და იეფთაე გალაადელი, აღმატებული ძალითა, და იგი ძე იყო დედაკაცისა მეძვისაჲ, რომელმან უშვა გალაადსა ესე იეფთაე.
და უშვნა ცოლმან გალაადისმან მას ძენი და განძლიერდეს ძენი ცოლისანი და გამოაძეს იეფთაე და ჰრქუეს: არა დაიმკჳდრო სახლსა შინა მამისა ჩუენისასა, რამეთუ ძე დედაკაცისა მეძვისაჲ ხარ შენ.
და ივლტოდა იეფთაე პირისაგან ძმათა თჳსთაჲსა და დაემკჳდრა ქუეყანასა ტოვისსა, და მიიქცეს იეფთაეს მიმართ კაცნი ცალიერნი და გამოვიდეს მის თანა.
და იყო, რაჟამს წყობა-ჰყოფდეს ძენი ამმონისნი ისრაელისა თანა.
და იქმნა, იბრძოლნეს რაჲ ძენი ამმონისნი ისრაელისა მიმართ, და წარვიდეს მოხუცებულნი გალაადისანი მოყვანებად იეფთაესსა ქუეყანით ტოვისით,
და ჰრქუეს იეფთაესა: მოვედ და იყავ ჩუენდა თავმძღუარ და განვეწყვნეთ ძეთა მიმართ ამმონისთა.
და ჰრქუა იეფთაემან მოხუცებულთა გალაადისათა: არა თქუენ მომიძულეთ-ა მე და გამომჴადეთ სახლით მამისა ჩემისაჲთ და გამომავლინეთ თქუენგან? და რაჲსათჳს მოხუედით ჩემდამო აწ, ოდეს გიჴმ-ყე მე?
და თქუეს მოხუცებულთა გალაადისათა იეფთაეს მიმართ: ამისთჳს აწ მოვაქციეთ შენდამი, და წარმოხჳდე ჩუენ თანა და წყობა-ჰყო ძეთა მიმართ ამმონი\სთა, Page of ms. Ga: 370r და იყო ჩუენდა მთავარ -- ყოველთა მკჳდრთა გალაადისათა.
და თქუა იეფთაემან მოხუცებულთა მიმართ გალაადისათა: უკუეთუ მიმაქცევთ მე თქუენ წყობად ძეთა ამმონისთა, და მომცნა იგინი უფალმან წინაშე ჩემსა, და მეცა ვიყო თქუენდა მთავარ?
და თქუეს მოხუცებულთა გალაადისათა იეფთაეს მიმართ: უფალი იყოს მსმენელ შორის ჩუენსა, არა თუ, სიტყჳსაებრ შენისა ეგრეთ ვყოთ.
და წარვიდა იეფთაე მოხუცებულთა თანა გალაადისათა და დადვეს ერმან იგი თავად მათ ზედა და მთავრად, და წარმოთქუნა იეფთაემან სიტყუანი მათნი ყოველნი წინაშე უფლისა მასიფას.
და წარავლინნა მიმთხრობნი იეფთაემან მეფისა მიმართ ძისა ამმონისთაჲსა, მეტყუელმან: რაჲ ძეს ჩემი და შენი, რამეთუ მოსრულ ხარ ჩემდა ბრძო\ლად Page of ms. Gb: 188v ქუეყანასა შინა ჩემსა?
და თქუა მეფემან ამმონისთამან მიმთხრობთა მიმართ იეფთაესთა: მით, რამეთუ დაიპყრა ისრაელმან ქუეყანაჲ ჩემი აღმოსლვასა მისსა ეგჳპტით არნონითგან ვიდრე იაბოკამდე და ვიდრე იორდანედმდე, და აწ შემიქციენ ესენი მშჳდობით და წარვიდე.
და შესძინა მერმე იეფთაემან და მიავლინნა მიმთხრობნი მეფისა მიმართ ძეთა ამმონისთაჲსა
და ჰრქუა მას. ესრეთ იტყჳს იეფთაე, "არა დაიპყრა ისრაელმან ქუეყანაჲ მოაბისაჲ და ქუეყანაჲ ძეთა ამმონისთაჲ
აღმოსლვასა მათსა ეგჳპტით, არამედ ვიდოდა ისრაელი უდაბნოს ვიდრე ზღუამდე სიფისა და მოვიდა ვიდრე კადიდმდე.
და მიავლინნა ისრაელმან მიმთხრობნი მეფისა მიმართ ედომისა, მეტყუელმან: წარმოვვლო ქუეყანით შენით. და არა ისმინა მეფემან ედომისამან. და მეფისაცა მიმართ მოაბისა მიავლინა, და არა სათნო-იყო. და დაჯდა ისრაელი კადის.
და წარვლო უდაბნოჲთ და გარე-მოვლო ქუეყანაჲ ედომისაჲ და ქუეყანაჲ მოაბისაჲ. და მოვიდა აღმოსავალით მზისაჲთ ქუეყანისა მოაბისა და დაიბანაკეს წიაღ არნონსა და არა შემოვიდეს საზღვართა მოაბისათა, რამეთუ არნონი ზღვარი არს Page of ms. Ga: 370v მოაბისაჲ.
და მიავლინნა ისრაელმან მიმთხრობნი სიონის მიმართ მეფისა ამორრეველთაჲსა, მეფისა ესსებონისა. და ჰრქუა მას ისრაელმან: წარვვლოთ ქუეყანით შენით ვიდრე ადგიდმდე ჩუენდა.
და არა ერჩდა სიონი ისრაელსა წარვლად საზღვრით მისით. და შეკრიბა სიონმან ყოველი ერი მისი და დაიბანაკეს იასსას და წყობა-ყო ისრაელისა მიმართ.
და მისცა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან სიონი და ყოველი ერი მისი ჴელთა ისრაელისათა. და მოსრა იგი, და დაიმკჳდრა ისრაელმან ყოველი ქუეყანაჲ ამორრეველისა, დამკჳდრებულისაჲ მას ქუეყანასა.
და დაიმკჳდრა ყოველი საზღვარი ამორრეველისაჲ არნონითგან იაბოკადმდე და უდაბნოჲთგან ვიდრე იორდანედმდე.
და აწ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან მოსპო ამორრეველი პირისაგან ერისა თჳსისა ისრაელისა და შენ დაიმკჳდრო-ა იგი?
არა რომელნიცა დაიმკჳდრნე შენ, ხამოს, ღმერთი შენი, დაიმკჳდრებს მათ? და ყოველნი რომელნი მოსპნა უფალმან, ღმერთმან ჩუენმან, პირისაგან ჩუენისა, იგინი დავიმკჳდრნეთ.
და ნუ კეთილობით უკეთეს ხარ შენ უფროჲს ბალაკისა, ძისა სეპფორისსა, მეფისა მოაბისსა? ნუ მბრძოლი ებრძოდა-ა ისრაელსა, ანუ წყობით ეწყვებოდა მას?
მკჳდრ იყო რაჲ ისრაილი ესსებონს და საზღვართა მისთა და აროირს და საზღვართა მისთა და ყოველთა ქალაქთა იორდანედ მიმართთა სამას წელ. და რად არა იჴსნნეს იგინი მას ჟამსა შინა?
და აწ მე ვარ, არარაჲ შეგცოდე შენ, და შენ ჰყოფ ჩემ თანა უკეთურებასა წყობის-ყოფითა ჩემდამო. საჯოს უფალმან, მოსაჯულმან დღეს საშუალ ძეთა ისრაელისათა და საშუალ ძეთა ამმონისთა".
და არა ისმინნა მეფემან ძეთა ამმონისთამან სიტყუანი იეფთაესნი, რომელნი მიავლინნა მისსა.
Page of ms. Ga: 371r Page of ms. Gb: 189r და იყო სული უფლისაჲ იეფთაესა ზედა და წარვლო გალაადი და მანასსე და წარვლო სამსტუროჲ გალაადისაჲ და სამსტუროჲთ გალაადისაჲთ წიაღ კერძო ძეთა ამმონისთასა.
და აღუთქუა იეფთაემან აღთქუმაჲ უფალსა და თქუა: უკუეთუ მომცემელმან მომცნე ძენი ამმონისნი ჴელსა ჩემსა,
და იყოს, გამომავალი, რომელიცა გამოვიდეს კარით სახლისა ჩემისაჲთ მოგებებად ჩემდა უკმოქცევასა ჩემსა მშჳდობით ძეთაგან ამმონისთა, და იყოს, უფალსა მივართუა იგი ყოვლად-დასაწუველად.
და წარვლო იეფთაემან ძეთა მიმართ ამმონისთა წყობის-ყოფად მათდამი და მისცნა იგინი უფალმან ჴელსა მისსა.
და მოსრნა იგინი არროირითგან ვიდრე მოსლვამდე ვიდრე არრონად რიცხჳთ ოცი ქალაქი და ვიდრე აბელდმდე ვენაჴოვნისა წყლულებითა დიდითა ფრიად და შეკდემულ იქმნეს ძენი ამმონისნი პირისაგან ძეთა ისრაელისათაჲსა.
და მოვიდა იეფთაე მასსიფად, სახიდ თჳსა, და ასული მისი ბობღნებითა და მწყობრე\ბითა, Page of ms. Ga: 371v და იგი მხოლოდშობილი იყო მისი და არა იყო მისსა სხუაჲ ძე, ანუ ასული.
და ვითარცა იხილა მან იგი, დაიპნა სამოსელნი თჳსნი და ჰრქუა: ვაჲმე, ასულო ჩემო, შფოთებით აღმაშფოთე მე და შენ ხარ შფოთსა ჩემსა შინა, და მე ვარ, რომელმან აღვაღე ძჳნად შენდა პირი ჩემი უფლისა მიმართ და ვერ ძალ-მიც შექცევად.
და მან თქუა მისდამი: მამაო, უკუეთუ საჩემოდ აღაღე პირი შენი უფლისამი, მიყავ მე, ვითარ-სახედ გამოვიდა პირით შენით ქმნასა უფლისაგან შურის\ძიებისა Page of ms. Gb: 189v შენისასა მტერთა შენთაგან. -- ძეთა ამმონისთა.
და თქუა მამისა მიმართ თჳსისა: ყავნ მამამან ჩემმან სიტყუაჲ ესე, ფლობილ მყავ მე ორთა თთუეთა, და ვიდოდი და აღვიდე მთათა ზედა, და ვტიროდი ქალწულებასა ჩემსა ზედა მე და თანა-მოყუასნი ჩემნი.
და ჰრქუა. ვიდოდე და განავლინა იგი ორთა თთუეთა. და ვიდოდა იგი და თანა-მოყუსებნი მისნი, და ტიროდა ქალწულებათა თჳსთა ზედა და მთათა ზედა.
და იყო, დასრულებასა ორთა თთუეთასა და მოიქცა Page of ms. Ga: 372r მამისა მიმართ თჳსისა და ქმნა მის მიერ აღთქუმაჲ თჳსი, რომელი აღთქუა, და მან არა უწყოდა მამაკაცი. Page of ms. Gb: 190r და იქმნა ბრძანებად ისრაელსა შორის.
დღეთაგან დღეთა მიმართ მივიდოდეს ასულნი ისრაელისანი ტყებად ასულისა იეფთაე გალაადელისა ოთხთა დღეთა წელიწადსა შინა.