და იმაქებლა დებორამან და ბარაკმან, ძემან ამინეემისმან, მას დღესა შინა, მეტყუელთა:
გამოცხადნა გამოცხადებაჲ ისრაელისა შორის ნეფსითობითა ერისაჲთა, აკურთხეთ უფალი.
ისმინეთ მეფეთა და ყურად-იღეთ სატრაპესთა: მე ვარ უფალი, მე ვარ, ვაქო და უგალობო უფალსა ისრაელისასა.
უფალო, გამოსლვასა შენსა სიირით, ამაღლებასა შენსა ველით ედომისაჲთ ქუეყანაჲ შეირყია და ცაჲცა შეშფოთდა და ღრუბელთა აცურიეს წყალი.
მთანი შეიძრნეს პირისაგან უფლისა ელოისა სინაჲსა, პირისაგან უფლისა ღმრთისა ისრაელისა.
დღეთა სემეგარისთა, Page of ms. Ga: 356r ძისა ანათისთა, დღეთა იაელისათა მოაკლდეს მეფენი, მოაკლდეს გზანი და ვიდოდეს უძლეველობით, ვიდოდეს გზათა გულარძნილთა.
მოაკლდეს ძლიერნი ისრაელისანი, მოაკლდეს, ვიდრე არა აღდგა დებორა, ვიდრე არა აღდგა დედაჲ ისრაელსა შორის.
გამოარჩინა ღმერთნი ცუდნი, შეჰრაცხნეს, ვითარცა პურნი ქრთილისანი, კერპნი მათნი. მაშინ ჰბრძოდეს ქალაქნი მთავართანი. ფარი, უკუეთუ იხილვოს, და ლახუარი და მაზრაკი ორმეოცთა ათასთა თანა ისრაელისა შორის?
გული ჩემი განწესებულთა თანა ისრაელისათა, განნებსითებულთა ერსა შორის აკურთხეთ უფალი.
ზე მსხდომარენი კარაულსა ზედა მდედრობისა შუა სამხრისასა და მბრწყინვალებსა მსხდომნი სამშჯავროსა შინა და მავალნი გზათა შესაკრებელთასა Page of ms. Gb: 181v გზასა ზედა,
მითხრობად ჴმისაგან აღმომბგერებელისა საშუალ მორწყულთაჲსა, მუნ მისცნენ სიმართლენი უფალსა, სიმართლენი აღაორძინენ ისრაელისა შორის! მაშინ შთავიდა ქალაქთა Page of ms. Ga: 356v მიმართ ერი უფლისაჲ.
აღდეგ, დებორა, აღდეგ, აღდეგ, თქუ გალობაჲ! აღდეგ, ბარაკ, და წარმოტყუენე ტყუჱ შენი, ძეო აბინეემისო!
მაშინ შთავიდა ნეშტსა ძლიერთასა ერი უფლისაჲ, შთავიდა იგი სიმტკიცეთა შინა. ერო უფლისაო, დამიმდაბლენ უძლიერესნი ჩემნი!
ჩემ მიერ ეფრემმან აძირგარევნა იგინი ამალიკისა შორის, შემდგომად შენსა ბენიამინ ერთა შენთა თანა. ჩემგან მაქირ შთავიდეს გამომეძიებელნი და ზაბულონისგან -- მომზიდველნი კუერთხითა მითხრობასა მწიგნობრისასა.
და წინამძღუარნი ისახარის შორის დებორაჲს თანა და ბარაკისსა, ესრეთ ბარაკმან ღელეთა შინა წარავლინა ფერჴითა მისითა. ნაწილთა მიმართ რუბენისთა ღიდნი განკითხვანი გულისანი.
რაჲსათჳს დასხდეს საშუალ მრჩობლ ერობისა სმენად სტუენასა მიმთხრობელთასა? ... განწვალებანი გულისა გალაადისისანი.
წიაღ იორდანისა სადა Page of ms. Ga: 357r დაიკარვა, და, დან, რად ჰმსხემობ ნავთა შინა? ასირ დაჯდა კიღესა ზღუათასა და გამოსავალთა მისთა ზედა დაიკარვოს.
ზაბულონმან ერმან აყუედრა სულსა მისსა სიკუდიდ და ნეფთალიმ -- სიმაღლესა ზედა ველთასა.
მოვიდეს მათდა მეფენი, განეწყვნეს, მაშინ ებრძოლნეს მეფენი ქანანისანი თანახს შინა, წყალსა ზედა მეგედდოსა, ძღუენი ვეცხლისაჲ არა მიიღეს.
ცით გამო ეწყვნვს ვარსკულავნი, კუალთა მათთაგან ეწყვნეს სისარაჲს თანა.
ნაღუარევთა კესსონისათა პოვნა იგინი, ნაღუარევთა დასაბამისათა, ნაღუარევთა კისსონისათა, დათრგუნოს იგი სულმან ჩემმან ძლიერმან.
მაშინ შებორკილდეს ტერფნი ცხენისანი, სწრაფით ისწრაფდეს ძლიერნი მისნი, დატკებნნა იგინი ბრჭალმან ჩემმან.
დაწყევეთ მაროზ! -- თქუა ანგელოზმან უფლისამან. დაწყევეთ, წყეულ იყავნ ყოველი დამმკჳდრებელი მისი, რამეთუ არა მო\ვიდა Page of ms. Ga: 357v შეწევნად უფლისა, შეწევნად ძლიერთა!
იკურთხენ დედათა შორის იაილ, ცოლი ქაბერ კინეველისაჲ, დედათაგან კარავთა შინა იკურთხენ!
წყალი ითხოა, Page of ms. Gb: 182r სძე მისცა, ფილითა გარდამდინარე მოართუა.
ჴელი მისი მარცხენე მანისა მიმართ განჰმარტა და მარჯუენე მისი -- ჴუედისა, -- მნა ყელთაჲსა. და ჴუედით კუეთილ ყო სისარა, განავლო თავი მისი და მოასრულა, განჰმშჭუალა ღაწჳ მისი.
საშუალ ფერჴთა თჳსთა აგორვა, დაეცა და დაიმინა საშუალ ფერჴთა მისთა მგორვალემან, დაეცა, ბოროტად დაირეცა, მუნ დაეცა განგზავნებული.
სარკუმლით გარდამოიჭჳრა დედამან სისარაჲსმან, კანკლედით გამო, მით, რამეთუ ჰრცხუენა ეტლსა მისსა მოსლვად, რამეთუ ყოვნეს ფერჴთა ეტლთა მისთასა.
ბრძენთა დედათა, დამწყებთა მისთა, მიგება-ყვეს მისდამი, და იგი შეუქცევდა სიტყუათა თჳსთა თავით თჳსით:
Page of ms. Ga: 358r არა ჰპოებენ მას განმყოფად ნატყუენავთად, მიყუარობად მეგობართად, მოწყალემან წყალობა ყოს თავისათჳს მისისა. ნატყუენავი ღებილთაჲ სისარასა, ნატყუენავი ღებილთა სიჭრელისაჲ, ღებილთა ჭრელთაჲ მათი იგედსა* მისსა ნატყუენავთაჲ.
ესრეთ წარწყმდეს ყოველნი მტერნი შენნი, უფალო, და მოყუარენი მისნი, ვითარცა გამოსლვაჲ მზისაჲ, ძალითა მისითა! და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ.