და ჴმობა-ყო კაცმან ეფრემისმან და მივიდეს ბღუარით კერძო და თქუეს იეფთაესა მიმართ: რაჲსათჳს მიხუედ წყობად ძეთა მიმართ ამმონისთა Page of ms. Ga: 372v და ჩუენ არა მიმხადენ მისლვად შენ თანა? სახლი შენი დავწუათ ცეცხლითა შენ ზედა.
და თქუა იეფთაემან მათდამი: კაცი მეჰომე ვარ მე და ერი ჩემი და ძენი ამმონისნი დამამდაბლებდეს მე ფრიად, და ჴმა-ვყავ თქუენდამი და არა მიჴსენით ჴელთაგან მათთა.
და ვიხილე, რამეთუ არა იყო მჴსნელი და დავდევ სული ჩემი ჴელსა შინა ჩემსა და მივიმართე ძეთა მიმართ ამმონისთა. და მომცნა იგინი უფალმან ჴელსა ჩემსა. და რაჲსათჳს აღ\მოხუედით Page of ms. Ga: 373r ჩემ ზედა დღესა ამას წყობის-ყოფად ჩემ ზედა?
და შეკრიბნა იეფთაემან ყოველნი კაცნი გალაადისანი და განეწყო ეფრემსა. და დასცეს კაცთა გალაადისათა ეფრემი, რამეთუ თქუეს განრომილთა ეფრემისთა: ჩუენ გალაადი შორის ეფრემისსა და შორის მანასსისა.
და წინა-დაიპყრნა გალაადმან განსავალნი იორდანისანი ეფრემისნი. და ჰრქუეს მათ განრინებულთა ეფრემისთა: "განვიდეთ!" და ჰრქუეს მათ კაცთა გალაადისათა: "ნუ ეფრათელი ხარ-ა?" და თქუა: "არა".
და ჰრქუა მას: "თქუთ რაჲ ნიშანი!" Page of ms. Ga: 373v და Page of ms. Gb: 190v ვერ წარიმართეს მიხუდომაჲ ეგრე სახედ. და იპყრობდეს და მოსწყუედდეს მათ განსავალთა ზედა იორდანისათა. და დაეცნეს მას ჟამსა შინა ეფრემისგან ორმეოცდაორნი ათასნი.
და შჯიდა იეფთაე ისრაელსა ექუს წელ. და მოკუდა იეფთაე გალაადელი და დაეფლა ქალაქსა თჳსსა გალაადს.
და შჯიდა შემდგომად მისსა აბესსა ბეთლემელი.
და იყვნეს მისსა ოცდაათნი ძენი და ოცდაათნი ასულნი, რომელნიცა განათხოვნა გარე, და ოცდაათნი ცოლნი შემოჰგუარნა ძეთა თჳსთა გარეთ. და შჯიდა ისრაელსა შჳდ წელ.
და მოკუდა აბესსა და დაეფლა ბეთლემს შინა.
და შჯიდა მის შემდგომად ისრაელსა აბილონ ზაბილონიტი ათ წელ,
და მოკუდა აბილონ ზაბილონიტი და დაეფლა ელონს შინა, ქუეყანასა ზაბულონისასა.
და შჯიდა შემდგომად მისსა ისრაელსა ავდონ, ძე ელიმისი, ფარათონიტი.
და იყვნეს მისსა ორმეოცნი ძენი და ოცდაათნი ძეთა ძენი, აღმჴდომნი სამეოცდაათთა საჴედართა. და შჯიდა ისრაელსა რვა წელ.
და მოკუდა ავდონ, ძე ელლიმისი, ფარათონიტი, და დაეფლა ფარათონს შინა, ქუეყანასა ეფრემისსა, მთასა ამალიკსა.