და აღდგა შემდგომად აბიმელიხისა ჴსნად ისრაელისა თოლა, ძე ფუაჲსი, ძე მამის ძმისა მისისაჲ, კაცი ისახარისაჲ, და ესე მკჳდრობდა სამირს შინა, მთასა ეფრემისსა.
და შჯიდა ისრაელსა ოცდასამ წელ. და მოკუდა თოლა, ძე ფუაჲსი, და დაეფლა იგი სამირს.
და ამის შემდგომად აღდგა იაირი გალაადელი და შჯიდა ისრაელსა ოცდაათ და ორ წელ.
და იყვნეს მისნი ოცდაათნი და ორნი ძენი, აღმსხდომნი ოცდაათორმეტთა საჴედართა, და ოცდაათნი და ორნი ქალაქნი იყვნეს მათნი, და უწოდდეს მათ ეზოებად იაირისა ვიდრე დღისამდე ამის და არიან ქუეყანასა გალაადისასა.
და მოკუდა იაირი და დაეფლა რამნოს შინა.
და შესძინეს ძეთა ისრაელისათა ქმნად ბოროტი წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალიმთა და ღმერთთა ასურეთისათა და ღმერთთა სიდონისათა და ღმერთთა მოაბისათა და ღმერთთა ძეთა ამმონისთა\სა Page of ms. Ga: 369r და ღმერთთა ფილისტიმისათა. და დაუტევეს უფალი და არა ჰმსახურებდეს მას.
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაელისა ზედა და მისცნა იგინი ჴელსა ფილისტიმისასა და ჴელსა ძეთა ამმონისთასა.
და აჭირვებდეს და მოაკუდინებდეს ძეთა ისრაელისათა მას ჟამსა შინა ათრვამეტ წელ, ყოველთა ძეთა ისრაელისათა წიაღ იორდანისათა, ქუეყანასა ამორრეველთასა, გალაადს.
და განვლეს ძეთა ამმონისთა იორდანე ბრძოლის ყოფად იუდაჲს მიმართ და ბენიამინისსა და ეფრემის მიმართ და შეიწრდა ისრაელი ფრიად.
და ღაღატ-ყვეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიმართ, მეტყუელთა: შეგცოდეთ შენ, რამეთუ დაგიტევეთ ღმერთი ჩუენი და ვჰმსახურეთ ბაალიმსა.
და თქუა უფალმან ძეთა მიმართ ისრაელისათა: ნუ არა ეგჳპტით და ამორრეველისაგან და ძეთა ამმონისთაგან და ფილისტიმისაგან
და სიდონელთა და ამალიკისა და მადიამისა, რომელნი გაჭირვებდეს თქუენ, და ღადად-ჰყავ ჩემდამო და გიჴსნენ თქუენ ჴელთაგან მათთა?
და თქუენ დამიტევეთ მე და ჰმსახურეთ ღმერთთა სხუათა, ამისთჳს არდა შევსძინო Page of ms. Gb: 188r ჴსნაჲ თქუენი.
ვიდოდეთ და ჴმობდით ღმერთთა მიმართ, რომელნი გამოირჩიენით თავთა თქუენთად და მათ გაცხოვნნენ თქუენ ჟამსა ჭირისა თქუენისასა.
და თქუეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიმართ. ვცოდეთ, მიყავ შენ ჩუენ ყოვლისაებრ, რომელ კეთილ არს წინაშე შენსა, თჳნიერ განმარინენ ჩუენ დღესა ამას.
და აღიხუნეს ღმერთნი უცხონი საშუალისაგან მათისა და ჰმსახურებდეს უფალსა მხოლოსა, და შეკნინდა სული მისი შრომითა, ისრაელისაჲ.
და აომოვიდეს ძენი ამმონისნი და დაიბანაკეს გალაადს, Page of ms. Ga: 369v და შეკრბეს ძენი ისრაელისანი და დაიბანაკეს სამსტუროთა თანა.
და თქუეს ერმან და მთავართა გალაადისათა, კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინ იყოს კაცი, რომელმან იწყოს წყობის ყოფად ძეთა მიმართ ამმონისთა, და იყოს მთავრად ყოველთა მკჳდრთა გალაადისათა.