და წარვიდა სამფსონი ღაზად. და პოვა მუნ დედაკაცი მეძავი და შევიდა მისდამი.
და მიუთხრა ღაზელთა, მეტყუელმან: მოვიდა სამფსონი აქა. და მოიცვეს და უმზირდეს მას ღამე ყოველ, მეტყუელნი: ვიდრემდის აღმოჭჳრდეს ცისკარი და მოვკლათ იგი.
და დაიძინა სამფსონმან ვიდრე შუვა ღამემდე. და აღდგა ნახევარსა ღამისასა და აღიხუნა კარნი ბჭისა ქალაქისანი ორთა თანა წყირთლთა და აღიხუნა მოქლონებითურთ და დაისხნა ბეჭთა თჳსთა ზედა. და აღსხნა იგინი თხემსა ზედა მთისასა პირისპირ ქებრონისა და დასხნა იგინი მუნ.
და იყო შემდგომად ამათსა, და შეიყუარა დედაკაცი სორიკს შინა. და სახელი მისი დალიდა, ნაღუარევსა თანა სორიკისასა.
და აღვიდეს მისსა მთავარნი უცხოტომთანი და ჰრქუეს დედაკაცსა: შეაცთუნე იგი და იხილე, რასა შინა არს ძალი მისი დიდი, და რაჲთა შეუძლოთ მას და შევკრათ დამდაბლებად იგი. და ჩუენ მიგცეთ შენ კაცმან ათასნი და ასი ვეცხლი.
და თქუა დალიდამან მისდამი: მითხარ მე, რასა შინა არს ძალი შენი დიდი და რაჲთა შეკრული დაჰმსდაბ\ლდები Page of ms. Ga: 380v შენ?
და თქუა მისდამი სამფსონმან: შე-თუ-ვიკრა მე შჳდითა ძარღჳთა ნედლითა, განუხრწნელითა, მოუძლურდე და ვიქმნა ვითარცა ერთი კაცთაგანი.
და მოართუნეს დედაკაცსა მთავართა უცხოტომთასა შჳდნი ძარღუნი ნედლნი, განუხრწნელნი და შეკრეს იგი მით.
და მზირი მისი ჯდა საუნჯესა შინა და ჰრქუა მას: უცხოტომნი შენ ზედა, სამფსონო! და განჭრნა ძარღუნი, ვითარ ვინ განჭრის წმასნილი სელისაჲ, უსუნის რაჲ მას ცეცხლი, და არა იცნობა ძალი მისი.
და ჰრქუა მას დალიდამან: აჰა, შემაცთუნე მე და სთქუ ჩემდამო ტყუილი. აწ უკუე მითხარ მე, რაჲთა შეიკრა?
და ჰრქუა მას: უკუეთუ შემკრველთა შემკრან მე შჳდითა მანქანის საბლითა ახლითა, რომელთა მიერ არა ქმნილ არს მათ მიერ საქმე, და მოუძლურდე და ვიქმნე ვითარცა ერთი კაცთაგანი.
და მოიხუნა დალიდამან მანქანის საბელნი ახალნი და შეკრა იგი მათ მიერ. და მზირნი გამოვიდეს საუნჯით და თქუა მისდამი: უცხოტომნი შენ ზედა, სამფსონო! და მზირნი სხდეს საუნჯესა შინა. და განჭრნა იგინი ჴელთაგან თჳსთა ვითარცა მკედი.
და თქუა დალიდამან სამფსონის მიმართ: აჰა, შემაცთუნე მე და სთქუ ჩემდამო ტყუილი. მითხარ მე, რაჲთა შეიკრა შენ? და თქუა მისდამი: Page of ms. Gb: 194r უკუეთუ დააქსოო შჳდი ნათხზენი თავისა ჩემისაჲ საგუასლსა თანა და შეამშჭუალო მანითა ზღუდესა, მოუძლურდე და ვიქმნე ვითარცა ერთი Page of ms. Ga: 381r კაცთაგანი.
და იყო დაძინებასა მისსა და მოიხუნა დალიდამან შჳდნი ნათხზენნი თავისა მისისანი და დააქსოვნა საგუასლსა და დაამშჭუალნა მანითა კედელსა და თქუა. უცხოტომნი შენ ზედა, სამფსონო! და განიღჳძა ძილისაგან თჳსისა და მოსწუადა მანაჲ ნაქსოისაჲ ზღუდისაგან, და არა იცნობა ძალი მისი.
და თქუა დალიდამან სამფსონის მიმართ: ვითარ იტყჳ, შეგიყუარეო შენ? და გული შენი არა არს ჩემ თანა, ესე სამგზის შემაცთუნე მე და არა მითხარ, რასა შინა არს ძალი შენი დიდი.
და იყო, ვითარცა შეაურვა მას სიტყუებითა თჳსითა ყოველთა დღეთა და შეაიწრა იგი, და სულმოკლე იქმნა ვიდრე მოკუდომადმდე,
და მიუთხრა მას გული თჳსი და ჰრქუა მას: მახჳლი არა აღსრულ არს თავსა ზედა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარ მე მუცლითგან დედისა ჩემისაჲთ, აწ უკუე და-თუ-ვიყჳნო, განმეშოროს ჩემგან ძალი ჩემი და მოუძლურდე და ვიყო მე ვითარცა ყოველნი კაცნი.
და იხილა დალიდამან, ვითარმედ მიუთხრა მას ყოველი გული მისი. და მიავლინა და მიუწოდა ყოველთა მთავართა უცხოტომთასა, მეტყუელმან: აღმოვედით ერთგზის-ღა აწ, რამეთუ მომითხრა მე ყოველი გული თჳსი. და აღვიდეს მისსა მთავარნი უცხოტომთანი და მიართუეს ვეცხლი ჴელითა მათითა.
და დააძინა დალიდამან სამფსონი მუჴლთა თჳსთა ზედა და მიხადა მპარსველი და დაჰყჳნნა შჳდნი ნათხზენნი თავისა მისისანი. და იწყო დამდაბლებად Page of ms. Ga: 381v და განეყენა ძალი მისი მისგან.
და თქუა დალიდამან. უცხოტომნი შენ ზედა, სამფსონო. და განიღჳძა ძილისაგან თჳსისა და თქუა. განვიდე, ვითარ ერთგზის და ერთგზის და განვბერტყნე. და მან არა უწყოდა, ვითარმედ განეშორა უფალი ზენაჲთ მისსა.
და შეიპყრეს უცხოტომთა და აღმოჰკუეთნეს თუალნი მისნი და შთაიყვანეს იგი ღაზად. და შეკრეს იგი. საკრველებითა რვალისაჲთა და იყო მფქველ სახლსა შინა საპყრობილისასა.
და იწყო თმამან თავისა მისისამან აღმომორჩებად, ვითარ-იგი დაყუენილ იყო.
და მთავარნი უცხოტომთანი შეკრბეს ზორვად ზორვასა დიდსა დაგონისა, ღმრთისა მათისა, და შუებად. და თქუეს: მოგუცა Page of ms. Gb: 194v ღმერთმან ჩუენმან ჴელსა ჩუენსა მტერი ჩუენი.
... დამაუდაბნოებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ და რომელი განამრავლებდა წყლულთა ჩუენთა.
და იყო, ოდეს განიშატიანდა გული მათი, და თქუეს: მოუწოდეთ სამფსონსა სახლით საპყრობილისაჲთ და იმღერდინ წინაშე ჩუენსა. და მიხადეს სამფსონი სახლით კრულთ-სამცველოჲსაჲთ და იმღერდა Page of ms. Ga: 382r წინაშე მათსა. და დაადგინეს იგი საშუალ სუეტთასა.
და თქუა სამფსონმან ჭაბუკისა მიმართ, მპყრობისა ჴელსა მისსა: მიტევე მე, განვიხილნე სუეტნი, რომელთა ზედა სახლი დგას მათ ზედა, და დავმტკიცნე მათ ზედა.
და სახლი სავსე იყო მამებითა და დედებითა, და მუნ იყვნეს ყოველნი მთავარნი უცხოტომთანი, და ერდოსა ზედა ვითარ სამ ათასნი მამანი, დედანი, მხედველნი მდერილად სამფსონისანი.
და იტირა სამფსონმან უფლისა მიმართ და თქუა: აღონაი, უფალო, მომიჴსენე მე აწ და განმაძლიერე მე ერთგზისდა ესე, ღმერთო. და მივაგო მისაგებელი ერთი ორთათჳს თუალთა ჩემთა სხუატომთა.
და გარე-მოეხჳა სამფსონი ორთა სუეტთა სახლისათა, რომელთა ზედა სახლი დგა. და დაემტკიცა მათ ზედა. და უპყრა ერთსა მარჯუენითა მისითა და ერთსა მარცხენითა მისითა.
და თქუა სამფსონმან: მოკუედინ სული ჩემი სხუატომთა თანა! და მოდრიკნა ძალითა და დაეცა სახლი მთავართა ზედა და ყოველსა ზედა ერსა მას შინასა. და იყვნეს მომკუდარნი, რომელნი მოაკუდინნა სამფსონმან Page of ms. Ga: 382v სიკუდილსა თჳსსა თანა, უმრავლეს, ვიდრე რომელნი მოაკუდინნა ცხორებასა შინა თჳსსა.
და შთავიდეს ძმანი მისნი და სახლი მამისა მისისაჲ და აღიღეს იგი და აღმოვიდეს და დაჰფლეს იგი შორის სარაასა და შორის ესთაოლსა, საფლავსა მანოეს, მამისა მისისასა. და იგი შჯიდა ისრაელსა ოც წელ.