და შესძინეს მერმეცა ძეთა ისრაელისათა ქმნად ბოროტი წინაშე უფლისა, და მისცნა იგინი უფალმან ჴელსა ფი\ლის\ტიმისსა Page of ms. Ga: 374r Page of ms. Gb: 191r ორმეოც წელ.
და იყო კაცი ერთი სარააჲთ, ერისაგან ნათესვობისა დანისსა, და სახელ მისსა მანოე. და ცოლი მისი ბერწ და არა შობდა.
და ეჩუენა ანგელოზი უფლისაჲ ცოლსა მისსა და ჰრქუა მას: აჰა, შენ ბერწ ხარ და არ გიშობიეს, და მიუდგები ძესა.
და აწ დაიცევ და ნუ სუამ ღჳნოსა და დამათრობელსა და ნუ შჭამ ყოველსა არაწმიდასა,
რამეთუ აჰა, შენ მუცელქუმულ ხარ და ჰშობ ძესა, და რკინაჲ არა აღვიდეს თავსა ზედა მისსა, რამეთუ ნაზირეველ ღმრთისა იყოს ყრმაჲ მუცლითგან, და მან იწყოს ჴსნად ისრაელისა ჴელისაგან ფილისტიმისა.
და შევიდა დედაკაცი და უთხრა ქმარსა თჳსსა, მეტყუელმან: კაცი ღმრთისაჲ მოვიდა ჩემდა, და სახე მისი, ვითარცა სახე ანგელოზისაჲ ღმრთისაჲ, საძინელ ფრიად, და ვჰკითხე მას, ვინაჲ არს? და სახელი მისი არა მომითხრა მე.
და მრქუა მე: "აჰა, შენ მუცლად-იდო და ჰშვე ძე, და აწ ნუ ჰსუამ ღჳნოსა და დამათრობელსა და ნუ შჭამ ყოველსა არაწმიდასა, რამეთუ წმიდა ღმრთისა იყოს ყრმაჲ მუცლითგან და ვიდრე დღემდე სიკუდილისა მისისა".
და ილოცა მანოემან უფლისა მიმართ Page of ms. Ga: 374v და თქუა: ჩემდამო, უფალო აღონაი, კაცი ღმრთისაჲ, რომელი მოავლინე, მოვედინ ჩუენდა და განმიჩინენ ჩუენ, რაჲ უყოთ ყრმასა შობადსა.
და შეისმინა ღმერთმან ჴმისა მანოესი და მოვიდა ანგელოზი ღმრთისაჲ მერმეცა დედაკაცისა მიმართ, და იგი ჯდა ველსა ზედა და მანოე, ქმარი მისი, არა იყო მის თანა.
და ისწრაფა დედაკაცმან და რბიოდა და მიუთხრა ქმარსა თჳსსა და თქუა მისდამი: აჰა, მეჩუენა მე კაცი, რომელი მოვიდა დღესა შინა ჩემდამო.
და აღდგა და წარვიდა მანოე შემდგომად Page of ms. Ga: 375r ცოლისა თჳსისა და მოვიდა კაცისა და ჰრქუა მას: უკუეთუ შენ ხარ კაცი, მზრახვალი დედაკაცისა მომართ? და თქუა ანგელოზმან: მე.
და ჰრქუა მანოემან: აწ, მორაჲ-იწიოს სიტყუაჲ შენი, რაჲ იყოს მშჯავრი ყრმისაჲ და ნაქმარნი მისნი?
და თქუა ანგელოზმან უფლისამან მანოეს მიმართ: ყოველთაგან, რომელნი ვთქუენ დედაკაცისა მიმართ, დაიცევით.
ყოვლისაგან, რომელი გამოვალს ვენაჴით, არა ჭამოს და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და ყოველი არაწმიდაჲ არა ჭამოს, ყოველი, რომელი ვამცენ მას, დაიცევით.
და თქუმანოემან ანგელოზისა Page of ms. Ga: 375v მიმართ უფლისაჲსა: გაიძულოთ აქა შენ და ვყოთ წინაშე შენსა თიკანი თხათაჲ.
Page of ms. Gb: 191v და თქუა ანგელოზმან უფლისამან მანოესა მიმართ: უკუეთუ მაიძულო მე, არა ვჭამო პურთაგან შენთა. და უკუეთუ ჰყო ყოვლად-დასაწუველი, უფალსა შესწირავ მას. რამეთუ ვერ ცნა მანოემან, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს იგი.
და თქუა მანოემან ანგელოზისა მიმართ უფლისა: რაჲ არს სახელი შენი? რაჲთა რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, გადიდოთ შენ.
და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: რაჲსათჳს ამას იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ.
და მოიღო მანოემან თიკანი თხათაჲ და მსხუერპლი და აღუვლინა კლდესა ზედა უფალსა საკჳრველებათა მოქმედსა. და მანოე და ცოლი მისი ხედვიდეს:
და აღსლვასა თანა ალისასა ზედა კერძო საკურთხეველისა ვიდრე ცადმდე, და აღვიდა ანგელოზი თანა საკურთხეველისასა, და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს და დავარდეს პირთა მათთა ზედა ქუეყანად.
და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან მერმე ჩუენებაჲ მანოესი და ცოლისა მისისაჲ. მაშინ ცნა მანოემან, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ იყო იგი.
და თქუა მანოემან ცოლისა მიმართ თჳსისა: სიკუდილით მოვკუდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ.
და ჰრქუა მას ცოლმან მისმან. ენება თუმცა ღმერთსა მოკუდინებაჲ ჩუენი, არამცა მიიღო ჴელთაგან ჩუენთა ყოვლად-დასაწუველი და მსხუერპლი და არამცა მიჩუენნა ჩუენ ყოველნი ესე და არამცა გუასმინნა ჩუენ ესენი.
და შვა Page of ms. Ga: 376r დედაკაცმან ძე და უწოდა სახელი მისი სამფსონ. და განმწჳსნა ყრმაჲ და აკურთხა იგი უფალმან.
და იწყო სულმან უფლისამან სლვად მის თანა ბანაკსა შინა დანისსა და შორის სარაასა და შორის ესთაოლსა.