და აღიმსთო იერობაალმან (რომელ არს გედეონი) და ყოველმან ერმან მის თანა და დაიბანაკა წყაროსა ზედა არადსა. და ბანაკი მადიამისაჲ იყო მისსა ჩრდილოჲთ კერძო, ღალაათდ მიმართ, ამორაჲსა ღელესა შინა.
და თქუა უფალმან გედეონის მიმართ: მრავალი არს ერი შენთანაჲ, ვითარმცა მივეც მე მადიამი ჴელსა მათსა, ნუსადა იქადოდის ისრაელი ჩემ ზედა, მეტყუელი: "ჴელმან ჩემმან მაცხოვნა მე".
და აწ იტყოდე ყურთა მიმართ ერისათა, მეტყუელი: "ვინ არს მოშიში და წიწნეული, შეიქეცინ და განეშორენ მთისაგან გალაადისა". და უკუნ-იქცეს ერისაგან ოცი და ორი ათასეულნი და ათნი ათასეულნი დაშთეს.
და თქუა უფალმან გედეონის მიმართ: ჯერეთ მრავალ არს ერი, შთაიყვანენ იგინი წყლად და განწმიდენ იგინი მუნ. და იყოს, რომლისაჲცა ვთქუა შენდამი: "ესე მოვედინ შენ თანა", იგი მოვიდეს შენ თანა, და რომლისაჲცა ვთქუა შენდამი: "ესე არა ვიდოდის შენ თანა", არა მოვიდეს.
და შთაიყვანა ერი წყლ\ად. Page of ms. Ga: 360v და თქუა უფალმან გედეონის მიმართ: ყოველმან რომელმან წბოს ენითა თჳსითა წყლისაგან, ვითარცა წბის ძაღლმან, დაადგინე იგი მარტოდ. და ყოველი, რომელი მოდრკეს მუჴლთა მისთა ზედა სუმად, განადგინო იგი თჳსაგან.
და იყო რიცხჳ მწბელთაჲ ჴელითა მათითა პირად მათდა მიმართ სამასნი მამა\კაცნი, Page of ms. Gb: 184r და ყოველი ნეშტი ერ\ისაჲ Page of ms. Ga: 361r მოდრკა მუჴლთა მათთა ზედა სუმად წყლისა.
და თქუა უფალმან გედეონის მიმართ: სამასთა ამათ კაცთა მწბელთა მიერ ვაცხოვნნე იგინი და მოვსცე მადიამი ჴელსა შენსა, და ყოველი ერი წარვიდენ მამაკაცი სახიდ თჳსსა.
და მიიღეს საზრდელი ერისაჲ ჴელსა მათსა და რქისანი მათნი, და ყოველი მამაკაცი ისრაელისაჲ განავლინა, მამაკაცი კარვად თჳსსა და სამასნი მამაკაცნი განაძლიერნა. და ბანაკი მადიამისაჲ იყვნეს ქუენა კერძო მისსა, ღელესა შინა.
და იყო მას ღამესა შინა, და თქუა მისდამი უფალმან: აღდეგ, შთავედ ბანაკად, რამეთუ მივეც იგი ჴელსა შენსა.
და უკუეთუ გეშინის შენ შთასლვად, შთავედ შენ და ფარა, ყრმაჲ შენი, ბანაკად
და გესმას, რასა იტყჳან. და ამის შემდგომად განძლიერდენ ჴელნი შენნი და შთახჳდე ბანაკად. და შთავიდა იგი და ფა\რა, Page of ms. Ga: 361v ყრმაჲ მისი, მთავრისა მიმართ ერგასისთაჲსა, რომელნი იყვნეს ბანაკსა შინა.
და მადიამი და ამალეკი და ყოველნი ძენი აღმოსავალისანი, დავანებულნი ღელესა შინა, ვითარცა მკალნი სიმრავლითა, და აქლემთა მათთაჲ არა იყო რიცხჳ, არამედ იყვნეს ვითარცა ქჳშაჲ ბაგეთა ზედა ზღჳსათა სიმრავლითა.
და მოვიდა გედეონი. და აჰა, კაცი, მთხრობელი მოყუსისა თჳსისაჲ ნაძილევსა. აჰა, ვინაძილევი ნაძილევი და აჰა, ჴუეზაჲ პურისა ქრთილისაჲ, მქცევი ბანაკსა შინა მადიამისასა, და მოვიდა ვიდრე კარვადმდე მადიამისა და დასცა იგი. და დაეცა და მიიქცა იგი ზენა და დაეცა კარავი.
და მიუგო მოყუასმან მისმან და ჰრქუა: არა არს ეგე, გარნა მახჳლი გედეონისი, ძისა იოასისი, კაცისა ისრაელისაჲ. მისცა ღმერთმან ჴელსა Page of ms. Ga: 362r მისსა მადიამი და ყოველი ბანაკი.
და იყო, ვითარცა ესმა გედეონსა განმარტებაჲ ნაძილევისაჲ და შეტყუებაჲ მისი, და თაყუანის-სცა უფალსა და მიიქცა ბანაკად ისრაელისა და თქუა: აღდეგით, რამეთუ მოგუცა უფალმან ჴელსა ჩუენსა ბანაკი მადიამისაჲ.
და განყვნა სამასნი მამაკაცნი სამ მთავრებად და მისცა რქისები ჴელსა ყოველთასა და სარწყულები ახლები და ლამპარნი საშუალ სარწყულთასა.
და [თქუა] მათდამი: ჩემგან იხილეთ და ესრეთ ყავთ, და აჰა, მე შევალ დასა\ბამსა Page of ms. Gb: 184v ბანაკისასა და იყოს, ვითარცა ვყო, ეგრეთ ყავთ;
და დავჰნესტუავ რქისასა მე და ყოველნი ჩემთანანი. და დაჰნესტუეთ რქისათა თქუენცა გარემოჲს ყოვლისა ბანაკისა და თქუთ: "მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი!"
და შევიდა გედეონი და ასნი კაცნი მისთანანი დასაბამსა ბანაკისასა, მთავრისა მიმართ ტომისა საშუალისა, და განმაღჳძებელთა განაღჳძნეს მცველნი, დაჰბერეს რქისათა და დაყარნეს სარწყულნი ჴელთა მათთა შინანი.
და დაჰნესტუეს სამთა მთავართა ნესტუთა რქისათა და შემუსრნეს სარწყულნი, Page of ms. Ga: 362v და იპყრნეს ჴელებითა მათითა მარცხენითა ლამპარნი და ჴელითა მათითა მარჯუენეებითა -- რქისანი სანესტუავად, და ჴმა-ყვეს: მახჳლი უფალსა და გედეონსა.
და აღადგინეს კაცი თავსა ზედა თჳსსა გარემოჲს ბანაკისა, და რბიოდა ყოველი ბანაკი და ანიშნებდეს და ივლტოდეს.
და დაჰნესტუეს სამასთა რქისათა, და დადვა უფალმან მახჳლი კაცისაჲ მოყუსისა თჳსისა ზედა და ყოვლისა ბანაკისა ზედა, და ივლტოდა ბანაკი ვიდრე ბითსეედმდე და ვიდრე ბაგეთამდე აბელმაულაჲსათა, ტავეტთს თანა.
და ჴმა-ყვეს კაცმან ისრაელისამან ნეფთალიმით და ასირით და ყოვლით მანასსით და სდევდა უკუანა მადიამსა.
და ქადაგნი წარავლინნა გედეონმან ყოველსა მთასა ეფრემისსა, მეტყუელმან: შთამოვედით შემთხუევად მადიამისა და დაიპყართ თავთა თქუენთად წყალი ვიდრე ბეთბირადმდე და იორდანედ. და ჴმა-ყო ყოველმან კაცმან ეფრემისმან და წინა-დაიპყრეს წყალი ვიდრე ბეთბირამდე და იორდანედ.
და შეიპყრნეს ორნი მთავარნი მადიამისანი -- ორიბ და ზიბ. და მოკლეს ორებ სურს შინა და ზიბ მოკლეს იაკევზივს შინა, და დევნა-უყვეს მადიამსა. და თავი ორებისი და ზიბისი მოიხუნეს გედეონის მომართ წიაღ იორდანით.