ხოლო მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაელსა შორის. და მათ დღეთა შინა ტომი დანისი ეძიებდა თავისა თჳსისა სამკჳდრებელსა დამკჳდრებად, რამეთუ არა მხუდარ იყო მისდა ვიდრე მის დღისამდე შორის ძეთა ისრაელისათა სამკჳდრებელი.
და წარავლინნეს ძეთა დანისთა ერისაგან მათისა ხუთნი კაცნი, Page of ms. Gb: 195v ძენი ძალისანი, სარააჲთ და ესთაოლით მოხილვად ქუეყანისა და გამოკულევად მისსა. და თქუეს მათდამი: წარედით და გამოიკულიეთ ქუეყანაჲ. და მოვიდეს ვიდრე მთადმდე ეფრემისსა და ვიდრე სახიდმდე მიხაჲსა.
და დაივანეს მათ მუნ სახლსა შინა მიხაჲსსა, და მათ უწყოდეს ჴმაჲ ჭაბუკისა ლევიტელისაჲ და მიუქციეს მუნ და ჰრქუეს მას: ვინ მოგიყვანა შენ აქა? და რასა ჰყოფ შენ ადგილსა ამას? და რაჲ შენდა აქა?
და ჰრქუა მათ: ესრეთ და ესრეთ მიყო მე მიხამან, და მომისასყიდლა მე და ვიქმენ მისსა მღდელად.
Page of ms. Ga: 384v და ჰრქუეს მას. იკითხე ღმრთისა მიერ, უკუეთუ წარემართების გზაჲ ჩუენი, რომელსა ზედა ჩუენ ვალთ მას ზედა.
და ჰრქუა მათ მღდელმან: ვიდოდეთ მშჳდობით, წინაშე უფლისა გზაჲ თქუენი, რომელსა ზედა ხუალთ მას ზედა.
და ვიდოდეს კაცნი და მოვიდეს ლაისას, და იხილეს ერი, შორის მისსა მჯდომარე სასოებით, ვითარცა მინდობითა სიდონელთაჲთა დაწყნარებული. და არა იყო ქცეული, ანუ მარცხუენელი სიტყუაჲ ქუეყანასა მას, მკჳდრთა მიჰჴდიდეს საუნჯეთა და შორს სიდონელთაგან იყვნეს, და სიტყუაჲ არა აქუს კაცისა მიმართ.
და მოვიდეს ხუთნი კაცნი ძმათა მომართ მათთა სარაას და ესთაოლს. და ჰრქუეს ძმათა მათთა. რაჲსა ჰსხეთთ თქუენ?
და თქუეს: აღდეგით და აღვიდეთ მათ ზედა, რამეთუ ვიხილეთ ქუეყანაჲ, და აჰა კეთილი ფრიად. და თქუენ ჰმყუდროებთ, ნუ გცონის-ყე წარსლვად და შესლვად დამკჳდრებისათჳს ქუეყანისა.
და რაჟამსცა მოხჳდეთ, შეხჳდეთ ერისა მიმართ სასოებიანისა და ქუეყანაჲ ვრცელი, რამეთუ მოგუცა იგი ღმერთმან ჴელსა ჩუენსა. ადგილი, არა არს მუნ ნაკლულევანებაჲ ყოვლისა სიტყჳსა ქუეყანისშინათაჲსაჲ.
და იტრნეს მიერ ერობისაგან დანისსა სარააჲთ და ესთაოლით და ექუსასნი კაცნი, მორტყმულნი ჭურჭლითა წყობისაჲთა.
და აღვიდეს და დაიბანაკეს კარიათირიმს, იუდაჲს შორის, ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილისაჲ მის "ბანაკი დანისი" ვიდრე დღისამდე ამის, აჰა, უკუანაჲთ კარიათიარიმისსა.
და მიიწინეს ვიდრე სახიდმდე მიხაჲსსა.
და მიუგეს ხუთთა კაცთა, წარსრულთა მოხილვად ქუეყანისა ლაისაჲსა, და თქუეს ძმათა მიმართ მათთა: უწყით-ა, რამეთუ არს სახლსა ამას შინა ევფუდი და წახნაგებული და გამო\დნობილი? Page of ms. Ga: 385r და აწ ცანთ, რაჲ ჰქნათ.
და მისდრკეს მუნ და შევიდეს სახიდ ჭაბუკისა ლევიტელისა, სახლისა მიხაჲსსა, და მოიკითხეს იგი მშჳდობით.
და ექუსასნი კაცნი, მორტყმულნი ჭურჭლებითა წყობისა მათისაჲთა, დგეს კართა თანა ქალაქისათა ძეთაგან დანისთა.
და აღვიდეს ხუთნი კაცნი, წარსრულნი მოხილვად ქუეყანისა. და შევიდეს მუნ და აღიღეს წახნაგებული და ეფუდი და თერაფინი და გამოდნობილი. და მღდელი, შე\მოსილი Page of ms. Gb: 196r კარსა თანა ბჭისასა, და ექუსასნი კაცნი, მორტყმულნი ჭურჭლებითა საბრძოლითა.
და ესენი შევიდეს სახიდ მიხაჲსსა და გამოიღეს წახნაგებული და ეფუდი და თერაფინი და გამოდნობილი. და თქუა მათდამი მღდელმან: რასა იქმთ თქუენ?
და ჰრქუეს მას: ყრუობდ, დაიდევ ჴელი შენი პირსა შენსა ზედა და მოვედ ჩუენ თანა და გუექმენ ჩუენ მამა და მღდელ! ნუ კეთილ არს-ა ყოფაჲ მღდელად სახლისა კაცისა ერთისა, ვიდრე ქმნაჲ მღდელად ტომისა და სახლისა ერისა ისრაელისა?
და მოსწყნარდა გული მღდელისაჲ და გამოიღო ეფუდი და თერაფინი და წახნაგებული და გამოდნობილი და შევიდა შორის ერისა.
და მიიქცეს და წარვიდეს და დაუსხნეს შვილნი და მონაგები და სიმძიმე წინაშე მათსა.
ხოლო იგინი გამოეშორნეს სახლით მიხაჲსით. და აჰა მიხამან და კაცთა სახლებისშინათა მიხაჲს სახლისათანათასა ღაღად-ყვეს და ეწინეს ძე\თა Page of ms. Ga: 385v დანისთა.
და მოაქციეს ძეთა დანისთა პირი მათი და ჰრქუეს მიხასა: რაჲ არს შენდა, რამეთუ ჴმა-ჰყავ?
და თქუა მიხამან, რამეთუ: წახნაგებული ჩემი, რომელი ვქმენ, წარმოიღეთ და მღდელი და წარმოხუედით და რაჲღა არს ჩემდა? და რაჲ არს ესე, იტყჳთ-ა ჩემდამო, ჴმობაჲ?
და თქუეს მისდამი ძეთა დანისთა: ნუ ისმინ ჴმაჲ შენი ჩუენ თანა, ნუსადა შეგემთხჳნენ ჩუენთაგანნი კაცნი სულმწარენი, და დაჰრთო სული შენი და სული სახლისა შენისაჲ.
და წარვიდეს ძენი დანისნი გზასა მათსა. და იხილა მიხამან, ვითარმედ ძლიერ არიან უფროჲს მისსა და უკუნ-იქცა სახიდ თჳსსა.
და ძეთა დანისთა წარიღეს, რომელი ქმნა მიხამან, და მღდელი, რომელი იყო მისი, და ვიდოდეს და მივიდეს ლაისასა ზედა, ერსა ზედა, დაწყნარებულსა და მინდობილსა სასოებით. და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისაჲთა და ქა\ლაქი Page of ms. Ga: 386r მოწუეს ცეცხლითა.
და არა იყო მჴსნელი, რამეთუ შორს არს სიდონელთაგან, სიტყუაჲ არა იყო მათი კაცისა თანა. და ესე იყო ღელესა შინა სახლისა რეობისსა, და აღაშენეს ქალაქი და დაემკჳდრნეს მას შინა.
და უწოდეს სახელი ქალაქისაჲ "დან", სახელად მამისა მათისა, რომელი იშვა ისრაელისა, და იყო ულამმაუს სახელი ქალაქისაჲ პირველი.
და აღიმართეს თავთა თჳსთად ძეთა დანისთა წახნაგებული. და იოათან, Page of ms. Gb: 196v ძე გერსონისი, ძისა მოსესი, თვით და ძენი მისნი იყვნეს მღდელნი ტომისა დანისნი ვიდრე დღედმდე უმკჳდრო ქმნისა ქუეყანისა.
და აღუდგეს თავთა თჳსთა წახნაგებული, რომელი ქმნა მიხამან, ყოველთა დღეთა, რომელთა იყო სახლი ღმრთისაჲ სილომს.