TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 179
Previous part

Chapter: 33  
თავი 33



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ მეორედ იერემიას მიმართ, და იგი იყო კრულ ეზოსა შინა საპყრობილისასა. მეტყუელი:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან, შემქმნელმან ქუეყანისამან. და განმზელელმან მისმან, აღმართებად იგი, უფალ სახელი მისი.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმა-ყავ ჩემდამო, და მოგიგო მე შენ და მიგითხრნე შენ დიდნი და ძლიერნი, რომელნი არა იცოდენ იგინი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, ღმერთმან ისრაელისამან სახლთათჳს ამის ქალაქისათა და სახლისათჳს მეფისა იუდაჲსსა დარღუეულთათჳს პატნეზებად და წინსაბრძოლებად და მახჳლისათჳს მომავალისა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ბრძოლად ქალდეველთა მიმართ და აღვსებად იგი მკუდართაგან კაცთა, რომელნი მოვსრენ რისხვითა ჩემითა და გულის-წყრომითა ჩემითა და მივიქციე პირი ჩემი მათგან ყოველთა უკეთურებათა მათთათჳს.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე აღვიღეგ მათ ზედა მახჳლსა და აჰა მე მოვასწრო მათ ზედა შებრძჳლვაჲ და კურნებაჲ და განვკურნნე იგინი და ვყო მათთთჳს მშჳდობაჲ და სარწმუნოებაჲ,

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვაქციო განსახლვაჲ იუდაჲსი და განსახლვაჲ იერუსალიმისაჲ და აღვაშენნე იგინი, ვითარცა პირველ.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვწმიდნე იგინი ყოველთაგან სიცრუეთა მათთა, რომელნი შემცოდნეს მე, და არ მოვიჴსენო ცოდვათა მათთა. რომელნი შემცოდნეს მე, და ულხინო ცოდვათა მათთა, რომელთა მიერ განდგეს ჩემგან.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ჩემდა სახელად სიხარულისა და საქებელად და განსადიდებლად ყოველთა მიერ ნათესავთა ქუეყანისათა, რომელთა ესმნენ ყოველნი კეთილნი. რომელთა მე უყოფ მათ; და განჰკრთენ და განმწარდენ ყოველთათჳს კეთილთა და ყოვლისათჳს მშჳდობისა, რომელსა მე უყოფ მათ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრე თქუა უფლმან: მერმეცა ისმეს ადგილსა მას, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ: უდაბნო არსო კაცთაგან და საცხოვართა ქალაქებ\სა Page of ed. 1709: 107a  შინა იუდაჲსსა და გარემოჲს იერუსალიმისა, მოოჴრებულთა არყოფისაგან კაცთა და საცხოვართაჲსა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ და ჴმაჲ სძლისაჲ, ჴმაჲ მეტყუელთაჲ: აღუვარებდით უფალსა ყოვლისა-მპყრობელსა, რამეთუ სახიერი უფალი, რამეთუ საუკუნეთა არს წყალობაჲ მისი. და შეიხუნენ ძღვენნი ლხინებისათჳს სახიდ უფლისა, რამეთუ მოვაქციო განსახლვაჲ ქუეყანისა მის ყოველი პირველებრვე, თქუა უფალმან.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: მერმეცა იყოს ადგილსა ამას უდაბნო-ქმნილსა არყოფითა კაცთა და საცხოვართაჲთა, და ყოველთა შინა ქალაქთა მისთა სავანებთა მწყემსთასა და მაწვენელთა სამწყსოთა მათთასა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ქალაქთა შორის მთით კერძოთა და ქალაქთა სეფილაჲსთა და ქალაქთა ნაგევისათა და ქუეყანასა შინა ბენიამენისსა და გარემოჲსთა შორის იერუსალემისათა და ქალაქთა შორის იუდაჲსთა მერმე წარჴდენ ცხოვარნი ჴელსა ზედა მრიცხუველისასა, თქუა უფალმან.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და აღვადგინო სიტყუაჲ ჩემი კეთილი, რომელი ვთქუ სახლსა ზედა ჩემსა ისრაელისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა აღმოუვლინო დავითს აღმოსავალი მართალი, და ქმნას მსჯავრი და სიმართლე ქუეყანასა ზედა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა ცხონდეს იუდეა, და იერუსალემი დაემკჳდროს სასოებით, და ესე სახელი, რომელი ეწოდოს: უფალი სიმართლე ჩუენი.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: არა მოაკლდეს დავითს მამაკაცი, მჯდომარე საყდარსა ზედა სახლისა ისრაილისასა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მღდელთა ლევიტელთა არა მოაკლდეს მამაკაცი პირისაგან ჩემისა, აღმომრთმელი ყოვლად-დასაწუველისაჲ და მკუმეველი საკუმეველისაჲ და მყოფელი საკუერთხსა ყოველთა დღეთა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმ\ნა Page of ed. 1709: 107b  სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ, მეტყუელი.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ განქარდეს აღთქუმაჲ ჩემი დღისაჲ და აღთქუმაჲ ჩემი ღამისაჲ არყოფითა დღისა და ღამისაჲთა ჟამისა შინა მათსა

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღთქუმაჲცა ჩემი განქარდეს დავითის თანა, მონისა ჩემისა, არყოფად მისა ძე. მმეფობი საყდარსა ზედა მისსა და მღდელთა მიმართ და ლევიტელთა, მწირველთა ჩემთა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარცა ვერ აღირაცხვის ძალი ცისაჲ, ვერცა აღითუალვის ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ეგრეთ განვამრავლო თესლი დავითის, მონისა ჩემისაჲ, და ლევიტელთა, მწირველთა ჩემთაჲ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა სამე იხილეა, რაჲ ერმან ამან თქუა, მეტყუელმან: ორნი ტომნი, რომელნი გამოირჩინა უფალმან მათ შორის, და აჰა განიშორნა იგინი, და განაძჳნეს ერი ჩემი არყოფად მერმე ნათესავად წინაშე მათსა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ აღთქუმაჲ ჩემი დღისა და ღამისაჲ სიმკაცრენი ცისა და ქუეყანისანი არ განვაწესენ,

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თესლიცა სამე იაკობისი და დავით მონისა ჩემისაჲ გამოუცდელვყო არმოყვანებად მთავარი თესლისაგან მისისა ნათესავისა მიმართ. აბრაჰამისსა. და ისაკისსა და იაკობისსა; რამეთუ მოვაქციო მოქცევაჲ მათი და შევიწყალნე იგინი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.