TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 153
Previous part

Chapter: 7  
თავი 7



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და ჰრქუა:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დადეგ ბჭეთა სახლისა უფლისათა და აღმოიკითხე სიტყუაჲ ესე და არქუ: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან, რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ თაყუანისცემად უფლისა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: განჰმართენით გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და დაგამკჳდრნე თქუენ შორის ადგილსა ამას.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ ესავთ თავთა თჳსთა სიტყუათა ზედა მტყუართა, ვითარმედ რაჲთურთით არას მარგებენ ჩუენ მეტყუელნი: ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ არს.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ უკუეთუ განმმართებელთა განჰმართნეთ გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და მყოფელთა ჰყოთ მსჯავრი შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მწირსა და ობოლსა და ქურივსა არა ჰმძლავრობდეთ და სისხლსა უბრალოსა არა დასთხევდეთ ადგილსა ამას შინა და შემდგომად ღმერთთა უცხოთასა არა ხჳდოდით განბოროტებად თქუენდა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაგამკჳდრნე თქუენ ადგილსა შინა თქუენსა,' ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ თქუენ ესვიდეთ სიტყუათა მიმართ ცუდთა, ვინაჲ არას ირგებთ,

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰმკლველობდეთ და იმრუშებდეთ და იპარვიდეთ და ჰფუცვიდეთ უსამართლოსა ზედა და უკუმევდეთ ბაალსა და ხჳდოდით შემდგომად ღმერთთა უცხოთა, რომელთა არა უწყით (ბოროტ-ყოფაჲ თქუენდად).

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოხუედით და დასდეგით წინაშე ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა, და სთქუთ: განვეშორენით ქმნად ყოველთა ამათ საძა\გელებათა Page of ed. 1709: 72b  .

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ ქუაბ ავაზაკთა სახლი ჩემი, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა მუნ წინაშე თქუენსა? და აჰა ვიხილე, იტყჳს უფალი.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ხჳდოდეთ ადგილსამე ჩემისა სილომს შინაჲსა, რომელსა დაიკარვა სახელმან ჩემმან მის ზედა მუნ უწინარეს, და იხილეთ, რანი უყვენ მას პირისაგან უკეთურებისა ერისა ჩემისა ისრაილისა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ, ამის წილ რომელ ჰქმნენით ყოველნი ესე საქმენი, და ვიტყოდე თქუენდამი, განთიად ვიტყოდე, და არა ისმინეთ ჩემი, თქუა უფალმან [14] და გიწოდეთ თქუენ, და არა მომიგეთ.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მეცა უკუე უყო სახლსა ამას, რომელსა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა, რომლისამი თქუენ ესავთ მის ზედა, და ადგილსა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, ვითარ-იგი უყავ სილომსა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განგყარნე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვყარენ ძმანი თქუენნი, ყოველი თესლი ეფრემისი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის[თჳს] და ნუ იოხ შეწყალებად მათდა და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალიმისათა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძენი მათნი შეჰკრებენ შეშათა, და მამანი მათნი აღატყინებენ ცეცხლსა და ცოლნი მათნი ნაყენ ცმელსა ქმნად ხავონანი ძალთა ცისათასა და უგნეს საგებნი ღმერთთა უცხოთთა, რაჲთა განმარისხონ მე.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მე ნუ განმარისხებენა იგინი? თქუა უფალმან; არა თავთა თჳსთა, რაჲთა ჰრცხუენნეს პირთა მათთა?

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: აჰა რისხვაჲ და გულისწყრომაჲ ჩემი განეფინოს ადგილსა ამას ზედა და კაცთა ზედა და საცხოვართა და ყოველსა ზედა ხესა ველისასა და ყოველთა ზედა ნაშრომთა ქუეყანისათა და აღეგზნას და არა დაშრტეს.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, Page of ed. 1709: 80=73a  ღმერთი ისრაილისაჲ: ყოვლად-დასაწუელნი თქუენნი შეკრიბენით მსხუერპლთა თქუენთა თანა და ჭამეთ ჴორცი.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ არა ვთქუ მამათა მიმართ თქუენთა და არა ვამცენ მათ დღესა, რომელსა შინა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ყოვლად-დასაწუელთათჳს მსხუერპლთა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ ესე სიტყუაჲ ვამცენ მათ, მეტყუელმან დღესა, რომელსა შინა აღმოვიყვანენ: ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, და ვიყო მე თქუენდა ღმრთად, და თქუენ იყვნეთ ჩემდა ერად და ვიდოდეთ ყოველთა ზედა გზათა ჩემთა, რომელნიცა გამცნენ თქუენ, რაჲთა კეთილ იყოს თქუენდა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს ჩემი, არცა მოყვეს ყური მათი, არამედ ვიდოდეს მოგონებათა შინა გულისა მათისათა ბოროტისათა და იქმნნეს უკუმართთამი და არა წარმართისამი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომლით დღითგან გამოვიდეს მამანი მათნი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე დღისამდე ამის, და გამოვავლინენ თქუენდამო ყოველნი მონანი ჩემნი წინაჲსწარმეტყუელნი, დღისი და ცისკარსა და მივავლინე.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს ჩემი და არა მოყვეს ყური მათი და განიფხეს ქედი მათი უფროჲს მამათა მათთასა.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე, და არა ისმინონ შენი, ხადოდი მათ, და არარაჲ მიგაგონ შენ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი, რომელმან არა ისმინა ჴმისა უფლისა ღმრთისა მისისაჲ, არცა შეიწყნარა წურთილებაჲ, მოაკლდა სარწმუნოებაჲ და მოღებულ არს ჭეშმარიტებაჲ პირისაგან მათისა.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღპარსე თავი შენი და განაგდე და აღიღე ბაგეთა ზედა გლოაჲ, რამეთუ აგამოუცდელა უფალმან და განიშორა ნათესავი მოქმედი ამათი.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ქმნეს ძეთა იუდაჲსთა ბოროტი წინაშე ჩემსა, იტყჳს უფალი, და აწ ესხნეს საძაგელნი მათნი შორის სახლისა, რომლისა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა შეგინებად მისსა.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღაშენეს ბომონი ტაფეთისი, რომელ არს Page of ed. 1709: 80=73b  ჴევსა შინა ძისა ენნომისსა დაწუად ძეთა მათთა და ასულთა მათთა ცეცხლისა მიერ, რომელი არა ვამცენ მათ, არცა მოვიდა გულსა შინა ჩემსა.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და არღა თქუან მერმე ბომონი ტაფეთისი და ჴევი ძისა ენნომისი, არამედ ჴევი მოწყუედილთაჲ, და დაჰფლნენ ტაფეთს შინა არყოფისათჳს ადგილისა.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ მკუდარნი ამის ერისანი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, და არა იყოს წარმდევნელი.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვაკლო ქალაქთაგან იუდაჲსთა და საგზაურთაგან იერუსალიმისათა ჴმაჲ კეთილ მშუებიარისაჲ და ჴმაჲ მოხარულისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ და ჴმაჲ სძლისაჲ, რამეთუ მოსაოჴრებელად იყოს ყოველი ქუეყანაჲ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.