და თქუეს გედეონის მიმართ კაცმან ეფრემისმან. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელი მიყავ ჩუენ, არაწოდებაჲ ჩუენი, რაჟამს მიხჳდოდე წყობად მადიამისა? და განისიტყუნეს მისდამი ძლიერად.
და თქუა მათდამი: რაჲ ვქმენ აწ? ანუ არა Page of ms. Ga: 363r უმჯობესობს ნაფურცლისზედაები ეფრემისი, ვიდრე სასუთლე ავიეზერისი?
ჴელთა თქუენთა მიგცნა უფალმან მთავარნი მადიამისანი -- ორიბ და ზიბ, და რაჲ უძლე ქმნად, ვითარ თქუენ? მაშინ დაადუმა სული მათი მისგან თქუმითა მის მიერ სიტყუასა ამას.
და მოვიდა გედეონი იორდანესა ზედა, და განვიდა იგი და სამასნი კაცნი მისთანანი, მშიერნი და მდევარნი.
და ჰრქუა კაცთა სოკხოთისათა: ეცით პური საზრდელად ერსა ამას ფერჴისთანასა ჩემსა, რამეთუ მოკლებულ არიან. და აჰა, მე ვარ მდევარ უკუანა ზებეესსა და სალმანაჲსსა, მეფისა მადიამისა.
და თქუეს მთავართა სოკხოთისათა: ნუ ჴელი ზებეესი და სალმანაჲსი აწ ჴელსა შინა შენსა არს, რამეთუ ვსცეთ ძალსა შენსა პური?
და თქუა გედეონმან: არა ეგრეთ, ამისთჳს მო-რაჲმცნეს უფალმან Page of ms. Gb: 185r ჴელსა ჩემსა ზებეე და სალმანა, და მე დავწერტნე ჴორცნი თქუენნი ეკლებითა უდაბნოჲსაჲთა და კუროჲსთავებითა.
და ავიდა მუნით ფანუილდ და თქუა მათდა მიმართ ეგრეთვე. და მიუგეს მას კაცთა ფანუილისათა, ვითარ-სახედ მიუგეს მთავართა სოკხოთისათა.
და თქუა გედეონმან კაცთა მიმართ ფანუილისათა: შემოქცევასა ჩემსა მშჳდობით გოდოლი ესე დავარღჳო.
და ზებეე და სალმანა იყვნეს კარკარს შინა, და ბანაკი მათი მათ თანა, ვითარ ათხუთმეტ ათასთა კაცთაჲ, ყოველნი დაშთომილნი ყოვლისაგან ბანაკისა უცხოტომთაჲსა და დაცემულნი ას\ოცნი Page of ms. Ga: 363v ათასნი კაცნი, ბძარულნი მახჳლითა.
და აღვიდა გედეონი გზასა მოკარვეთასა კარავთა შორის, აღმოსავალით კერძო ნავაისა და იეგებალისა, და დაესხა ბანაკსა და ბანაკი იყო მინდობილ.
და ივლტოდეს ზებეე და სალმანა, და სდევდა უკუანა მათსა და შეიპყრნა ორნი მეფენი მადიამისანი -- ზებეე და სალმანა, და ყოველი ბანაკი განაკრთო.
და მოიქცა გედეონი, ძე იოასისაჲ, წყობისაგან ზენა კერძოჲთ არესსა
და შეიპყრა ყრმაჲ, კაცთაგანი სოკხოთისათაჲ, და ჰკითხა მას, და დაწერა მისებრ სახელები მთავართა სოკხოთისათაჲ და მოხუცებულთა მისთაჲ სამეოცდაათშჳდმეტნი კაცნი.
და მივიდა გედეონი მთავართა მიმართ სოკხოთისათა და ჰრქუა: აჰა, ზებეე და სალმანა, რომელთათჳს მაყუედრეთ მე, მეტყუელთა: ,.ნუ ჴელი ზებეესი და სალმანაჲსი ჴელსა შინა შენსა არს, რამეთუ ვსცეთ კაცთა შენთა მოკლებულთა პური?"
და მოიყვანნა მოხუცებულნი ქალაქისანი და დაწერტნა იგინი ეკლებითა უდაბნოჲსაჲთა და კუროჲსთავებითა და ტანჯნა მათ მიერ კაცნი ქალაქისანი.
და გოდოლი ფანუილისაჲ დააქცია და მოსწყჳდნა კაცნი ქალაქისანი.
და ჰრქუა ზებეეს და სალმანას: სადა არიან კაცნი, რომელნი მოსრენით თაბორს? და თქუეს: ვითარცა შენ, ეგრეთ იგინი მსგავს იყუნეს ძეთა მეფისათა.
და თქუა მათდამი გედეონმან. ძმანი ჩემნი და ძენი დედისა ჩემისანი იყვნეს, ცხოველ არს Page of ms. Ga: 364r უფალი, გეცხოვნნეს თუმცა იგინი, არამცა მოგსრენ თქუენ.
და ჰრქუა იეთერს, პირმშოსა თჳსსა. აღდეგ, მოსწყჳდენ ისინი: არა იჴადა ყრმამან მახჳლი თჳსი, რამეთუ შეეშინა, რამეთუ ჭაბუკ იყო.
და ჰრქუეს ზებეემან და სალმანამან: აღდეგ შენ და შემემთხჳე ჩუენ, რამეთუ ვითარცა მამაკაცისაჲ არს ძალი შენი. და აღდგა გედეონი და მოსრნა ზებეე და სალმანა, და მოიხუნა მანიაკნი ქედთა აქლემთა მათთანი.
და თქუა კაცმან ისრაელისამან გედეონის მიმართ: უფალო, გუმთავრობდ ჩუენ შენცა და ძე შენი და ძენი ძეთა შენთანი, რამეთუ შენ მიჴსნენ ჩუენ ჴელისაგან მადიამისა.
და თქუა მათდამი გედეონმან: არა გემთავრო თქუენ მე და არა იმთავროს ძემან ჩემმან თქუენ შორის, უფალი გმთავრობდეს თქუენ.
და თქუა გედეონმან მათდამი: ვითხოვო თქუენგან სათხოელი და მომეცინ მე კაცმან საყური იავარისაგან თჳსისა. რამეთუ საყურნი ოქროჲსანი იყვნეს მათნი, რამეთუ ისმა\იტელებ Page of ms. Gb: 185v იყვნეს.
და თქუეს: მიმცემელთა მიგცნეთ. და განჰმარტა სამოსელი თჳსი, და შთადვა მუნ კაცმან საყური, იავარი თჳსი.
Page of ms. Ga: 364v და იქმნა საწონი საყურთა ოქროჲსათაჲ, რომელნი ითხოვნა, სიკლანი ათასნი და შჳდასნი ოქროჲსანი, თჳნიერ მანიაკებისა და სამკლავებისა და სამოსელთა და პორფირებისა მადიამისა მეფეთაზედაებისა, და თჳნიერ გარემოსადებელთაჲსა, რომელნი იყვნეს ქედებსა ზედა აქლემთა მათთასა.
და ქმნა იგი გედეონმან ეფუდად და აღდგა იგი ქალაქსა თჳსსა, ეფრათას შინა, და განწურთა ყოველი ერი ისრაელისაჲ უკუანა მისსა მუნ. და იქ\მნა Page of ms. Ga: 365r გედეონი და სახლი მისი საფრჴე.
და დამდაბლდა მადიამი წინაშე ძეთა ისრაელისათასა და არა შესძინეს აღებაჲ თავთა მათთაჲ. დაყუდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ დღეთა გედეონისთა.
და წარვიდა იეროვაალი, ძე იოასისი, და დაჯდა სახლსა შინა თჳსსა.
და გედეონისნი იყვნეს სამეოცდაათნი ძენი, გამოსრულნი წყჳლთაგან მისთა, რამეთუ ცოლნი მრავალ იყვნეს მისსა.
და ხარჭი იყო მისი სჳქემს, და უშვა მას მანცა ძე და სახელ-სდვა მას აბიმელეხ.
და მოკუდა გედეონი, ძე იოასისაჲ, ქალაქსა შინა თჳსსა და დაეფლა საფლავსა იოას, მამისა მისისასა, ეფრათას შინა, ავიესდრიდ მიმართ.
Page of ms. Gb: 186r და იყო, ვითარცა მოკუდა გედეონი, და მიიქცეს ძენი ისრაელისანი და ისიძვეს შემდგომად ბაალიმისა, და დადვეს თავთა მათ\თად Page of ms. Ga: 365v ბაალისა აღთქუმაჲ ყოფად მათდა იგი ღმრთად.
და არა მოიჴსენეს ძეთა ისრაელისათა უფლისა ღმრთისა მათისაჲ, რომელმან იჴსნნა იგინი ჴელისაგან ყოველთა მტერთა მათთაჲსა გარემოჲს.
და არა ყვეს წყალობაჲ სახლსა თანა იერობაალისსა, რომელ არს გედეონი, ყოველთაებრ კეთილთა, რომელნი ყვნა ისრაელისა თანა.