და იყო, შემდგომად დღეთასა, დღეთა შინა იფქლისა მკისათა და მოიხილა სამფსონმან ცოლი თჳსი თიკნითა თხათაჲსა. და თქუა. შევიდე ცოლისა ჩემისა თანა სასუენებელად. და არა მისცა მას მამამან მისმან შესლვად.
და თქუა მამამან მისმან, მეტყუელმან: ვთქუ, ვითარმედ მომძულემან მოიძულე იგი, და მივეც იგი ერთსა მოყუარეთა შენთასა. ნუ არა დაჲ მისი, უმრწემესი მისი, უსახნიერეს არს-ა მისსა? Page of ms. Ga: 378v იყოს შენდა ნაცვალ მისსა.
და ჰრქუა მას სამფსონმან: უბრალოებ მე ერთგზის უცხოტომთაგან, რამეთუ ვჰყოფ მე მათ თანა მედგრობასა.
და წარვიდა სამფსონი და შეიპყრა სამასი მელი და მოიხუნა ლამპარნი და შეუქცია Page of ms. Gb: 193r კუდი კუდისა მიმართ და დადვა ლამპარი ერთი საშუალ კუდთასა და შეკრა.
და აღატყინა ცეცხლი ლამპართა შინა და განავლინნა ჴუილებისა შორის უცხოტომთაჲსა, და მოცეცხლნა ჴუილნი კალოთაგან ვიდრე ჴუილებად ზემდგომადმდე და ვიდრე ვენაჴებად და ზეთის ხეებადმდე.
და თქუეს უცხოტომთა: ვინ ქმნნა ესენი? და თქუეს: სამფსონმან, სიძემან თამნისმან, რამეთუ მოიყვანა ცოლი მისი და მისცა იგი მოყუარეთა მისთაგანსა. და აღვიდეს უცხოტომნი და დაწუეს დედაკაცი და მამაჲ მისი ცეცხლითა.
და ჰრქუა მათ სამფსონმან: უკუეთუ უყოფთ ესრეთ ამას, არა სათნო ვიყო, არამედ შურისძიებად ჩემი ერთისაგან თითოეულისა თქუენი\სა Page of ms. Ga: 379r ვყო. რამეთუ ვიყო შურისმძიებ თქუენ შორის და უკუანაჲსკნელ დავსცხრე.
და დასცა მათ ბარკალსხჳლთა ზედა წყლულებაჲ დიდი და შთავიდა და დაჯდა ჴურელსა შინა კლდისა იტამისასა.
და აღმოვიდეს უცხოტომნი და დაიბანაკეს იუდაჲს შორის და მიიწინეს ლაჰიდ.
და თქუა კაცმან იუდაჲსმან: რაჲსათჳს აღმოხუედით ჩუენ ზედა? ... შეკრვად სამფსონისსა აღმოვედით და ყოფად მისსა, ვითარ-სახედ მიყო ჩუენ.
და შთავიდეს სამ ათასნი კაცნი იუდაჲსგან ჴურელსა კლდისა იტამისასა და ჰრქუეს სამფსონსა: არა უწყი-ა, რამეთუ მეუფლებიან ჩუენ უცხოტომნი? და რაჲ-ესე მიყავ ჩუენ? და ჰრქუა მათ სამფსონმან: ვითარ-სახედ მიყვეს მე, უყავ მათ.
და ჰრქუეს მას. შეკრვად შენდა შთამოვედით, მიცემად შენდა ჴელთა უცხოტომთასა. და ჰრქუა მათ სამფსონმან: მეფუცენით მე, რაჲთა თქუენ არა მომკლათ მე და მიმეცით მე მათ და ნუსადა დაემთხუევით ჩემ თანა თქუენ.
და Page of ms. Ga: 379v ეფუცნეს მას მეტყუელნი: არა, არამედ საკრველითა ხოლო შეგკრათ შენ და მიგცეთ შენ ჴელსა მათსა და სიკუდილით არა მოგკლათ შენ. და შეკრეს იგი ორითა მანქანისსაბლითა ახლითა და აღმოიყვანეს იგი კლდისა მისგან.
და მოვიდა ვიდრე ღაწუადმდე და უცხოთესლნი ჴმობდეს და რბიოდეს მიგებებად მისსა. და წარმართა სულმან უფლისამან სამფსონის ზედა და იქმნნეს მანქანის საბელნი მკლავთა მისთა ზედა, ვითარცა ნაძეძი, რომელი დაიწჳს ცეცხლითა. და დადნეს საკრველნი მისნი ჴელთაგან მისთა.
და პოვა ღაწჳ ვირისაჲ დაგდებული და განყო ჴელი თჳსი და მოიღო იგი და მოსრნა მით ათასნი კაცნი.
და თქუა სამფსონმან: Page of ms. Gb: 193v ღაწჳთა აღმჴოცელმან აღვჴოცნე იგინი.
და იყო, ვითარცა დასცხრა მზრახვალი და დააგდო ღაწჳ ჴელისაგან თჳსისა, და უწოდა სახელი ადგილისაჲ "მოსასრავი ღაწჳსაჲ".
და მოეწყურა ფრიად და ტიროდა უფლისა მიმართ, მეტყუელი: შენ წარჰმართე ჴელითა მონისა შენისაჲთა მაცხოვარებაჲ ესე დიდი. და აწ მოვკუდები წყურილითა და შთავვარდები ჴელსა წინადაუცუეთელთასა.
და განაპო ღმერთმან წყლ\ული Page of ms. Ga: 380r ღაწჳსა შორის და გამოვიდა მისგან წყალი და სუა და მოიქცა სული მისი და განცოცხლდა. ამისთჳს. ეწოდა სახელი მისი წყაროჲ წოდებულისაჲ, რომელ არს "ღაწჳს-შინაჲ" ვიდრე დღისამდე ამის.
და შჯიდა ისრაელსა დღეთა უცხოტომთასა ოც წელ.