და იყო კაცი მთისაგან ეფრემისსა და სახელი მისი მიხა.
და ჰრქუა დედასა თჳსსა: ათასნი და ასნი, რომელნი მიიხუენ ვეცხლნი შენდად, მეცა მაფუცე და სთქუ ყურთა მომართ ჩემთა, აჰა ვეცხლი ჩემ თანა არს, მე მოვიღე იგი. და თქუა დედამან მისმან: კურთხეულ არს ძე ჩემი უფლისა მიერ.
და მისცნა ათასნი და ასი ვეცხლნი დედასა თჳსსა. და თქუა დედამან მისმან: განმწმედელმან განუწმიდე ვეცხლი უფალსა, ჴელისაგან ჩემისა ძესა ჩემსა ქმნად წახნაგებული და გამოდნობილი, და აწ კუალად-ვაგო იგი.
და კუალად-აგო ვეცხლი დედასა თჳსსა. და მოიხუნა დედამან მისმან ორასნი ვეცხლისაგან და მისცნა ვეცხლის-მშრომელსა. და ქმნა იგი ქანდაკებულად და გამოდნობილადდა იყო სახლსა შინა მიხაჲსსა.
და სახლი მიხაჲსი მისსა სახლ ღმრთისა. Page of ms. Gb: 195r და ქმნა ეფუდი და თერაფინი და აღავსო ჴელი ერთისა ძეთა მისთაგანისაჲ და იქმნა მისსა მღდელ\ად. Page of ms. Ga: 383r
ხოლო მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაელსა შორის, კაცი სათნოსა წინაშე თუალთა თჳსთა ჰყოფდა.
და იყო ჭაბუკი ბეთლემით, ერით იუდაჲსით, და ესე ლევიტელი და ესე მკჳდრ იყო მუნ.
და წარვიდა კაცი ბეთლემით, ქალაქით იუდაჲსით, მსხემობად, სადაცა პოოს ადგილი, და მოვიდა ვიდრე მთამდე ეფრემისსა და სახიდმდე მიხაჲსა ქმნად გზისა მისისა.
და ჰრქუა მას მიხამან: ვინაჲ მოხუალ? და Page of ms. Ga: 383v თქუა მისდამი ლევიტელმან. მე ვარ ბეთლემით იუდაჲსით და მე ვრორინებ დამკჳდრებად, სადაცა ვპოო ადგილი.
და ჰრქუა მას მიხამან: დაჯედ ჩემ თანა და მექმენ მე მამა და მღდელ, და მე მოგცნე შენ ათნი ვეცხლნი მღდევრ და კუართი შესამოსლისაჲ და სიცოცხლისა შენისა მიმართნი. და მივიდა ლევიტელი
და იწყო მსხემობად კაცისა მის თანა, და იყო ჭაბუკი მის თანა ვითარცა ერთი ძეთა მისთაგანი.
და აღავსო მიხამან ჴელი ლევიტელისაჲ, Page of ms. Ga: 384r და იქმნა მისსა მღდელ და იყო სახლსა შინა მიხაჲსსა.
და თქუა მიხამან: აწ ვცან, ვითარმედ მკეთა უფალმან მე, რამეთუ იქმნა ჩემდა ლევიტელი მღდელად.