და ქმნეს ძეთა ისრაელისათა ბოროტი წინაშე უფლისა, და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა მადიამისათა შჳდ წელ.
და განძლიერდა ჴელი მადიამისაჲ ისრაელსა ზედა, და იქმნეს თავთა თჳსთათჳს ძეთა ისრაელისათა პირისაგან მადიამისა სამალავები მთათა შინა და ქუაბები და დაკიდებულები.
და იყვის, უკუეთუ სთესიან ძეთა ისრაელისათა, აღმოვიდის მადიამი და ამალეკი, და ძენი აღმოსავალთანი თანა-აღმოვიდოდეს მათსა და დაიბანაკებდეს მათ თანა,
და განჰხრწნიდეს ნაყოფთა მათთა ვიდრე მისლვამდე ღაზად და არა დაუტევებდეს ძალსა სიცოცხლისასა ქუეყანასა ისრაელისასა, არცა სამწყსოთა შორის ზუარაკსა და ვირსა.
რამეთუ იგინი და მონაგებნი მათნი აღმოვიდოდეს და კარვებნი მათნი მოიწეოდეს ვითარცა მკალი სიმრავლითა. და მათი და აქლემთა მათთაჲ არა იყო რიცხჳ, და მოვიდოდეს ქუეყნად ისრაელისა და განჰხრწნიდეს Page of ms. Ga: 358v მას.
და დაგლახაკნა ისრაელი ფრიად პირისაგან მადიამისა, და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაელისათა უფლისა მიმართ.
... პირისაგან მადიამისსა,
და გამოავლინა ღმერთმან მამაკაცი წინაწარმეტყუელი ძეთა მიმართ ისრაელისათა და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაელისაჲ: მე ვარ, რომელმან აღმოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, სახლით მონებისა თქუენისაჲთ,
და გიჴსნენ თქუენ ჴელისაგან მეგჳპტელთაჲსა და ჴელისაგან ყოველთა მაჭირვებელთა თქუენთაჲსა და განვასხენ იგინი პირისაგან თქუენისა და მიგეც თქუენ ქუეყანაჲ მათი.
და გარქუ თქუენ: მე ვარ უფალი, ღმერთი თქუენი, არა ემშიშრნეთ ღმერთთა ამორრეველთასა, რომელთა შორის თქუენ ჰსხედთ ქუეყანასა შინა მათსა. Page of ms. Gb: 182v და არა ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ.
და მოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და დაჯდა მუხასა ქუეშე ეფრათაჲსასა, იოასისსა, მამისა ესდრისსა, და გედეონ, ძე მისი, კუერთხვიდა იფქლვილსა საწნეხელსა შინა განსალტოლველად პირისაგან მადიამისა.
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ და თქუა მისდამი: უფალი შენ თანა, ძლიერი ძალთაჲ!
და თქუა მისდამი გედეონმან: ჩემთანააო, და უკუეთუ არს უფალი ჩუენ თანა, რაჲსათჳს Page of ms. Ga: 359r მპოვნეს ჩუენ ყოველთა ამათ ძჳრთა? და სადა არიან საკჳრველებანი მისნი, რომელთა მითხრობდეს ჩუენ მამანი ჩუენნი, მეტყუელნი: არა ეგჳპტით აღმომიყვანნა ჩუენ უფალმან? და მიმცნა ჩუენ ჴელსა მადიამისასა.
და მოაქცია მისდა ანგელოზმან უფლისამან და ჰრქუა მას: ვიდოდე ძალითა შენითა ამით და იჴსნა ისრაელი ხელისაგან მადიამისა, აჰა, წარგავლინე შენ.
და ჰრქუა მას გედეონმან: ჩემდამო, უფალო ჩემო, რაჲთა ვიჴსნა ისრაელი. აჰა, ათასეული ჩემი მოუძლურდა მანასსის შორის და მე უმცი\რეს Page of ms. Ga: 359v ვარ სახლსა შინა მამისა ჩემისასა.
და თქუა მისდამი ანგელოზმან უფლისამან: უფალი იყოს შენ თანა და დასცე მადიამი, ვითარცა კაცი ერთი.
და თქუა მისდა მიმართ გედეონმან. უკუეთუ ვპოე წყალობაჲ წინაშე თუალთა შენთა და მიყოფ (!) მე დღეს ყოველი, რაოდენი სთქუ ჩემდამო.
ნუ განეშორები ამიერ ვიდრე მოსლვად ჩემდამდე შენდამი, და გამოვიღო მსხუერპლი ჩემი და დავდვა წინაშე შენსა. და თქუა: მე ვარ, ვჯდე ვიდრე მოქცევად შენდამდე.
და გედეონმან შექმნა თიკანი თხათაჲ და საწყაულისა ფქვილისა უცომოჲ და ჴორცი შთადვა კალათსა და წუენი მისი მოიღო ქოთნითა და გამოიხუნა იგინი მისდამი მუხასა ქუეშე Page of ms. Gb: 183r და მიეახლა.
და თქუა მისდამი ანგელოზმან უფლისამან: მიიღე ჴორცი და უცომონი და დასხენ კლდესა იმას ზედა და წუენი მახლობელად დასთხიე. და ყო ეგრეთ.
და განყო ანგელოზმან უფლისამან წუერი კუერთხისა ჴელსა მისსა შინაჲსაჲ და შეა\ხო * ჴორცთა და უცომოთა, და აღატყდა ცეცხლი კლდისაგან და შეჭამნა ჴორცნი და უცომონი. და ანგელოზი წარვიდა თუალთაგან მისთა.
და იხილა გედეონმან, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს იგი, და თქუა გედეონმან: უფალო, უფალო ჩემო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირი პირისა მიმართ.
და ჰრქუა მას უფალმან: მშჳდობაჲ შენდა, ნუ გეშინინ, არა მოჰკუდე.
და [უშენა] გედეონმან საკურთხეველი უფალსა და სახელ-სდვა მას "მშჳდობაჲ უფლისაჲ" ვიდრე დღისამდე ამის, მერმე ყოფასაღა მისსა ეფრაას, მამისა ესდრისსა.
და იყო მას ღამესა შინა, და ჰრქუა მას უფალმან: მოიყვანე ზუარაკი სუქებული, რომელ არს მამისა შენისაჲ, და დაარღჳო საკურთხეველი ბაალისი, რომელი არს მამისა შენისა და სერტყი მასზედაჲ მოჰკაფო,
და აღუშენო საკურთხეველი უფალსა, ღმერთსა შენსა, თხემსა ზედა ბორცჳსასა, ამისგან განწყობილისა შორის, და მოიყვანო ზუარაკი მეორე და შესწირო ყოვლადდასაწუველად შეშებითა სერტყისაჲთა, რომელ მოჰკაფი.
და მიავლინნა გედეონმან ათნი კაცნი მონათაგან მისთა და ქმნა, ვითარ-სახედ ეტყოდა მას უფალი. და იყო, ვითარ ეშიშვოდა სახლსა მამისა მისისასა და კაცთა ქალაქისათა დღისი ქმნად, და ქმნა ღამე.
და აღიმსთუეს კაცთა ქალაქისათა განთიად, და აჰა, დარღუეულ იყო საკურთხეველი ბაალისი და სერტყი მასზედაჲ მოკაფულ იყო, და იხილეს: ზუარაკი მეორე თანა-აღიღო საკურთხეველსა ზედა აღშენებულსა.
და თქუა კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინ ქმნა სიტყუაჲ ესე? და იძიეს და გამოიძიეს და ცნეს, ვითარმედ გედეონმან, ძემან იოასისმან, ქმნა სიტყუაჲ იგი.
და თქუეს კაცთა ქალაქისათა იოასისა მიმართ: გამოიყვანე ძე შენი და მოკუედინ, [რამეთუ] დაარღჳა საკურთხეველი ბაალისაჲ და რამეთუ მოკაფა სერტყნი მასზედანი.
და ჰრქუა იოასმან კაცთა ყოველთა, რომელნი აღდგეს მის ზედა: ანუ თქუენ ჰმსაჯულობთ-ა აწ ბაალისთჳს? ანუ თქუენ აცხოვნებთ მას? რომელმანცა ჰმძლავრა მას, მოკუედინ განთიადმდე, უკუეთუ ღმერთი არს, დასაჯენ იგი, რამეთუ დაარღჳა საკურთხეველი მისი.
და სახელ-სდვეს მას ამას დღესა შინა "იერობაალ", მეტყუელთა. და ... იგი, რამეთუ დაირღუა საკურთხეველი მისი.
... მადიამი და ამალეკი და ძენი აღმოსავალთაჲსანი შემოკრბეს ერ[თბამად] და დაიბანაკეს ღელესა იეზრაელისასა.
და სულმან უფლისამან განაძლიერა გედეონი და საყჳრ-სცა საყჳრსა რქისასა და ჴმა-ყო ავიეზერმან უკუანა მისსა*.
და ქადაგნი წარავლინნა ყოველთა მიმართ მანასსისსა და ასირისსა, ზაბულონისსა Page of ms. Gb: 183v და ლეფთალემისსა, და აღვიდეს შემთხუევად მათდა.
და თქუა გედეონმან ღმრთისა მიმართ: უკუეთუ შენ აცხოვნებ ჴელითა ჩემითა ისრაელსა, ვითარცა სთქუ,
აჰა, მე დავსდებ საწმისსა მატყლისასა კალოსა ზედა, უკუეთუ ცუარი იყოს საწმისსა ზედა მხოლოსა და ყოველსა ქუეყანასა ზედა სიჴმელე, ვსცნობ, ვითარმედ აცხ\ოვნებ * Page of ms. Ga: 360r ჴელითა ჩემითა ისრაელსა, ვითარცა სთქუ.
და იყო ეგრეთ: და აღიმსთო ხვალისაგან და გამოწურა საწმისი და დასწუთა ცუარი საწმისისაგან -- სავსე ფილი წყლისაჲ.
და თქუა გედეონმან ღმრთისა მიმართ: ნუ განრისხნებინ გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა, და ვიტყოდი-ღა მერმე ერთგზის, ხოლო გამოვცადო მერმე ერთგზის-ღა საწმისითა. და იყავნ სიჴმელე საწმისსა ზედა მხოლოსა, ხოლო ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.
და ყო ეგრეთ ღმერთმან მას ღამესა შინა: და იყო სიჴმელე საწმისსა ზედა მხოლოსა, ხოლო ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.