყრან იგი და დაწუან ცეცხლითა, და ქალაქნი იუდაჲსნი, მივსცნე იგინი განსაქარვებლად არყოფისათჳს მკჳდრთაჲსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.