TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 149
Previous part

Chapter: 3  
თავი 3



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   უკუეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თჳსი, და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხჳსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი? და შენცა განჰმეძვენ მწყემსთა შორის მრავალთა, მოაქციე ჩემდამო, იტყჳს უფალი.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად და იხილე, სადა არ შეიმწიკულე. გზათა ზედა დასჯედ მათ თანა, ვითარცა ყუავი, მოოჴრებული მარტოჲ; და შეაგინე ქუეყანაჲ: სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გაქუნდეს მწყემსნი მრავალნი საბრჴედ თავისა თჳსისა, შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა, უსირცხჳლოებდ ყოველთა მიმართ.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა ვითარცა სახელი მიწოდე მე და მამა, წინამძღუარ - ქალწულებისა შენისა?

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ დაადგრეს უკუნისამდე ანუ დაცვულ იქმნეს საძლეველად? აჰა სთქუენ და ჰქმნენ ძჳრნი ესე და შეუძლე.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა; იხილენ, Page of ed. 1709: 66b  რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან? წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა და ისიძვა მუნ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა. ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია და იხილა უზაობაჲ მისი უზავმან იუდა, [8] და ვიხილე.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ყოველთათჳს, რომელთა დატევებულ იქმნა, რომელთა შინა იმრუშებდა სახლობაჲ ისრაილისაჲ, და განვავლინე იგი და მივეც მას წიგნი განტევებისაჲ ჴელთა ზედა მისთა. და არა შეშინდა უზამო იუდა, დაჲ მისი, და წარვიდა და ისიძვა მანცა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა არარად სიძვაჲ მისი და შესუარა ქუეყანაჲ და იმრუშა ძელი და ქვაჲ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ამათ ყოველთა ზედა არა მოიქცა ჩემდამო უზავი იუდაჲ და დაჲ მისი ყოვლით გამო გულისა მისისაჲთ, არამედ ტყუილის გამო, თქუა უფალმან.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: განიმართლა სული თჳსი ისრაილმან უზავობისა მიერ იუდაჲსა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდოდე და წარიკითხენ სიტყუანი ესე ჩრდილოდ მიმართ და თქუ: მოიქეცით ჩემდამო სახლობაჲ ისრაილისაჲ, იტყჳს უფალი, და არ განვიმტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, იტყჳს უფალი, და აგრე ძჳრის მჴსენებელი თქუენ უკუნისამდე.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ოდენ ცან უსამართლობაჲ შენი, ვითარმედ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა უთნო იქმენ და გარდასთხიენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქუეშე ყოვლისა ხისა ვარჯოვნისა, ხოლო ჴმისა ჩემისაჲ არა ისმინე, იტყჳს უფალი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოიქეცით ძენი განდგომილისანი, იტყჳს უფალი, მით რამეთუ მე დაგეუფლო თქუენ და მიგიხუნე თქუენ ერთი ქალაქისაგან და ორნი ტომისაგან და შეგიყვანნე თქუენ სიონდ.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიგცნე თქუენ მწყემსნი გულისაებრ ჩემისა, და გმწყსიდენ თქუენ მმწყსელნი ჴელოვნებით.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ განჰმრავლდეთ და აღორძნ\დეთ Page of ed. 1709: 67a  ქუეყანასა ზედა, იტყჳს უფალი, და მათ დღეთა შინა არა თქუან მერმე: კიდობანი აღთქუმისაჲ წმიდისა ისრაილისაჲ არა აღვიდეს გულსა ზედა, არცა სახელ-იდვას მის შორის, არცა ზედ-განიხილვოს და არა იქმნას მერმე.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა [17] და იყოს, მას ჟამსა შინა უწოდდენ იერუსალიმსა საყდარ უფლისა. და შეკრბენ მისდამი ყოველნი წარმართნი სახელითა უფლისაჲთა იერუსალიმდ და არა ვიდოდინ მერმეცა შემდგომად მოგონებათა მათთა გულისა უკეთურისათა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა თანადმოვიდენ სახლი იუდაჲსი სახლსა თანა ისრაილისსა და მოვიდენ ერთბამად ჩრდილოჲთ გამო და ყოველთაგან სოფლებთა ქუეყანისა მომართ, რომელი დაუმკჳდრეს მამათა მათთა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მე ვთქუ: იყავნ, უფალო, ოდეს დაგაწესო შენ შვილად და მიგცე შენ ქუეყანაჲ რჩეულად სამკჳდრებელად სახელოვანი ღმრთისა ყოვლისამპყრობელისად წარმართთასა და ვთქუ: მამად მხადო მე და ჩემგან არა განსდგე.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გარნა ვითარ იცრუის დედაკაცმან თანა-მყოფისა-მე თჳსისა, ეგრეთ იცრუა ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისაჲ ძეთა ისრაილისათაჲ, მით რამეთუ იმძლავრნეს გზათა მათთა შინა, დაივიწყეს ღმრთისა წმიდისა მათისა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოიქეცით, ძენო მომქ[ც]ეველნო, და განვკურნნე შემუსრვილებანი თქუენნი. აჰა მიხილენ, ჩუენ შენნი ვართ, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩუენი ხარ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნანდჳლ ტყუილ სადმე იყვნეს ბორცუნი და ძალი მთათაჲ, გარნა უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა მაცხოვარებაჲ ისრაილისაჲ.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო სირცხჳლმან განლინა რუდუნებანი მამათა ჩუენთანი სიჭაბუკითგან მათით, ცხოვარნი მათნი და ზუარაკნი მათნი, ძენი მათნი და ასულნი მათნი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დავიძინეთ სირცხჳლისა შინა ჩუენსა, და ზედ-\დამფარნა Page of ed. 1709: 67b  ჩუენ უპატივოებამან ჩუენმან, მით რამეთუ წინაშე ღმრთისა ჩუენისა ვცოდით ჩუენ, და მამათა ჩუენთა სიჭაბუკით ჩუენითგან ვიდრე ამის დღისამდე, და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.