და წარვიდა აბიმელეხ, ძე იერობაალისი, სჳქემდ, ძმათა მიმართ დედისა თჳსისათა, და თქუა მათდამი და ყოვლისა მიმართ ნათესვობისა სახლისა დედისა მისისა,
მეტყუელმან. თქუთ ყურთა მიმართ ყოველთა კაცთა სჳქემისათა: "რაჲ უკეთეს არს თქუენდა, უფლებაჲ თქუენი სამეოცდაათთა კაცთაჲ ყოველთა ძეთა იერობაალისთაჲ, ანუ უფლებაჲ თქუენი კაცისა ერთისაჲ? და მოიჴსენეთ, რამეთუ ძუალი თქუენი და ჴორცი თქუენი ვარ".
და მიუთხრნეს მისთჳს ძმათა დედისა მისისათა ყურთა მიმართ ყოველთა კაცთა სჳქემისათა ყოველნი ესე სიტყუანი. და მიდრკა გული მათი უკუანა აბიმელიხისსა, რამეთუ თქუეს: ძმაჲ ჩუენი არს.
და მისცნეს მას სამეოცდაათნი ვეცხლნი სახლისაგან ბალაამისა ბერითისა და მოიმიზდნა თავისა თჳსისა აბიმელეხმან კაცნი ცუდნი და უქმნი და წარვიდეს შემდგომად მისსა.
და შევიდა სახიდ მამისა მისისა ეფრათას და მოკლნა ძმანი თჳსნი, ძენი იერობაალისნი, სამეოცდაათნი კაცნი, ქვითა ერთითა. და დაშთა იოათამ, ძე იერობაალისი უმრწემესი, რამეთუ დაიმალა.
და შეკრბეს ყოველნი კაცნი სიკიმაჲსანი და ყოველი სახლი Page of ms. Ga: 366r მაალოჲსი. და მივიდეს და მეფე ყვეს აბიმელეხ მუხასა თანა პოვნილსა და შენებულებისა სიკიმელთაჲსასა.
და მიეთხრა იოათამს და წარვიდა და დადგა მოფარვით მთისა ღარიზინისა და აღიღო ჴმაჲ თჳსი, ტიროდა და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი, კაცნო სიკემელნო, და ისმინოს თქუენი ღმერთმან.
მავალნი ვიდოდეს ხენი ცხებად მათ ზედა მეფისა, და ჰრქუეს ზეთის ხესა: მეფობდ ჩუენ ზედა!
და ჰრქუა მათ ზეთის ხემან: ნუ დამტევებელი სიპოხისა ჩემისაჲ, რომელი ღმერთმან აღიდა და კაცთა, და მოვიდე მთავრობად ხეთა?
და ჰრქუეს ხეთა ლეღუსა: მოვედ, მეფობდ ჩუენ ზედა.
და ჰრქუა მათ ლეღუმან: ნუ დამტევებელი მე სიტკბოებისა ჩემისაჲ და ნაშობთა ჩემთა კეთილთაჲ, ვიდოდი მთავრობად ხეთა?
და ჰრქუეს ხეთა ვენაჴსა: მოვედ მეფობდ ჩუენ ზედა!13 და ჰრქუა მათ ვენაჴმან: დაუტეო-ა ღვნოჲ (?) ჩემი, სიხარული კაცთაჲ, და მოვიდე მთავრობად ხეთა?
და ჰრქუეს ყოველთა ხეთა ძეძუსა: მოვედ, შენ მეფობდ ჩუენ ზედა!
და თქუა ძეძუმან ხეთა მიმართ: უკუეთუ ჭეშმარიტად მცხებთ მე თქუენ მეფობად თქუენ ზედა, მოვედით, შემოდეგით აჩრდილსა ჩემსა, და უკუეთუ არა, გამოვიდეს ცეცხლი ჩემგან და შე\ჭამნეს Page of ms. Gb: 186v ნაძუნი ლიბანისანი.
და აწ უკუეთუ ჭეშმარიტებით და სრულებით ჰყავთ და ამეფეთ აბიმელეხ? და უკუეთუ სახიერებაჲ ჰყავთ იერობაალის თანა და სახლისა მისისა თანა? და უკუეთუ ვითარცა მისაგ\ებელი Page of ms. Ga: 366v ჴელისა მისისაჲ ჰყავთ ეგე?
ვითარ წყობა ყო მამამან ჩემმან თქუენთჳს და განაგდო სული თჳსი წინაადდგომად და გიჴსნნა თქუენ ჴელთაგან მადიამისათა,
და თქუენ ზედ-აღუდეგით სახლსა ზედა მამისა ჩემისასა დღეს და მოჰკლენით ძენი მისნი, სამეოცდაათნი მამაკაცნი, ქვითა ერთითა და ამეფეთ აბიმელეხ, ძე მჴევლისა მისისაჲ, კაცთა ზედა სიკემელთა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს.
და [უკუეთუ] ჭეშმარიტებითა და სრულებითა ჰყავთ იერობაალის თანა და სახლისა მისისა თანა ამას დღესა შინა, იშუებდით აბი-. მელეხის მიმართ და იშუებდეს იგიცა თქუენდამი.
ხოლო უკუეთუ არა, გამოვიდეს ცეცხლი აბიმელეხისგან და შეჭამნეს კაცნი სიკიმელნი და სახლი მაალოჲსი, და გამოვიდეს ცეცხლი კაცთაგან სიკიმელთა და სახლისაგან მაალოჲსა და შეჭამოს აბიმელეხ.
და ივლტოდა იოათამ და წარვიდა, და მივიდა ვიდრე ბირამდე და დაემკჳდრა მუნ პირისაგან აბიმელეხ, ძმისა თჳსისა.
და იმთავრა აბიმელეხმან ისრაელსა ზედა სამი წელი.
და მიავლინა ღმერთმან სული ბოროტი შორის აბიმელეხისა და შორის კაცთა სიკიმელთა, სახლისათჳს აბიმელეხისსა
მოჴდად უსამართლოებაჲ სამეოცდაათთა ძეთა იერობაალისთაჲ და სისხლი მათი დადებად აბიმელეხის ზედა, ძმისა მათისა, რომელმან მოსრნა იგინი, და კაცთა ზედა სიკიმელ\თა, Page of ms. Ga: 367r რამეთუ განაძლიერნეს ჴელნი მისნი მოწყუედად ძმათა მისთა.
და დაუსხნეს მას კაცთა სიკიმელთა მზირნი თხემსა ზედა მთათასა და დაიტაცებდეს ყოველთა, რომელი თანა-წარჰვლიდა მათ გზასა ზედა, და მიეთხრა მეფესა აბიმელეხს.
და მოვიდა გაად, ძე იოვილისი, და ძმანი მისნი და შევიდეს სიკიმათა, და ესვიდეს მისდამი კაცნი სიკიმელნი.
და განვიდეს ველად და მოისთულნეს ვენაჴნი მათნი და დაწნიხეს და შექმნეს მაჭარი და შეიღეს სახიდ ღმრთისა მათისა და ჭამდეს და სუმიდეს და სწყევდეს აბიმელეხს.
და თქუა გაადმან, ძემან იოვილისმან: ვინ არს აბიმელეხ და ვინ არს ძე სჳქემისი, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? არა ძე იერობაალისა-ა და ზევუილ ზედმსტუარი მისი, მონაჲ მისი ანემმორის თანა, მამისა სჳქემისსა? და რად, რამეთუ ვჰმონებდეთ მას ჩუენ?
და ვინ მომცეს ერი ესე ჴელსა ჩემსა და გარდავადგინო აბიმელეხი და ვთქუა მისდამი: "განამრავლე ძალი შენი და განედ!"
და ესმნეს ზევუილსა, მთავარსა ქალაქისასა, სიტყუანი გაადისნი, ძისა იოვიდისნი, და განრისხნა გულისწყრომით იგი.
და მიავლინნა მიმთხრობნი აბიმელიხის მიმართ ფარულად, მეტყუელმან: აჰა გაადი, ძე იოვიდისი, და ძმანი მისნი მოვლენ სჳქემდ და აჰა იგინი გარე-მოადგებიან ქალაქსა შენ ძლით.
და აწ აღდეგ ღამე შენ და ერი Page of ms. Gb: 187r შენი და უმზირე ველსა შინა.
და იყოს, განთიად, აღმოსლვასა თანა მზისასა, აღიმსთო და მიიმართო ქალაქად. და აჰა, იგი და შენთანაჲ ვიდოდის შენ თანა, და უყო მას, რაოდენიცა პოოს ჴელმან შენმან.
და აღდგა აბიმელეხი და ყოველი ერი, მყოფი მის თანა, ღამე, და მზირი ყვეს სჳქემსა ზედა ოთხთა მთავართა.
და გამოვიდა გაადი, ძე იობიდისი, და დადგა კარსა თანა ბჭისა ქალაქისასა. და აღდგა აბიმელეხი და ერი მისი სამზირით.
და იხილა გაადმან, ძემან იობიდისმან, ერი Page of ms. Ga: 367v და თქუა ზევულის მიმართ: აჰა, ერი შთამოვალს თავისაგან მთათაჲსა. და თქუა მისდამი ზევუილმან: ჩრდილსა მთათასა ჰხედავ შენ, ვითარცა კაცთა.
და შესძინა მერმე გაადმან თქუმად და ჰრქუა: აჰა ერი შთამომავალი ზღჳთ კერძო მახლობლისაგან უპისა ქუეყანისა, და სხუაჲ მთავარი მოვალს გზით მაღნართაჲთ სადარნოჲთ.
და თქუა მისდამი ზევუილმან: და სადა არს პირი შენი, რომელი იტყოდა: "ვინ არს აბიმელეხ, რამეთუ ვჰმსახუროთ მას?" ნუ არა ესე არს-ა ერი, რომელი შეურაცხ-ჰყავ? განედ უკუე და განეწყვე მას.
და განვიდა გაადი პირისპირ კაცთა სჳქემისათა და წყობა-ყო აბიმელიხის მიმართ.
და ივლტოდა პირისაგან მისისა, და დაეცნეს წყლულნი მრავალნი ვიდრე კარადმდე ქალაქისა.
და შევიდა აბიმელეხი არიმას შინა და გამოიყვანნა ზევული გაადი და ძმანი მისნი არმკჳდრობად სჳქემს.
და იყო ხვალისაგან და განვიდა ერი ველად და მიეთხრა აბიმელეხსა.
და მოიყვანა ერი და განყო იგი სამ მთავრებად, და დაიდარნა ველსა შინა და იხილა: და აჰა, ერი გამოვიდა ქალაქისაგან, და აღდგა მათ ზედა და დასცნა იგინი.
და აბიმელეხმან და მმთავრობთა მისთანათა მიიმართეს და დადგეს კარსა თანა ბჭისა ქალაქისასა, და ორთა მთავართა მიიმართეს ყოველთა ზედა მყოფთა ველისათა და მოსრნეს იგინი.
და აბიმელეხ ბრძოლა-ჰყოფდა ქალაქისა მიმართ ყოველსა მას დღესა და გამოიღო ქალაქი და ერი მას შინაჲ Page of ms. Ga: 368r მოსრა, და დაარღჳეს ქალაქი და დასთესა მარილად.
და ესმა ყოველთა კაცთა გოდლისა სჳქემისათა და მოვიდეს შესლვად ბეთირბერითს
და მიეთხრა აბიმელიხსა, ვითარმედ შეკრბეს ყოველნი კაცნი გოდლისა სჳქემისანი.
და აღვიდა აბიმელეხი მთასა ერმონსა, იგი და ყოველი ერი მის თანაჲ. და მოიხუნა აბიმელეხმან ცულნი ჴელსა მისსა და მოკაფა რტოჲ ხისაჲ, და აღიღო და დაიდვა მჴართა ზედა თჳსთა და ჰრქუა ერსა მისთანასა: რომლისა მიხილვთ მოქმედად, მწრაფლ ყავთ, ვითარცა მე.
და მოჰკუეთეს და კაცმანცა რტოჲ ყოველმან ერმან და ვიდოდა უკუანა ავიმელეხისსა, და დადვეს შესავალსა ზედა და დააწუეს მათ ზედა სიმაგრე ცეცხლითა. და მოკუდეს ყოველნი კაცნი გოდლისა სიკიმაჲსანი, ვითარ ათასნი მამანი და დედანი.
და წარმოვიდა აბიმელეხი ვეთილვერით და დაიბანაკა თიბის, და გარემოადგა მას და დაიპყრა იგი.
Page of ms. Gb: 187v და გოდოლი ძლიერი იყო შორის ქალაქისა, და შეივლტოდეს მუნ ყოველნი მამანი და დედანი და ყოველნი წინამძღუარნი ქალაქისანი, და მოიკრძალეს გარეგნით მათსა და აღვიდეს ერდოსა ზედა გოოლისასა.
და მოვიდა აბიმელეხი ვიდრე გოდლამდე და ებრძოლა მას. და მიეახლა აბიმელეხი ვიდრე კარადმდე გოდლისა დაწუვად მისსა ცეცხლითა.
და შთაუტევა დედაკაცმან ერთმან ნატეხი წისქჳლის ქვისაჲ თავსა ზედა აბიმელეხისსა და განტეხა თხემი მისი.
და ჴმა-ყო მსწრაფლ ყრმისა მიმართ, აღმდებისა საჭურ\ველთა Page of ms. Ga: 368v მისთა, და ჰრქუა მას: იჴადე ჴრმალი შენი და მომკალ მე, ნუსადა თქუან: "დედაკაცმან მოაკუდინა იგი". და უხეთქნა მას ყრმამან მისმან და მოკუდა.
და იხილა კაცმან ისრაელისამან, ვითარმედ მოკუდა აბიმელეხი, და წარვიდეს კაცი ადგიდ თჳსსა.
და მიაქცია უფალმან უკეთურებაჲ აბიმელეხისაჲ, რომელი უყო მამასა მისსა -- მოწყუედაჲ სამეოცდაათთა ძმათა თჳსთაჲ.
და ყოველი უკეთურებაჲ კაცთა სჳქემისათაჲ მიაქცია უფალმან თავსა მათსა. და მივიდა მათ ზედა წყევაჲ იოათამისი, ძისა იერობაალისაჲ.