TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 148
Previous part

Chapter: 2  
თავი 2



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, მეტყუელი;

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვიდოდე და აღმოიკითხე ყურთა მიმართ ძეთა იერუსალიმისათასა, მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი: მოვიჴსენენ წყალობანი სიჭაბუკი\სა Page of ed. 1709: 64b  შენისანი და სიყუარული სრულებისა შენისაჲ, შეუდეგ რაჲ შენ წმიდასა ისრაილისასა, იტყჳს უფალი, უდაბნოსა ქუეყანასა, უთესველსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წმიდა უფლისა ისრაილი, დასაბამი ნაშრომთა მისთა, ყოველნი მჭამელნი მისნი ცოდვენ; ბოროტი მოიწინენ მათ ზედა, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, სახლო იაკობისო და ყოველნო ტომნო სახლისა ისრაელისანო.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ. რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოჲსათა და ამაო იქმნეს.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა თქუეს, სადა არს უფალი, აღმომყვანებელი ჩუენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და გჳძღოდა ჩუენ უდაბნოსა ზედა, ქუეყანასა მას უქმსა და უვალსა, ქუეყანასა შინა ურწყულსა და უნაყოფოსა და აჩრდილსა სიკუდილისასა, ქუეყანასა, რომელსა შინა არ განვლო მის შორის მამაკაცმან, არც დაემკჳდრა მუნ ძჱ კაცისაჲ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემყვანებელი ჩუენი კარმელისა მიმართ ჭამად ნაყოფთა მისთა და კეთილთა მისთა; და შეხუედით და შეაგინეთ ქუეყანაჲ ჩემი და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საძაგელებად.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი? და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე, და მწყემსნი უთნოობდენ ჩემდამო, და წინაჲსწარმეტყუელნი უწინაჲსწარმეტყუელებდეს ბაალსა და უკუანა ურგებთასა ვიდოდეს.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მერმეცა განვისჯებოდი თქუენდამი, იტყჳს უფალი, და ძეთა მიმართ ძეთა თქუენთასა განვისაჯოვე.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ განვლეთ ჭალაკთა მიმართ ქეტიმისთა და იხილეთ და კიდარადმი მიავლინეთ და გულისხმაყავთ ფრიად და იხილეთ, უკუეთუ იქმნნეს ესევითარნი.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ სცვალებენ წარმართნი მათთა, და იგინი არა არიან ღმერთნი. ხოლო ერმან ჩემმან შეიცვალა დიდებაჲ თჳსი, რომლისაგან არა რგებულ იქმნეს.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განკრთა ამას ზედა ცაჲ, Page of ed. 1709: 65a  და განცჳბრდა უფროჲს ფრიად, იტყჳს უფალი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ორნი ძჳრნიცა ქმნნა ერმან ჩემმან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და უთხარნეს თავითა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ მონაჲ არსა ისრაილი, ანუ სახლის-ნაშობი არს იაკობი, რაჲსათჳს წარსატყუენველ იქმნა?

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მის ზედა იზახდეს ლომნი და მოსცეს ჴმაჲ მათი, რომელთა დააწესეს ქუეყანაჲ მისი უჩინო-საქმნელად; და ქალაქნი მისნი დაიქცეს არადამკჳდრებისა მიერ.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ძეთა მემფისათა და ტაფნაჲსათა გიცნეს შენ და გემღერდეს შენ.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან შენგან ჩემმან, იტყჳს უფალი ღმერთი შენი, ჟამსა მოყვანებისა შენისასა გზასა ზედა?

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ რაჲ არს შენი და გზისა ეგჳპტისაჲ სუმად წყალი გიონისაჲ, და რაჲ შენი და გზისა ასურასტანელთაჲსა სუმად წყალი მდინარეთაჲ?

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან, და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ; და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, იტყჳს უფალი ღმერთი შენი, და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი,

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ საუკუნითგან შეჰმუსრე უღელი შენი და განჰხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ წარვიდე ყოველთა ზედა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ჩრდილოვანსა: მუნ დავითხიო სიძვისა მიერ ჩემისა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო მე დაგნერგე შენ, ვენაჴი ნაყოფის გამომღებელი ყოვლად ჭეშმარიტი, ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი უცხოჲ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ განიბანო ბავრუკით და განიმრავლნე თავისა შენისა მდელონი, შეგინებულვე ხარ უსამართლობათა მიერ შენთა წინაშე ჩემსა, იტყჳს უფალი.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარ იტყჳ: არა შევიგინე და უკუანა ბაალისსა არა ვიდოდე? იხილენ გზანი შენნი სამრავალკაცოს შინა და ცან, რაჲ Page of ed. 1709: 65b  ჰყავ. [24] მწუხრი ჴმითა მისითა ვალალაებდა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გზანი მისნი განავრცნა წყალთა ზედა უდაბნოჲსათა, გულის-თქუმათა შინა სულისა მისისათა სულ-შემოსილობდა, მიეცა, ვინ მოაქციოს იგი? ყოველნი მეძიებელნი მისნი არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოონ იგი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოაქციენ ფერჴნი შენნი გზისაგან ფიცხელისა და ჴორჴი შენი წყურილისაგან. ხოლო მან თქუა: ვმჴნდები, ვმჴნდები, რამეთუ შეიყუარნა უცხონი და შემდგომად მათსა ვიდოდა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარცა სირცხჳლი მპარვისაჲ, ოდეს შეიპყრას, ეგრეთ სირცხჳლეულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, რამეთუ მათ და მეფეთა მათთა და მთავართა მათთა და მღდელთა მათთა და წინაჲსწარმეტყუელთა მათთა.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ, და ქვასა: შენ მშევ. და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი; და მას ჟამსა ძჳრთა მათასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სადა არიან ღმერთნი შენნი, რომელნი უქმნენ თავსა შენსა? უკუეთუ აღდგნენ და განგარინონ შენ ჟამსა შინა განბოროტებისა შენისასა, რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა იყვნეს ღმერთნი შენნი, იუდა, აჰა, და რიცხჳსაებრ საგზაურთა იერუსალიმისათა უზორვიდეს ბაალსა.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲსათჳს იტყჳთ ჩემდამო? თქუენ, ყოველნი, უთნო იქმნენით ჩემდამო, იტყჳს უფალი, და თქუენ, ყოველნი უსჯულოებდით.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამაოდ მოვსრენ შვილნი თქუენნი, წურთაჲ არ შეიწყნარეთ. მახჳლმან შეჭამნა წინაჲსწარმეტყუელნი თქუენნი, ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არ შეიშინეთ.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა ანუ ქუეყანა განკორდებულ? მით რამეთუ თქუა ერმან ჩემმან: უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე?

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ დაივიწყის სძალმან სამკაული თჳსი და ქალწულმან -- მკერდის შესაკრავი თჳსი? Page of ed. 1709: 66a  ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთა, რომელთა არა არს რიცხჳ.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲღა კეთილი მოიჴელოვნო გზათა შინა შენთა ძიებად შეყუარებისა? არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შეგინებად გზათა შენთა,

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლები სულთა უბრალოთაჲ. არა შეთხრასა შინა ჰპოვენ იგინი, არამედ ნუ ყოველთა თანა მუხათა,

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუ: უბრალო ვარ, არამედ მოიქეცინ გულის-წყრომაჲ მისი ჩემგან. აჰა მე განვისაჯები შენდამი თქუმისათჳს შენგან: არა ვცოდე.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ უგულებელს-ჰყავ ფრიად და მრჩობლები გზათა შენთა; და ეგჳპტითცა სირცხლეულ იქმენ, [ვითარცა] სირცხლეულ იქმენ ასურეთით.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამიერცა გან-ვე-ხჳდე და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა, რამეთუ განაგდო უფალმან სასოებაჲ შენი და არ წარგემართოს მას შინა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.