და იყო მათ დღეთა შინა და არა იყო მეფე ისრაელსა შორის. და იყო კაცი ლევიტელი, მსხემი ბევრთა შორის მთისა ეფრემისთა. და მოიყვანა თავისა თჳსისა დედაკაცი ხარჭი ბეთლემით იუდაჲსით.
და წარვიდა მისგან ხარჭი მისი, და წარვიდა მისგან სახიდ მამისა თჳსისა ბეთლემდ იუდაჲსსა. და იყო მუნ დღეთა ოთხთა თთუეთასა.
და აღდგა ქმარი მისი და წარვიდა შემდგომად მისსა, რაჲთა ეზრახოს გულსა მისსა მიქცევად მისსა თჳსსავე, და ჭაბუკნი მისნი მის თანა და უღლეული კაჰრაულთაჲ. Page of ms. Ga: 386v და მან შეიყვანა იგი სახიდ მამისა თჳსისა. და იხილა იგი მამამან ჭაბუკიდისამან და განიშუა შემთხუევასა მისსა.
და დაიყენა იგი მამამან ჭაბუკიდისამან, სიმამრმან მისმან, და დაჯდა მის თანა სამთა დღეთა. და ჭამდეს და სუმიდეს და მევანეობდეს მუნ.
და იყო მეოთხესა დღესა და იმსთო განთიად და აღდგა წარსლვად. და თქუა მამამან ჭაბუკიდისამან სიძისა მიმართ თჳსისა: განიმტკიცე გული შენი ჭამადითა პურისაჲთა და ამის შემდგომად წარედით.
და დასხდეს და ჭამეს ორთავე ერთბამად. და თქუა მამამან ჭაბუკიდისამან კაცისა მიმართ: კუალადცა დაივანე და კეთილ იქმნეს გული შენი.
და აღდგა კაცი წარსლვად და აიძულა მას სიმამრმან მისმან, და დაჯდა და დაივანა მუნვე.
და აღიმსთო განთიად, დღესა მეხუთესა, წარსლვად. და ჰრქუა მამამან ჭაბუკისამან: განიმტკიცე გული შენი პურითა. და განავრცო მან ვიდრე მიდრეკადმდე დღისა. ჭამეს და სუეს ორთავე.
და აღდგა კაცი წარსლვად, თჳთ და ხარჭი მისი და ჭაბუკი მისი. და ჰრქუა მას სიმამრმან მისმან, მამამან ჭაბუკიდისამან: აჰა, მიდრეკილ არს დღე მწუხრად. დაადგერ აქა და კეთილ იქმნეს გული შენი, და იმსთუეთ ხვალისა გზად მიმართ თქუენდა და მივედ საყოფლად შენდა.
და არა სათნო იყო კაცმან დადგრომაჲ და აღდგა და წარვიდა და მოვიდა ვიდრე პირისპირამდე იევუსისა, რომელ არს იერუსალიმი. და მის თანა უღლეული ვირთაჲ აღტჳრთული და ხარჭი მისი მის თანა.
და მოვიდეს ვიდრე იევუსადმდე, და დღე მიდრკა ფრიად. და თქუა ჭაბუკმან უფლისა მიმართ თჳსისა: მოვედ და მიუქციოთ ქალაქად იევუსელისა ამად და დავისადგუროთ მას შინა.
და თქუა მისდამი უფალმან მისმან: არა მიუქციოთ ქალაქად უცხოდ, რომელსა შინა არა არს ძეთაგან ისრაელისათა აქა. და წარვლოთ ვიდრე ღავაამდე.
და ჰრქუა ჭაბუკმან მას: მო\ვედ Page of ms. Ga: 387r და მივეახლნეთ ერთსა ადგილთაგანსა და დავივანოთ მუნ დავაას შინა, რამას შინა.
და წარვლეს და ვიდოდეს, და დაჰჴდა მზე მათ ზედა მახლობელად ღავააჲსა. რომელი იყო Page of ms. Gb: 197r ბენიამენისი.
და მიუქციეს მუნ შესლვად დასავანებლად ღავაას. და შევიდეს და დასხდეს უბანთა ზედა ქალაქისათა, და არა მუნ კაცი, შემკრებელი მათი სახიდ დავანებისათჳს.
და აჰა კაცი მოხუცებული მოვიდოდა საქმით თჳსით ველით მიმწუხრი. და კაცი იგი იყო მთისაგან ეფრემისსა, და იგი მსხემ იყო დავაას. და კაცნი ადგილისანი, ძენი ბენიამინისნი.
და აღახუნა თუალნი თჳსნი და იხილა მოგზაური კაცი უბანთა ზედა ქალაქისათა. და ჰრქუა კაცმან მოხუცებულმან: სადა წარხუალ და ვინაჲ მოხუალ?
და თქუა მისდამი: წარმოსრულ ვართ ჩუენ ბეთლემით იუდაჲსით ვიდრე ნაწილთამდე მთისა ეფრემისთა. მიერ ვარ მე და მივედ ვიდრე ბეთლემამდე იუდაჲსსა და სახიდ ჩემდა წარვალ მე. და არა არს კაცი შემკრებელი ჩემი სახიდ.
და ბზეცა და თივებნი არიან კარაულთა ჩუენთათჳს და პური და ღჳნო არს ჩემდა და მჴევლისა შენისა და ჭაბუკისა, ყრმათა შენთა თანა არა არს ნაკლულევანებაჲ ყოვლისა მაეგისაჲ
ჰრქუა კაცმან მოხუცებულმან: მშჳდობაჲ შენდა. გარნა ყოველი ნაკლულევანებაჲ შენი ჩემ ზედა, თჳნიერ უბანთა ზედა არა დაივანო.
და შეიყვანა იგი სახიდ მისსა და ადგილი უქმნა კაჰრაულთა და მათ დაიბანნეს ფერჴნი მათნი.
და მათსა განმხიარულებასა გულისა მათისასა, და აჰა კაცნი ქალაქისანი, ძენი უშჯულოთანი, გარემოადგეს სახლსა, ჰრეკდეს კარსა და ეტყოდეს კაცსა, უფალსა სახლისასა, მეტყუელნი: გამოიყვანე კაცი, რომელი შემოვიდა სახიდ შენდა, რაჲთა ვიცნათ იგი.
და გამოვიდა მათდა Page of ms. Ga: 387v უფალი სახლისაჲ და თქუა მათდამი: ნუ, ძმანო, ნუ ბოროტსა ჰყოფთ შემოსლვასა თანა კაცისა ამისსა სახიდ ჩემდა, ნუ ჰყოფთ უცნობობასა ამას.
აჰა, ასული ჩემი ქალწული და ხარჭი მისი, გამოვიყვანნე იგინი და დაამდაბლენით იგინი და უყავთ მათ კეთილი წინაშე თუალთა თქუენთაჲ, და კაცსა ამას არა უყოთ სიტყუაჲ უცნობელობისაჲ ამის.
და არა სათნო იყვეს კაცთა სმენაჲ. და უპყრა კაცმან ხარჭსა თჳსსა და გამოიყვანა იგი მათდამი გარე, და იცნეს იგი და ემღერდეს მას ღამე ყოველ ვიდრე განთიადმდე, და განავლინეს იგი, ვითარცა აღმოვიდა განთიადი.
და გამოვიდა დედაკაცი გაცისკრებულ და დაეცა კარსა თანა სახლისასა, რომელსა იყო ქმარი მისი, ვიდრე მოჴმობადმდე.
და აღდგა ქმარი მისი განთიად და განახუნა კარნი სახლისანი და გამოვიდა სლვად გზასა თჳსსა, და აჰა დედაკაცი, ხარჭი მისი, დაცემული კართა თანა სახლისათა და ჴელნი მისნი ზღურბლსა ზედა.
და თქუა მისდამი: აღდეგ და წარვიდეთ! და არა მიუგო, რამეთუ იყო მომკუდარ. და აღიღო იგი კაჰრაულსა ზედა და აღდგა კაცი და წარვიდა ადგიდ თჳსსა.
და შევიდა სახიდ თჳსსა და მოიდო მახჳლი და უპყრა ხარჭსა Page of ms. Gb: 197v თჳსსა და განაასოა იგი ძუალთაებრ მისთა ათორმეტ ასოდ და წარსცნა იგინი ყოველსა საზღვარსა ისრაელისასა.
და იყო, ყოველი მხედველი იტყოდა: არა იქმნა და არა იხილვა, ვითარ-ესე დღითგან აღმოსლვისა ძეთა ისრაელისათაჲთ ვიდრე დღისამდე ამის. დადევით თქუენ Page of ms. Ga: 388r მაგათ ამას ზედა განზრახვაჲ და ჴმაჲ-ყავთ.